ნეტგაზეთი | 2021 | September | 13 13.09.2021 – Netgazeti
Batumelebi | RU

ფარული ფაილები ინტერნეტში აღარ იძებნება

Comments Off on ფარული ფაილები ინტერნეტში აღარ იძებნება

ფარული ფაილების, რომლებშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებია მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო, სახელწოდებით “სუსის კომპრომატი... Read More

მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადება ბიუროს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად – ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახარიას პასუხობს

Comments Off on მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადება ბიუროს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად – ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახარიას პასუხობს

ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას “უაღრესად დამაზიანებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ გახარიას განცხადება მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების... Read More

მდინარაძე ფარული ფაილების შექმნასა და გავრცელებაში ენმ-ს ადანაშაულებს

Comments Off on მდინარაძე ფარული ფაილების შექმნასა და გავრცელებაში ენმ-ს ადანაშაულებს

“თავად ჩაწერეს, თავად დაამონტაჟეს, თავად ადასტურებენ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ფაილებს. მისი თქმით, ეს ფაილები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არის... Read More

„ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება – სსც

Comments Off on „ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება – სსც

ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუწყება, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ჰესის კონტრაქტის შესაფასებლად ახლად შერჩეული ფირმის ადგილობრივი კონსულტანტი არის მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებული კომპანია. იუსტიციის სამინისტრომ 9... Read More

სადგურის მოედნის მიმდებარედ სამი არასრულწლოვანი დაჭრეს

Comments Off on სადგურის მოედნის მიმდებარედ სამი არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი დაჭრეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სამივე დაჭრილი არასრულწლოვანია. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც... Read More

გახარია დებატებში კალაძეს “იმედზე” იწვევს, მელიას – “მთავარ არხზე”

Comments Off on გახარია დებატებში კალაძეს “იმედზე” იწვევს, მელიას – “მთავარ არხზე”

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებში იწვევს “იმედის” არხზე, ხოლო ნიკა მელიას- “მთავარ არხზე”. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “თავის გადმოსახედიდან ერთი ბიძინა ივანიშვილის... Read More

გახარია მზადაა, ნარკოლოგიური შემოწმება ევროპაში გაიაროს

Comments Off on გახარია მზადაა, ნარკოლოგიური შემოწმება ევროპაში გაიაროს

პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მზადყოფნას გამოთქვამს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს, თუმცა, არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში. “მარტივია, გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდგომ შენივე ტელევიზიებით... Read More

683 გარდაცვლილი დღემდე საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული – სამოქალაქო საარჩევნო კომისია

Comments Off on 683 გარდაცვლილი დღემდე საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული – სამოქალაქო საარჩევნო კომისია

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. ორგანიზაციის ცნობით, ეს რიცხვი გამოვლინდა 25 მუნიციპალიტეტის გადამოწმებისას, საქართველოში კი სულ 73... Read More

როგორ მოიგო თალიბანმა საინფორმაციო ომი

Comments Off on როგორ მოიგო თალიბანმა საინფორმაციო ომი

“მედია ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენსა და ოკუპანტ მტერს შორის მიმდინარე ომში. შეიძლება, მედიაომის [მოგება] თავად ომში გამარჯვების ნახევარზე მეტიც იყოს”, — თქვა თალიბანის სპიკერმა 2012 წელს. 9 წლის შემდეგ... Read More

სახელმწიფო ინსპექტორი უკანონო მიყურადების საეჭვო შემთხვევების გამოძიებას ითხოვს

Comments Off on სახელმწიფო ინსპექტორი უკანონო მიყურადების საეჭვო შემთხვევების გამოძიებას ითხოვს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სხვადასხვა პირთა მიმართ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა. “სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და... Read More

სხვა ვალებთანაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა გვქონდეს – ფინანსთა მინისტრი

Comments Off on სხვა ვალებთანაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა გვქონდეს – ფინანსთა მინისტრი

ფინანასთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე უარის თქმის გარდა, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები სხვა ვალებთან მიმართებითაც იყოს. მისი თქმით, მთავრობას გაცხადებული ჰქონდა, რომ ქვეყნის ვალის დონე მისი... Read More

ხაზარაძე მიტროპოლიტთან საუბარს და შინაარსს ადასტურებს – ფარული ფაილები

Comments Off on ხაზარაძე მიტროპოლიტთან საუბარს და შინაარსს ადასტურებს – ფარული ფაილები

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან მართლაც ჰქონდა ლაპარაკი იმ საკითხებზე, რაზეც მედიისთვის გაგზავნილ ფაილებშია საუბარი. ხაზარაძის თქმით, ის გაეცნო დოკუმენტის შინაარსს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები... Read More

უწყებები, სავარაუდოდ, სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

Comments Off on უწყებები, სავარაუდოდ, სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელითა და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. “არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი... Read More

რამდენი ვაქცინირებული პედაგოგია კერძო და საჯარო სკოლებში — გამყრელიძის განმარტება

Comments Off on რამდენი ვაქცინირებული პედაგოგია კერძო და საჯარო სკოლებში — გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 58%, კერძო სკოლებში კი- 64%. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 13 სექტემბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების... Read More

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“

ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

Comments Off on ვის არ დასჭირდება ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასასწრებად

სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19, ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი არ დასჭირდებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი... Read More

შესაძლოა, საბავშვო გასართობმა ცენტრებმა 4 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლონ

Comments Off on შესაძლოა, საბავშვო გასართობმა ცენტრებმა 4 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლონ

4 ოქტომბრიდან შესაძლოა, მუშაობა განაახლონ საბავშვო გასართობმა ცენტრებმა. ამის შესახებ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ‘საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,... Read More

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 %-ით გაიზარდა – საქსტატი

Comments Off on იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 678.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. საგარეო ვაჭრობაში... Read More

მიტროპოლიტი სერგი კოვიდის გამო მართვით სუნთქვაზეა

Comments Off on მიტროპოლიტი სერგი კოვიდის გამო მართვით სუნთქვაზეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნეკრისის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. მიტროპოლიტი თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის... Read More

ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

Comments Off on ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

ფოთში ოპოზიციონერი მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უგულავა ავრცელებს. გიგი უგულავას თქმით, მისი ბანერის დაზიანება გასაკვირი არაა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ასევე დააზიანეს ნაბადას მაჟორიტარის,... Read More

ლატარია “აიცერი და მოიგე” დღეიდან დაიწყო

Comments Off on ლატარია “აიცერი და მოიგე” დღეიდან დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, დღეიდან, 13 სექტემბრიდან STOPCOVID ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების საიტი ამოქმედდა და ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია დაიწყო. მათივე ინფორმაციით, საპრიზო თანხის პირველი გათამაშება 14 სექტემბერს გაიმართება. ყოველდღიური... Read More

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია განახლდა

Comments Off on “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია განახლდა

“სინოფარმის” წარმოების ვაქცინებზე რეგისტრაცია დღეიდან, 13 სექტემბრიდან განახლდა. რეგისტრაცია შესაძლებელია booking.moh.gov.ge-ზე. საქართველოში 100 000 დოზა “სინოფარმი” 12 სექტემბერს შემოვიდა. ვაქცინის ეს პარტია სახელმწიფომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  საჩუქრად მიიღო. „სინოფარმის“... Read More

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა – 13 სექტემბერი

Comments Off on ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა – 13 სექტემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი. ამავე პერიოდში ჩატარდა 17 192 ტესტი, გამოჯანმრთელდა 4 351 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით,... Read More