საზოგადოება

2016 წელს 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი და 12 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა

13 აპრილი, 2016 • 1719
2016 წელს 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი და 12 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 500 მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ხოლო მაგიტრანსტობის მსრუველი 12 500-ზე მეტი აპლიკანტია.

13 აპრილს გაცხადებული მონაცემებით, ისტორიის გამოცდაზე – 13 ათასამდე, გეოგრაფიის გამოცდაზე – 12 ათასზე მეტი, მათემატიკის – 9500-მდე, ბიოლოგიის- 4500-მდე, ლიტერატურის – 6 000-ზე მეტი, ქიმიის 1800-მდე, სამოქალაქო განათლების – 1000-ზე მეტი, ფიზიკის – 700-მდე, ხელოვნების გამოცდაზე – 230-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

თუმცა 1 ივნისამდე აბიტურიენტებს თავიანთი გვერდის საშუალებით შეუძლიათ შეცვალონ მათთვის სასურველი გამოცდა. ამიტომ დაზუსტებული მონაცემები 2016 წლის 1 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.

2016 წელს ასევე დარეგისტრირდა 22 700-ზე მეტი აპლიკანტი მასწავლებელთა გამოცდის ჩასაბარებლად. ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩასაბარებლად- 4 ათსამდე კონკურსანტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი