სამართალი

ბრიტანეთში Twitter–ის გამოყენება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან გახდა ნებადართული

20 დეკემბერი, 2010 • 1613
ბრიტანეთში Twitter–ის გამოყენება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან გახდა ნებადართული

BBC–ის ცნობით, ბრიტანეთის მთავარმა სასამართლომ უშუალოდ სხდომის მიმდინარეობის დროს მიკრობლოგ Twitter–ის გამოყენება ნებადართულად გამოაცხადა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის შემთხვევა, თუკი მსგავსი ქმედება ხელს შეუშლის სასამართლო პროცესის წარმოებას.

მთავარი სასამართლოს დადგენილებით, შეზღუდულია სასამართლოში მობილური ტელეფონების, ელეტრონული ფოსტებისა და სოციალური ქსელების გამოყენება.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი გამოიცა ვიკილიკსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საქმის განხილვის შემდეგ, რა დროსაც პროცესზე მყოფი ჟურნალისტები პირდაპირ სასამართლო პროცესიდან Twitter–ზე აქტიურად პოსტავდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი