საქართველოში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე პირველად აღნიშნეს

დაღუპულ ტრანსგენდერთა ხსოვნის საპატივცემულოდ მსოფლიოში გამართულ ღონისძიებებს დღეს საქართველოც შეუერთდა. აქცია “ასოციაცია ლგბტ საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. აქციას ოცამდე ადამიანი დაესწრო. მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს განსხვავებული გენდერული იდენტობის გამო ძალადობის მსხვერპლთა მიმართ და სიმბოლურად ჰაერში ჰელიუმით სავსე ბუშტები გაუშვეს.