იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 ახალი მოსამართლე დანიშნა

დღეს, 12 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 ახალი მოსამართლე დანიშნა, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტურია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დანიშნულ მოსამართლეთა სია დღესვე გამოქვეყნდება.

იმისათვის, რომ პირი მოსამართლედ აირჩიონ, სჭიროა, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10–მა წევრმა მაინც უნდა მისცეს. კენჭისყრა ფარულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის არსებული წესი ხარვეზიანია და მის შეჩერებას მოითხოვენ. მათ არსებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს.