ნეტგაზეთი | 2021 | May | 09 09.05.2021 – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს 12 ქალაქში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის ფერებით გაანათეს

Comments Off on საქართველოს 12 ქალაქში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის ფერებით გაანათეს

დღეს, 9 მაისს, ევროკავშირის ფერებით გაანათეს მთავარი ღირსშესანიშნაობები ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში. ამის მიზეზია “ევროპის დღე”, რომელსაც 9 მაისს ევროკავშირი და... Read More

საქართველოს რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია გათიშულია

Comments Off on საქართველოს რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია გათიშულია

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. შუქის გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარია. როგორც კომპანია აცხადებს, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ. შუადღის შემდეგ ქარი... Read More

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

Comments Off on მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს. გუშინ, 8 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა... Read More

ტყეში დაიკარგა იმ კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალეს

Comments Off on ტყეში დაიკარგა იმ კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალეს

რუსული მედიის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა, ტყეში დაიკარგა ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ლექსანდრ მურახოვსკი. ის თვეების წინ, ომსკში იმ კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც მოწამლული ალექსეი ნავალნი მიიყვანეს და უმკურნალეს.... Read More

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა

Comments Off on პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 9 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. ნიკა მელიას ამ დროისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან მან თავდაპირველად შეფარდებული... Read More

ქარტია “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ ძალადობაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს

Comments Off on ქარტია “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ ძალადობაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა, ასევე, დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ტელეკომპანია „მთავარი არხის”... Read More

“დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად” — პრემიერი მელიაზე

Comments Off on “დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად” — პრემიერი მელიაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი მისთვის საინტერესო არ არის, რადგან ქვეყანაში “უამრავი პრობლემაა”. “არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ”, — თქვა ღარიბაშვილმა... Read More

გამოვლინდა კორონავირუსის 1089 შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი — 9 მაისი

Comments Off on გამოვლინდა კორონავირუსის 1089 შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი — 9 მაისი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 9 მაისის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 18 662 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84%. საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის... Read More

იპოვეს კაცის ცხედარი, რომელიც ნამოხვანში, რიონში გაუჩინარდა

Comments Off on იპოვეს კაცის ცხედარი, რომელიც ნამოხვანში, რიონში გაუჩინარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებული და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ... Read More