ნეტგაზეთი | 2021 | April | 23 23.04.2021 – Netgazeti
RU | GE  

ცნობილია, რა პასუხი გასცა მთავრობამ “რიონის ხეობის მცველების” 3 მოთხოვნას

Comments Off on ცნობილია, რა პასუხი გასცა მთავრობამ “რიონის ხეობის მცველების” 3 მოთხოვნას

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებთან პარასკევის მდგომარეობით შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარია აქტივისტების 3 მოთხოვნაზე, რომელზეც პრემიერის წარმომადგენლებს პასუხი პარასკევს უნდა გაეცათ: 3 მოთხოვნა... Read More

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე: პოლიციელი მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს

Comments Off on 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე: პოლიციელი მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს

გორის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალება. საუბარია 2020 წლის ივლისში მომხდარ ამბავზე, რა დროსაც პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი არაგვისპირთან მოზარდს შეეჯახა. პროკურატურამ განაცხადა, რომ... Read More

კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს – ვაშაძე

Comments Off on კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უკიდურესად დაიძაბა. ამის საილუსტრაციოდ ვაშაძე ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ ის და პარლამენტის თავმჯდომარე... Read More

2-მა პარტიამ კვოტირებას გვერდი აუარა, სად არის შავი ხვრელი?

Comments Off on 2-მა პარტიამ კვოტირებას გვერდი აუარა, სად არის შავი ხვრელი?

“გირჩმა” ცესკოში რეგისტრირებული პარტიული სია მე-8 ნომრიდან 129-ის ჩათვლით გააუქმა. შესაბამისად, თუ “გირჩის” სიით პარლამენტში გასული სალომე მუჯირი მანდატზე უარს იტყვის, პოტენციურ ადგილმონაცვლეებად მხოლოდ კაცები — ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო... Read More

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

Comments Off on სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელორუსი კირილ მასკევიჩი იქნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ფინალური შეხვედრა ხვალ, 24... Read More

საქართველოს რკინიგზის განცხადება ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ

Comments Off on საქართველოს რკინიგზის განცხადება ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ

საქართველოს რკინიგზ  ზუგდიდი–ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს რკინიგზის თბილისი–სოხუმის მთავარი მიმართულების 2193 კილომეტრში, სადგურ ინგირიდან ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდი–ჯვარის განშტოებაზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით... Read More

სამმა სენატორმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნა

Comments Off on სამმა სენატორმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნა

სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც გამოხატავს საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს. ამერიკის ხმის ცნობით, რეზოლუციის სპონსორები სენატის ევროპისა და... Read More

შემცირებული ვადები, გაზრდილი ხელფასი – დაგეგმილი ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურში

Comments Off on შემცირებული ვადები, გაზრდილი ხელფასი – დაგეგმილი ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ პარლამენტარ ირაკლი ბერაიასთვის 16 აპრილს გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი. ჯუანშერ ბურჭულაძის თანახმად, რეფორმები მიმართულია სავალდებულო სამხედრო... Read More

101 წლის საჩხერელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

Comments Off on 101 წლის საჩხერელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ვენერა პაპიძემ, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, კორონავირუსი დაამარცხა. როგორც კლინიკაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 101 წლის ქალი, რომელიც კლინიკიდან დღეს, 23 აპრილს გაეწერა, სამედიცინო ცენტრის ყველაზე ხანდაზმული პაციენტია. კლინიკაში... Read More

კრიზისმა საქართველოს რეპუტაცია დააზიანა – ნატა საბანაძე

Comments Off on კრიზისმა საქართველოს რეპუტაცია დააზიანა – ნატა საბანაძე

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. ამის შესახებ მან საიას ონლაინ დისკუსიაზე ისაუბრა. საბანაძის თქმით, საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანი იყო... Read More

ბრიტანეთიდან საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი გაუქმდა

Comments Off on ბრიტანეთიდან საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი გაუქმდა

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ მოეთხოვებათ შემოსვლიდან მესამე დღეს მხოლოდ PCR ტესტის ჩაიტარება. ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“... Read More

5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია აცრილი, 4000 დარეგისტრირებულია – გამყრელიძე

Comments Off on 5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია აცრილი, 4000 დარეგისტრირებულია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით დაახლოებით ხუთი ათასი სამედიცინო პერსონალია აცრილი, ხოლო ვაქცინაციაზე ჯავშანი 4000-ს  აქვს გაკეთებული. გამყრელიძის თქმითვე, აცრების ეს მაჩვენებელი დაბალია.... Read More

სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულებს — პროფკავშირი “ერთობა 2013”

Comments Off on სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულებს — პროფკავშირი “ერთობა 2013”

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” ჭიათურაში გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს. პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “ერთობა 2013″ სოლიდარობას უცხადებს ჭიათურის მაღაროში გაფიცულ მშრომელებს. სრულიად... Read More

“ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით ზრდას სთავაზობს

Comments Off on “ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით ზრდას სთავაზობს

ჭიათურაში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით “ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თქმით, მზად არის, მიიღოს “უპრეცედენტო გადაწყვეტილება” და თითოეულ მუშა-მოსამსახურეს ანაზღაურება 250 ლარით გაუზარდოს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გაფიცულთათვის ეს შეთავაზება მისაღები არ... Read More

პოლიტიკური შეხედულებები, დისკრიმინაცია და ჰომოფობია მოსამართლეთა პოსტებში —  კვლევა

Comments Off on პოლიტიკური შეხედულებები, დისკრიმინაცია და ჰომოფობია მოსამართლეთა პოსტებში —  კვლევა

მოსამართლეთა მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ შეხედულებებს, დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ავლენს, — ამაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) კვლევა სოციალურ მედიაში (Facebook) მოსამართლეთა ქცევის შესახებ.... Read More

მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

Comments Off on მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებთან. ამ წუთებში საბჭო მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს უსმენს თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება... Read More

რუსეთში კრიტიკული მედია „მედუზა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

Comments Off on რუსეთში კრიტიკული მედია „მედუზა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კრიტიკული ინტერნეტ-გამოცემა „მედუზა“ (Медуза) „უცხოეთის აგენტების“ სიაში დაამატა. გადაწყვეტილება სამინისტრომ 23 აპრილს მიიღო. ინფორმაციას თავად გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. „მედუზას“, 2014 წელს დაარსებული მედიასაშუალების, სათავო ოფისი ლატვიის დედაქალაქ... Read More

ბალტიური ქვეყნები ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

Comments Off on ბალტიური ქვეყნები ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

ბალტიური სახელმწიფოები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. “ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმა ქვეყნიდან გააძევეს... Read More

რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

საქართველოში ერდოღანი ჩამოვა, თუმცა თარიღი უცნობია – ელჩი

Comments Off on საქართველოში ერდოღანი ჩამოვა, თუმცა თარიღი უცნობია – ელჩი

თბილისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თურქეთის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანზე დაყრდნობით ავრცელებს. ელჩის თქმით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის ჩამოვა თურქეთის პირველი პირი ქვეყანაში,... Read More

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Comments Off on ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” წყვილის ადვოკატმა, ცირა ჯგერენაიამ დაუდასტურა. ადვოკატის ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულმა გირაოს თანხა უკვე გადაიხადა და ის... Read More

მზად ვარ, ზელენსკის მოსკოვში შევხვდე – პუტინი

Comments Off on მზად ვარ, ზელენსკის მოსკოვში შევხვდე – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზადაა, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმერ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს და განიხილოს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების საკითხი. “თუ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მაშინ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ უკრაინელი პრეზიდენტი... Read More

კიევი მიესალმება რუსული ძალების საზღვრიდან გაყვანის გადაწყვეტილებას

Comments Off on კიევი მიესალმება რუსული ძალების საზღვრიდან გაყვანის გადაწყვეტილებას

მედიის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ აფასებს უკრაინული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დამატებითი ძალების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანისა და წვრთნების შეწყვეტის შესახებ, უკრაინელმა პირველმა დიპლომატმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ეს მოვლენათა... Read More

იღუმენი დანიელი: სისხლისღვრა ნამდვილად არ მინდა, ალბათ წავალთ აქედან

Comments Off on იღუმენი დანიელი: სისხლისღვრა ნამდვილად არ მინდა, ალბათ წავალთ აქედან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ტაძრის იღუმენი დანიელი, რომელსაც განკვეთა ემუქრება, აცხადებს, რომ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად შესაძლოა ტაძარი დატოვოს. იღუმენის თქმით, ის მრევლსაც მოუწოდებს, რომ ტაძარში არ მივიდნენ და... Read More

“გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი” — ჭიათურაში მუშები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

Comments Off on “გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი” — ჭიათურაში მუშები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

23 აპრილის დილიდან ჭიათურაში, მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი გაჩერებულია მუშების გაფიცვის გამო. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გაფიცული მუშები ითხოვენ ხელფასის ზრდას 50%-ით, რასაც დამსაქმებელი კომპანია... Read More