სამართალი

”ქართული ოცნების” აქტივისტს თაფლის მოპარვა ბრალდება

12 ივნისი, 2012 • • 1036
”ქართული ოცნების” აქტივისტს თაფლის მოპარვა ბრალდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ”ქართული ოცნების” აქტივისტმა ნიკოლოზ სიხარულიძემ მიმდინარე წლის 10 ივნის ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში 1 ქილა თაფლი მოიპარა.

 

”2012  წლის 10 ივნისს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მცხოვრები თამაზ  ლომიძის კუთვნილი ,,სასაუზმის” ეზოდან ერთი ქილა თაფლის ფარულად დაუფლების ფაქტზე,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის  177-ე  მუხლის(ქურდობა) პირველი ნაწილით,” – ნათქვამია შსს-ს სპეციალურ განცხადებაში.

 

გამოძიების ინფორმაციით, ”10 ივნისს ქ. ქუთაისიდან  თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ოპელ-ასტრა”  სახელმწიფო ნომრით BNB 161, რომელშიც ისხდნენ პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ქარელის რაიონის მცხოვრებნი: –  ნიკოლოზ  სიხარულიძე,  გოჩა გოგიჩაშვილი,  შოთა  გოგიჩაშვილი, მირზა  ცხოვრებაშვილი და ვახტანგ  მღებრიშვილი. 

 

”აღნიშნულმა პირებმა ავტომანქანა გააჩარეს ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მდებარე ბაზართან.   ნიკოლოზ სიხარულიძემ ისარგებლა რა, რომ გამყიდველი,  გიორგი  ლომიძე  მოშორებით ომყოფებოდა,  ფარულად დაეუფლა ერთ ქილა თაფლს და შეეცადა მიმალვას.  დანაკლისი მასთან მომუშავე გამყიდველმა,  თამაზ  ლომიძემ  შენიშნა,  გიორგი ლომიძესთან ერთად გაეკიდა ბრალდებულს  და  თაფლის ქილა არაერთი მოთხოვნის შემდეგ დაიბრუნა. ზემოთ ჩამოთვლილი პირები დაიკითხნენ მოწმის სტატუსით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე  მუხლის პირველი ნაწილით,” – აცხადებს შსს.

შსს-ს ვიდეომასალა

მასალების გადაბეჭდვის წესი