ნეტგაზეთი | 2021 | June | 23 23.06.2021 – Netgazeti
RU | GE  

გახარიას პარტიას გამოკითხულთა 8% ემხრობა | IPSOS-ის კვლევა

Comments Off on გახარიას პარტიას გამოკითხულთა 8% ემხრობა | IPSOS-ის კვლევა

“მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23 პროცენტი მხარს “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა, ხოლო... Read More

გლდანში ბავშვს საქანელა დაეცა

Comments Off on გლდანში ბავშვს საქანელა დაეცა

გლდანში ბავშვს რკინის საქანელა ფეხზე დაეცა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, მისმა შვილმა დაზიანება მერიის დამონტაჟებული საქანელის დაცემის შედეგად მიიღო. ბავშვს დედის თქმით, მოზარდს დაცემის შედეგად დაუზიანდა კუნთიც, ჩაუტარდა ოპერაცია და... Read More

მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ – ზარქუა ომბუდსმენს

Comments Off on მომეჩვენა, რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიციებს აჟღერებთ – ზარქუა ომბუდსმენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა და ოპოზიციის მიმართ ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ზარქუამ ლომჯარიას კითხვების დასმის რეჟიმში მიმართა. უმრავლესობის წევრი სხვადასხვა საკითხს შეეხო, რომელზეც ლომჯარიამ ომბუდსმენის... Read More

უვაქცინობა შეიძლება სიცოცხლის უფლების დარღვევად შეფასდეს – ომბუდსმენი

Comments Off on უვაქცინობა შეიძლება სიცოცხლის უფლების დარღვევად შეფასდეს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად. “შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ... Read More

ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

Comments Off on ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1... Read More

ერთადერთი გამოსავალი ფანჩატურში დაბრუნებაა – ნათელაშვილი პარტიებს მიმართავს

Comments Off on ერთადერთი გამოსავალი ფანჩატურში დაბრუნებაა – ნათელაშვილი პარტიებს მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი პარტიების მიერ პარტლამენტის დატოვება და “ფანჩატურში დაბრუნებაა”. “ახლა ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ფანჩატურში დაბრუნება, პარლამენტის დატოვება, კრიზის შექმნა ადგილობრივ არჩევნებამდე... Read More

მიშელის დოკუმენტში წერია “პაუზა” და არა “შეჩერება” – ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

Comments Off on მიშელის დოკუმენტში წერია “პაუზა” და არა “შეჩერება” – ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი აკვირდება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გაუგია. მისივე განცხადებით, “სასამართლო გადატვირთულია”, ამიტომ [მოსამართლეების დანიშვნის] “შეჩერება” არ არის სწორი.... Read More

აშშ-ის საელჩომ მიშელის შეთანხმებაში სასამართლოს საკითხი მარკერით მონიშნა

Comments Off on აშშ-ის საელჩომ მიშელის შეთანხმებაში სასამართლოს საკითხი მარკერით მონიშნა

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, არ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი. “19 აპრილს “ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ “მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს”. შეთანხმდნენ ყოველისმომცველ და... Read More

რას აკეთებდით გახელაძის პატიმრობის დასასრულებლად? — “ოცნების” დეპუტატი ლომჯარიას

Comments Off on რას აკეთებდით გახელაძის პატიმრობის დასასრულებლად? — “ოცნების” დეპუტატი ლომჯარიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერიძე დაინტერესდა, რა შეიძლება გააკეთოს და რას აკეთებდა ამ დრომდე სახალხო დამცველი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. “დღეს არის ზაზა გახელაძის დაბადების დღე და... Read More

9 დარღვევა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა

Comments Off on 9 დარღვევა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლვევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა, რომელიც დაწესებულებამ მიმდინარე წლის 4 ივლისამდე უნდა გამოასწოროს. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში... Read More

საქართველოს გზა დეოკუპაციისკენ მშვიდობიანია, მოვუწოდებ რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს – ზურაბიშვილი

Comments Off on საქართველოს გზა დეოკუპაციისკენ მშვიდობიანია, მოვუწოდებ რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვა საკითხები განიხილეს. რა თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა... Read More

“მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძეს” — ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

Comments Off on “მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძეს” — ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

საპატრიარქო აქვეყნებს ილია მეორის წერილს, რომელშიც რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე შუამდგომლობას სთხოვს. ილია მეორე წერილში უთითებს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახმა სთხოვა რუსეთის ეკლესიასთან შუამდგომლობა... Read More

რუსეთი ამბობს, რომ ყირიმთან ბრიტანულ სამხედრო გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

Comments Off on რუსეთი ამბობს, რომ ყირიმთან ბრიტანულ სამხედრო გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემ HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. სამინისტროს ცნობითვე, ბრიტანული ხომალდის გზაზე რუსულმა... Read More

“დეპუტატობისას განცდა მქონდა, დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ვიყავი” – წულუკიანი

Comments Off on “დეპუტატობისას განცდა მქონდა, დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ვიყავი” – წულუკიანი

“მე როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი”, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას,... Read More

ახალი ინფორმაცია ძალადობაზე, დაბლოკილი ბარათები და სხვა — ბასილაშვილის მორიგი პროცესი

Comments Off on ახალი ინფორმაცია ძალადობაზე, დაბლოკილი ბარათები და სხვა — ბასილაშვილის მორიგი პროცესი

დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი პროცესი. დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმის მოსმენა მოხერხდა, ისიც -დისტანციურად. სოფიო შარაშენიძე ნეკა (ნელი) დოროყაშვილის მეჯვარე იყო,... Read More

“ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

Comments Off on “ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

“ქართული ხმების” წევრი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მომღერალი რაჭაში ხევთან ფეხით მიდიოდა რა დროსაც ნიადაგი ჩავარდა. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთვნენ სამაშველო ღონისძიებაში. “ხევიდან... Read More

“არ უნდა ვიჩქაროთ” – ვაშაძე მოსამართლეების გამო პარლამენტიდან გასვლაზე

Comments Off on “არ უნდა ვიჩქაროთ” – ვაშაძე მოსამართლეების გამო პარლამენტიდან გასვლაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით არ უნდა იჩქარონ. ასე გამოეხმაურა ის “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა... Read More

“მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ” – ბოტკოველი პარლამენტიდან გასვლის ინიციატივაზე

Comments Off on “მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ” – ბოტკოველი პარლამენტიდან გასვლის ინიციატივაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ლელოს” ინიციატივა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გავლენ, მათთვისაც მისაღებია, თუმცა ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. როგორც გიორგი ბოტკოველი ამბობს, იმ... Read More

წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო – ზურაბიშვილი ზელენსკის

Comments Off on წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო – ზურაბიშვილი ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. ზურაბიშვილმა 23 ივნისის შეხვედრას უწოდა „დიდი დღე... Read More

“საგანგებო მდგომარეობისას მთავრობის საქმიანობა უფრო გაუმჭვირვალე გახდა” – საიას კვლევა

Comments Off on “საგანგებო მდგომარეობისას მთავრობის საქმიანობა უფრო გაუმჭვირვალე გახდა” – საიას კვლევა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობა შეისწავლა. კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, გამოიკვეთა ხარვეზები მთავრობის საქმიანობის როგორც ოპერაციულ, ასევე ნორმატიულ დონეზეც. შედეგად,... Read More

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, კვოტირების ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ

Comments Off on NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, კვოტირების ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭირონ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ სიებში კვოტირების სტანდარტის გაუარესებას. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.... Read More

ირმა ბუთხუზი

“ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას” – ზაზა გახელაძის ცოლი

Comments Off on “ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას” – ზაზა გახელაძის ცოლი

ზაზა გახელაძის მეუღლის განცხადებით, ისინი დაელოდებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილზე საპასუხო მოქმედებას. მისივე თქმით, ოჯახი ამ მოქმედებით კიდევ ერთხელ აძლევს სახელმწიფოს დროს, რათა... Read More

მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს

Comments Off on მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გასვლა დააანონსეს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის სხდომისას ისაუბრა, მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა ოქრიაშვილმაც. “ჩვენ... Read More

ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია – გომელაური

Comments Off on ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისას მძევლები აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი... Read More