შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა სულ ჩააბარეს:
„ეფ-1“-ის ტიპის 14 ცალი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 10 ცალი და „ერ-გე 42“-ის ტიპის 21 ხელყუმბარა;
ტანკის 125 მმ კალიბრის 1 ჭურვი;
„ერ-კა-გე 3-ემ“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 3 ყუმბარა;
7,62 მმ კალიბრის „პე-კა-ტე“-ს ტიპის 1 ტყვიამფრქვევი; 5 გადაჭრილი სანადირო თოფი;
„უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 49 ამფეთქი ფალია;
12 საიმიტაციო ელექტროდეტონატორი; სხვადასხვა ტიპის 11 ცალი ჭურვი;
სხვადასხვა ტიპის 14 მუხტი;
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 მჭიდი;
1 კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
1 თვითნაკეთი შაშხანა;
1 თვითნაკეთი პისტოლეტი;
„გე-პე-ვე 2“-ის ტიპის 19 ცალი საარტილერიო ჭურვი;
400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი; ღამის ხედვის 1 ელექტრომოწყობილობა;
1 ამფეთქი კოჭა; სხვადასხვა ტიპის 26 საკვამლე კოჭა;
კუსტარული წესით დამზადებული 11 ცალი ფეთქებადი მოწყობილობა;
ცეცხლსასროლი იარაღის 1 ლულა; 20 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის 3 მასრა;
376 გრ ფეთქებადი ნივთიერება დენთი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 3987 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
