ომბუდსმენის რეკომენდაცია პატიმრებისთვის ტელევიზიის ხელმისაწვდომობაზე

ომბუდსმენის ოფისის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია მითითებული, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღე–ღამეში მინიმუმ 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებულნი არანაირი საქმიანობით, ტელევიზორის არქონა განსაკუთრებით მიუღებელია.


სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველეყო ტელევიზორით სარგებლობისა და ტელეტრანსლაციის მიღების უფლება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.