რუსულ მედიაში დაღესტნური ბანდფორმირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

“შეიარაღებული დაჯგუფება, რომელთანაც საქართველოს ძალოვნები უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საომარ მოქმედებებს აწარმოებენ, საქართველოში დაღესტნიდან შევიდა, მისი წევრები კი ცუნტინსკის ბანდფორმირებაში შედიან,”- ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო  რია ნოვოსტი იუწყება.

 

“ეს არის ცუნტინსკის ბანდფორმირება. ამ დროისთვის საზღვარზე სრული სიმშვიდეა და დამატებით ზომებს არ ვიღებთ,”- აცხადებს დაღესტნის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელი გამოცემასთან საუბარში. მისივე განმარტებით, ბოევიკები დაღესტნის ძალოვან სტრუქტურებს ემალებიან.