თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას აღკვეთ ღონისძიებად 20-20 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ისინი სამართალდამცავებმა  7 ნოემბერს დააკავეს. მათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას მსგავსად,  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაში ედებათ ბრალი.

პროკურატურამ სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას შეუფარდეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *