საქართველოს მთავრობამ კრიზისების მართვის შტაბი შექმნა

შსს საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის საკითხებზე მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით.

 

“პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც  ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.”