ნეტგაზეთი | 2021 | June | 24 24.06.2021 – Netgazeti
RU | GE  

ფლორიდაში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 100-მდე ადამიანს ეძებენ

Comments Off on ფლორიდაში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 100-მდე ადამიანს ეძებენ

ფლორიდაში, მაიამი ბიჩთან, ქალაქ სერფასაიდში 12-სართულიანი შენობის ნაწილი 24 ივნისს, გამთენიისას ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში ამ დრომე ეძებენ 100-მდე... Read More

რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

Comments Off on რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას — ხარჯთსარგებლიანობის ანალიზსა და პროექტის შესახებ დასკვნას. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეს დოკუმენტები: ან არ არსებობს, რაც კანონმდებლობის... Read More

გერმანიიდან დასაქმებულთა ნაწილი ნაადრევად ბრუნდება, სახელმწიფო სააგენტო დუმს

Comments Off on გერმანიიდან დასაქმებულთა ნაწილი ნაადრევად ბრუნდება, სახელმწიფო სააგენტო დუმს

დაბალი ანაზღაურების გამო გერმანიაში სამუშაოდ წასული რამდენიმე ადამიანი საქართველოში ბრუნდება. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ამ დრომდე დუმს. ნეტგაზეთს სურდა გაგვერკვია, კონკრეტულად, საქართველოს რამდენი მოქალაქე ბრუნდება უკან და რა გააკეთა სააგენტომ მათი... Read More

“გირჩი — მეტი თავისუფლება” პანდემიისას გადახდილი ჯარიმების დაბრუნებას ითხოვს

Comments Off on “გირჩი — მეტი თავისუფლება” პანდემიისას გადახდილი ჯარიმების დაბრუნებას ითხოვს

პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლება” მიიჩნევს, რომ უსამართლობაა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელბმაც ჯარიმა არ გადაიხადეს. სწორედ ამიტომ, პარტია თანხის დაბრუნებას მოითხოვს მათთვის, ვინც... Read More

“საქართველო აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს” | ხედვა სოხუმიდან

Comments Off on “საქართველო აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს” | ხედვა სოხუმიდან

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი “ქართველმა დიპლომატებმა მორიგ ჯერზე გამოიყენეს საკუთარი გავლენები და სოხუმში პირველ ივნისს ჩაშალეს ბავშვებისთვის დაგეგმილი სპორტსმენ ჰაბიბ ნურგმაგომედოვის მასტერკლასი”, – ასე შეაფასა აფხაზეთის ხელისუფლებამ ცნობილ სპორტსმენთან დაკავშირებული... Read More

ჯარიმების ჩამოწერა — ერთი ჰუმანური აქტის 4 თანმდევი პრობლემა

Comments Off on ჯარიმების ჩამოწერა — ერთი ჰუმანური აქტის 4 თანმდევი პრობლემა

საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ, თუმცა ამნისტიის ეს ჰუმანური აქტი პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. რა ხდება? პრემიერ-მინისტრმა ირაკლი... Read More

“სტრატეგია აღმაშენებელმა” საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა

Comments Off on “სტრატეგია აღმაშენებელმა” საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებთან ერთად საპენსიო სესხებთან დაკავშირებით “ლიბერთი ბანკთან” აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ბანკთან მიიტანეს პლაკატი ლოზუნგით — “შეწყვიტეთ პენსიონერების ძარცვა”, ასევე პროდუქტები, რომელსაც, მათი თქმით, ბანკი... Read More

პარლამენტის “მეფეთა დარბაზში” სპეციალური საფარი მხატვრობის გადასარჩენად მოეწყო — პრესსამსახური

Comments Off on პარლამენტის “მეფეთა დარბაზში” სპეციალური საფარი მხატვრობის გადასარჩენად მოეწყო — პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “მეფეთა დარბაზში” კედლის მხატვრობა დაზიანებული არ არის. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ვინაიდან ბოლო წლებში აღნიშნულ დარბაზს აქტიურად იყენებდნენ შეხვედრებისთვის, გაჩნდა კედლის მხატვრობის დაზიანების... Read More

“ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს

Comments Off on “ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამჯერად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა. სამშობლოში ჩასვლის ზუსტ თარიღს სააკაშვილი არც ამჯერად ასახელებს. საქართველოში დაბრუნების შესახებ სააკაშვილმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. მისი... Read More

სააკაშვილი: მე რომ ჩავრეულიყავი ვარშალომიძის მხარეს, შედეგი შეიძლება სხვა ყოფილიყო

Comments Off on სააკაშვილი: მე რომ ჩავრეულიყავი ვარშალომიძის მხარეს, შედეგი შეიძლება სხვა ყოფილიყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრობს, რომელშიც ნიკა მელიამ გაიმარჯვა. სააკაშვილი აცხადებს, რომ პატივს სცემს შიდაპარტიულ დემოკრატიას, შესაბამისად, ამ პროცესში არ ჩარეულა. თუმცა... Read More

ჰონგ-კონგელები გრძელ რიგებში ჩადგნენ, რათა კრიტიკული გაზეთის ბოლო ნომერი შეიძინონ

Comments Off on ჰონგ-კონგელები გრძელ რიგებში ჩადგნენ, რათა კრიტიკული გაზეთის ბოლო ნომერი შეიძინონ

ჰონგ-კონგის მოქალაქეებმა წვიმიან ამინდში რამდენიმე საათი გაატარეს ასობით მეტრის სიგრძის რიგებში, რათა ქალაქში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი გაზეთის ბოლო ნომერი შეეძინათ. გამოცემა “Apple Daily” იძულებულია, მუშაობა შეაჩეროს მას შემდეგ,... Read More

გარდაბანში ტბაში დაკარგული მოზარდების ცხედრები იპოვეს

Comments Off on გარდაბანში ტბაში დაკარგული მოზარდების ცხედრები იპოვეს

გარდაბანში ტბაში მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ორივე ცხედარი იდენტიფიცირებულია. არსებული ინფორმაციით, მაშველები 15 და 17 წლის მოზარდებს ხელოვნურ... Read More

გარდაბანში ტბაში 2 მოზარდს ეძებენ

Comments Off on გარდაბანში ტბაში 2 მოზარდს ეძებენ

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში მაშველები ორ მოზარდს ეძებენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტბაში თავდაპირველად 3 მოზარდი შევიდა, რომელთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო. ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად ტბაში 15 და 17 წლის მოზარდებს ეძებენ. “ნეტგაზეთი”... Read More

მალე ძალიან დაცხება — როგორ დავიცვათ თავი? [რეკომენდაციები]

Comments Off on მალე ძალიან დაცხება — როგორ დავიცვათ თავი? [რეკომენდაციები]

საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან ძალიან ცხელა. ტემპერატურა ბევრ ქალაქში 30 გრადუსზე მაღლა ავიდა, თბილისში კი 38-ს აღწევს. სიცხეები უახლოეს დღეები გაგრძელდება. ამის ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა სიას აქვეყნებს,... Read More

“არ ვარ ბედნიერი” — ბრიტნი სპირსი სასამართლოს მამის მეურვეობის გაუქმებას სთხოვს

Comments Off on “არ ვარ ბედნიერი” — ბრიტნი სპირსი სასამართლოს მამის მეურვეობის გაუქმებას სთხოვს

ამერიკელმა პოპ მომმღერალმა ბრიტნი სპირსმა ოთხშაბათს სასამართლო პროცესზე მის მიმართ დაწესებულ მეურვეობაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მის ქონებას, კარიერას, ჯანმრთელობას და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი განკარგავს. “ეს... Read More

გერმანიას და საფრანგეთს EU-ს სამიტზე პუტინის მიწვევა სურთ – მედია

Comments Off on გერმანიას და საფრანგეთს EU-ს სამიტზე პუტინის მიწვევა სურთ – მედია

საფრანგეთმა და გერმანიამ წამოაყენეს წინადადება, რომელიც ევროკავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევას გულისხმობს. ინფორმაციას “როიტერი” დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება სახელდება. აღნიშნულს წინ უძღოდა... Read More

ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ – კობახიძე ოპოზიციაზე

Comments Off on ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ – კობახიძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხალხი ოპოზიციის ქცევით დაიღალა. ასე გამოეხმაურა “ლელოს” ინიციატივას, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტიდან გავლენ. როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის... Read More

მაიამი ბიჩთან საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაიღუპა 1, ეძებენ 51-ს

Comments Off on მაიამი ბიჩთან საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაიღუპა 1, ეძებენ 51-ს

სამხრეთ ფლორიდაში, მაიამი ბიჩის მიმდებარედ, სერფსაიდში, საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც CNN წერს, არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი. Boy rescued... Read More

ბრიტანულ ტელევიზიებში არაჯანსაღი პროდუქტის რეკლამა 21 საათამდე იკრძალება

Comments Off on ბრიტანულ ტელევიზიებში არაჯანსაღი პროდუქტის რეკლამა 21 საათამდე იკრძალება

დიდ ბრიტანეთის მთავრობა ტელეარხებზე მასობრივი წარმოების არაჯანსაღი საკვების რეკლამის 21:00 საათამდე გაშვებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ეხება საკვებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილსა და... Read More

მეგონა, “ნაცმოძრაობას” მოუწყვეს შემოსვლის გამო — ზარქუა ქალი დეპუტატების პერფორმანსზე

Comments Off on მეგონა, “ნაცმოძრაობას” მოუწყვეს შემოსვლის გამო — ზარქუა ქალი დეპუტატების პერფორმანსზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას” ეხებოდა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიერ გადმოფენილი ბანერი — “მატყუარა კაცების პარლამენტი”. ასე გამოეხმაურა ის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატი ქალების პერფორმანსს,... Read More

5 ცნობილი რესტორანი და პაბი თბილისში, რომელიც პანდემიამ იმსხვერპლა

Comments Off on 5 ცნობილი რესტორანი და პაბი თბილისში, რომელიც პანდემიამ იმსხვერპლა

პანდემიით გამოწვეულ კრიზისს კვებისა და გართობის არაერთი ობიექტი ემსხვერპლა. მათი ნაწილი ერთგულ მომხმარებელს სამუდამოდ, ან დიდი ხნით დაემშვიდობა. ნეტგაზეთმა შეარჩია 5 კვების ობიექტი, რომელსაც დედაქალაქის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა... Read More

გერმანიიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპორტაცია

Comments Off on გერმანიიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპორტაცია

ავტორი: გუნელ მევლუდი ზია იბრაჰიმოვი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გერმანიაში ოთხი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. ზია იბრაჰიმოვის თქმით, ქვეყნიდან ემიგრირების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც აზერბაიჯანში მისი პოლიტიკური წარსულის გამო, მის წინ ყველა... Read More

ამირან გამყრელიძე

“ვაქცინები არ გამქრალა… პასუხისმგებლობას არ გავურბივარ” — გამყრელიძე ვაქცინების დეფიციტზე

Comments Off on “ვაქცინები არ გამქრალა… პასუხისმგებლობას არ გავურბივარ” — გამყრელიძე ვაქცინების დეფიციტზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის დაკარგული დოზები აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში იპოვა. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ AstraZeneca-ს დოზებზე შეფერხებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ... Read More

ლევან ვასაძე სტამბოლში, ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა

Comments Off on ლევან ვასაძე სტამბოლში, ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა

პოლიტიკური მოძროაბა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე დიაგნოსტიკურ კვლევებზე სტამბოლში გაემგზავრა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ვასაძის თანაგუნდელმა, სოსო მანჯავიძემ განუცხადა. მანჯავიძის თქმით, ვასაძე რამდენიმე თვეა თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა საქართველოში დიაგნოზი ვერ... Read More