ნეტგაზეთი | 2021 | April | 14 14.04.2021 – Netgazeti
RU | GE  

ავღანეთს სექტემბრამდე ქართული ძალებიც დატოვებენ – ირაკლი ღარიბაშვილი

Comments Off on ავღანეთს სექტემბრამდე ქართული ძალებიც დატოვებენ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. “დღეს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით,... Read More

ასეთი მშენებლობები კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია – ლომინაძე ნამახვანჰესზე

Comments Off on ასეთი მშენებლობები კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია – ლომინაძე ნამახვანჰესზე

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ქართველმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ “რადიო უცნობის” ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მსგავსი მასშტაბის პროექტები კონსენსუსის გარეშე ვერ აშენდება. თუმცა, მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ... Read More

სამწუხაროა, რომ მხარეები ხალხის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ აყენებენ – სახ. დეპარტამენტი

Comments Off on სამწუხაროა, რომ მხარეები ხალხის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ აყენებენ – სახ. დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ. აღნიშნული წერია ამერიკის დიპლიმატიური უწყების განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ”... Read More

გახარიას 2 სცენარი – ინტერვიუ იაგო კაჭკაჭიშვილთან

Comments Off on გახარიას 2 სცენარი – ინტერვიუ იაგო კაჭკაჭიშვილთან

პარლამენტში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ. რა პერსპექტივა აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. “ნეტგაზეთი” სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს... Read More

სალომე ზურაბიშვილი

მეგრული და სვანური სკოლებში არჩევით უნდა ისწავლებოდეს – ზურაბიშვილი

Comments Off on მეგრული და სვანური სკოლებში არჩევით უნდა ისწავლებოდეს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სკოლებში ორი ქართველური ენა – მეგრული და სვანური არჩევით უნდა ისწავლებოდეს. მან ეს განცხადება დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიმართვის ტექსტით გაავრცელა. “ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს... Read More

43 წლის წინ საზოგადოებამ ქართული ენა დაიცვა – ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან

Comments Off on 43 წლის წინ საზოგადოებამ ქართული ენა დაიცვა – ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან

43 წლის წინ, საზოგადოების მღელვარებისა და თბილისში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაიფიქრა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნა. მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება აშკარა იყო, თუმცა, ცოტა თუ... Read More

“სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა” – წილოსანი მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

Comments Off on “სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა” – წილოსანი მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს. იგი სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში აცხადებს, რომ “მაყაშვილის გამბედაობა სამაგალითოა.” “მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე, მასთან ერთად... Read More

ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

Comments Off on ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

“ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მისივე თქმით, “პოლიტიკური პარტიის წევრობა არ არის ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი... Read More

შსს-სთან გამართულ აქციაზე 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

Comments Off on შსს-სთან გამართულ აქციაზე 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილეები დაკავებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.... Read More

თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას – ვარლამ გოლეთიანი

Comments Off on თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას – ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან. “დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის... Read More

გახარიას გუნდის პოზიცია 20 ივნისზე, მელიაზე, რურუასა და ივანიშვილზე

Comments Off on გახარიას გუნდის პოზიცია 20 ივნისზე, მელიაზე, რურუასა და ივანიშვილზე

მას შემდეგ, რაც დღეს, 14 აპრილს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს, მათი ნაწილი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ეთერებშიც გამოჩნდა. ამ... Read More

შვედეთმა გადადო “ჯონსონი და ჯონსონით” ვაქცინაციის დაწყება

Comments Off on შვედეთმა გადადო “ჯონსონი და ჯონსონით” ვაქცინაციის დაწყება

შვედეთი დროებით აჩერებს ჯონსონი და ჯონსონის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმუნიზაციის პროცესში ჩართვას. ინფორმაციას ბრიტანული guardian ავრცელებს. მიზეზი, ისევე, როგორც ეს ასტრაზენეკას შემთხვევაში მოხდა, სისხლის იშვიათი თრომბის განვითარების რისკის... Read More

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” – მიხეილ დაუშვილი ნამახვანი ჰესის პროექტზე

Comments Off on “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” – მიხეილ დაუშვილი ნამახვანი ჰესის პროექტზე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით “გარკვეული ხარვეზები” მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას უკავშირდება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში... Read More

რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, სადაც ზანგური მონაწილეობს, აფიშიდან მოხსნა

Comments Off on რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, სადაც ზანგური მონაწილეობს, აფიშიდან მოხსნა

რუთაველის თეატრი აცხადებს, რომ გმობს ძალადობას და 17 აპრილისთვის დაგეგმილ სპექტაკლს: “იულიუს კეისარი”, აფიშიდან ხსნის. სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ბესო ზანგურია (ბრუტუსის როლში), რომელიც რამდენიმე დღის წინ მისმა ყოფილმა ცოლმა, ნინუცა... Read More

სოფელ გუმათთან გუშინ დაკავებული 1 დემონსტრანტი თავისუფალია, აქცია სასამართლოსთან გრძელდება

Comments Off on სოფელ გუმათთან გუშინ დაკავებული 1 დემონსტრანტი თავისუფალია, აქცია სასამართლოსთან გრძელდება

“ნამახვანი ჰესის” ერთ-ერთი მოწინაღმდეგე დემონსტრანტი, თემურ გოდოლაძე, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად გოდოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ წუთებში მეორე დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს... Read More

“მივესალმებით საპატრიარქოს განცხადებას ნამახვანი ჰესზე” – ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები

Comments Off on “მივესალმებით საპატრიარქოს განცხადებას ნამახვანი ჰესზე” – ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მიესალმებიან საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც ნამახვანი ჰესის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და დიალოგის გამართვის აუცილებლობაზეა საუბარი: “მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას... Read More

“ოცნების” ოფისთან დაკავებულ მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Comments Off on “ოცნების” ოფისთან დაკავებულ მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს, 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ... Read More

ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით, ევროსთან 4.68 თეთრით გაუფასურდა

Comments Off on ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით, ევროსთან 4.68 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.97 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.44 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა 4.68 თეთრით გაუფასურდა ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება... Read More

რატომ არ სჯერათ ოპოზიციაში გახარიას გუნდის ოპოზიციონერობის

Comments Off on რატომ არ სჯერათ ოპოზიციაში გახარიას გუნდის ოპოზიციონერობის

დღეს, 14 აპრილს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს. გახარიას გუნდთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, გახარიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ... Read More

როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს — გრიგოლ ჟორდანია

Comments Off on როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს — გრიგოლ ჟორდანია

რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი მსახიობი გრიგოლ ჟორდანია მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს ქალებს. „მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და... Read More

დღევანდელი დღე ქუთაისში გავათიოთ, მოვაწყოთ პიკეტირება – გოლეთიანი ქუთაისში

Comments Off on დღევანდელი დღე ქუთაისში გავათიოთ, მოვაწყოთ პიკეტირება – გოლეთიანი ქუთაისში

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დემონსტრანტები აპირებენ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, ცენტრალური მოედნის პიკეტირება მოახდინონ და ღამე იქ გაათიონ. 14 აპრილს, 16:00 საათიდან, დემონსტრაციამ გუმათის დასახლებიდან ქუთაისში გადაინაცვლა.... Read More

მაისის დასაწყისში მივიღებთ არა “ფაიზერის”, არამედ “ასტრაზენეკას” 83 000 დოზას – სამინისტრო

Comments Off on მაისის დასაწყისში მივიღებთ არა “ფაიზერის”, არამედ “ასტრაზენეკას” 83 000 დოზას – სამინისტრო

“ნეთგაზეთმა” და “ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა “ფაიზერის” წარმოების ვაქცინას მიიღებდა. თუმცა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ... Read More

სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტი, silknetis ulimito interneti kodi

სილქფესტი ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც გთავაზობთ

Comments Off on სილქფესტი ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც გთავაზობთ

მხოლოდ 15 აპრილს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს სამ სააქციო პაკეტს სთავაზობს. კომბინაციით *202# აბონენტი 30 დღით გაიაქტიურებს: ყველაზე მოთხოვნად პირობას – 30 დღიან ულიმიტო ინტერნეტს – მომხმარებელი ჩაირთავს კომბინაციით *019# ... Read More

ჩვენი სახელით ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ, თითქოს პრობლემა გვაქვს – გოლეთიანი

Comments Off on ჩვენი სახელით ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ, თითქოს პრობლემა გვაქვს – გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები მოძრაობაში შუღლის შეტანას ცდილობენ. „ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რომ მტერმა ვერ დაგვყოს და ისეთი ნარატივი შეუშვას, რომელიც... Read More