იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გამოაქვეყნა

იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.