პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში დღეს, პირველ დეკემბერს, გაიმართა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ:

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახახლო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.