იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, დაიხურა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ და დატოვეს, აცხადებენ, რომ მათთვის არ განუმარტავთ მიზეზები.
სხდომა დღეს, 11.00 საათზე დაიწყო და თავდაპირველად მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები, თუმცა არ დაუშვეს ჟურნალისტები.
დღის წესრიგის თანახმად, განსახილველ საკითხთა შორის არ არის მოსამართლეობის კანდიდატების საკვალიფიკაციო ტესტების შესაძლო გაჟონვისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საკითხი.
2 თებერვალს მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები წინასწარ იყო ცნობილი კანდიდატისთვის. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, საბჭო ამ საკითხს უკვე იკვლევდა.
სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია. მას, პრესსამსახურის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.
დღევანდელ სხდომაზე საბჭო შემდეგ საკითხებს განიხილავს: