პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა. ანა დოლიძე ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.

ანა დოლიძის კანდიდატურას კენჭს პარლამენტში უყრიან. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის ლევან მურუსიძემ დატოვა.