ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ატვირთული ვიდეომასალა ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ პროკურატურის ერთ-ერთი საკვანძო სამხილია, რომელიც დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო. გარდა ამ დეტალისა, ჩაჩუას სასამართლოზე სხვა საინტერესო საკითხებიც გამოიკვეთა.