შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, 1949 წელს დაბადებულმა ანზორ ჩ.–მ მოქალაქეს დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ–ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორ თამაზ ხ-ს სთხოვა.
“სამართალდამცველებმა ანზორ ჩ. მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2500 აშშ დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დილპომი გადასცა. თამაზ ხ.–ს დაკავება კი ოპერატიული ღონისძიების შედეგად მოხდა. მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას გულისხმობს, შეძენის, შენახვის, გასაღების ან გამოყენების მიზნით.
