პრეზიდენტის კითხვები, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით გამოძიებებს შეეხება, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გაუგზავნა.
გთავაზობთ წერილს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაავრცელა:
“საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების და, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით, რათა, არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარიყო საზოგადოების სრულად ინფორმირება სისტემური დანაშაულის – წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ.
პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა.
2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებას საჯაროდ აცნობოთ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე: