სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია — პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის”, — ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.