სამართალი

შსს-ს განცხადება ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით

26 იანვარი, 2012 • • 1359
შსს-ს განცხადება ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი მამაკაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება.

პოლიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, უცნობმა პირმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან  შემოიტანა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი