ლაკაევს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

წულუკიძესა და ბახუნტარიძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა. განაჩენი ამ წუთებში გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 

 

თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. ლაკიევის დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკიევი.


დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკიევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.


ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ სპეცსამსახურები მათი აღმსარებლობის გამო სდევნიან და სწორედ ამ ნიშნით დააკავეს.