ტრენინგი სასამართლოს მომხმარებელთა კვლევების ტექნიკის თაობაზე

დღეს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევების ტექნიკასა და ევროპული პრაქტიკის შესახებ  ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი მართლმსაჯულების ევროპული კომისიის ეგიდით ჩატარდა და მას სასამართლოს თავმჯდომარეები, მენეჯერები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ტრენინგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს სასამართლო სისტემა უკვე სამი წელია პერიოდულად ატარებს სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვას. ბოლო გამოკითხვა  მოსამართლის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების კვლევას მიეძღვნა.

უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს ევროპის საბჭოს ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე კვლევების ტექნიკასა და თემატიკაზე გაუზიარეს გამოცდილება.