სამართალი

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საჯარო ინფორმაცია საჯარო არ არის

8 აგვისტო, 2011 • 1021
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საჯარო ინფორმაცია საჯარო არ არის

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა_საქართველო“ თბილისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ  თბილისის მერიისაგან  შარტავას ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის  ახალი შენობის შეკეთებისას გაწეული ხარჯების  შესახებ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად ორი თვის წინ  გამოითხოვა. ამის შემდეგ ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით მრავალჯერ დაუკავშირდა მერიის ადმინისტრაციას, მაგრამ ადგილობრივი თვითმართევლობისაგან პასუხი დღემდე ვერ მიიღო.

,,მოცემული შემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირდაპირი დარღვევაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს საჯარო ინფორმაცია“,– ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს მერიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დაფარვის პირველი ფაქტი არაა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა_საქართვერთველომ“ მუნიციპალიტეტს იმ კომპანიების სიაც მოთხოვა, რომლებიც თბილისში საგაზეთო ჯიხურების მენეჯმენტს ახორციელებენ. თბილისის მერიამ კი ეს თხოვნაც უპასუხოდ დატოვა.

,,თბილისის მერია არ ცდილობს საზოგადობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ხარჯებზე,  პროექტების განხორციელებისას გახარჯულ თანხებზე და კონტრაქტებზე… თუმცა, გიგი უგულავა და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად საქმიანობდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაჟინებით სთხოვს მერიას ზემოხსენებული დაპირების განხორციელებას“ – აცხადებს “საქრთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი