ნეტგაზეთი | 2021 | April | 10 10.04.2021 – Netgazeti
RU | GE  

ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

Comments Off on ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

მოსკოვში, ძალოსნობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ოქროს მედალი მოიპოვა. გოტფრიდმა ატაცში 111 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა. ძალოსნობის ფედერაციის ცნობით, ძალოსანმა ევროპულ ოქროსთან... Read More

ხანძარი ვარკეთილში — ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს

Comments Off on ხანძარი ვარკეთილში — ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე, 10 აპრილის საღამოს ხანძარი გაჩნდა. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ფართში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მაღაზიაა განთავსებული. “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და... Read More

დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს — შსს

Comments Off on დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს — შსს

გენერალური ინსპექციისა და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავებას ედავებიან. “გამოძიებით... Read More

ართვინში 2 ადამიანი დააკავეს სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერი ბანერების გადმოფენისთვის — მედია

Comments Off on ართვინში 2 ადამიანი დააკავეს სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერი ბანერების გადმოფენისთვის — მედია

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, “მემარცხენე პარტიის” წარმომადგენლები მათ ოფისებზე გადმოფენილი ბანერების გამო დააკავეს: ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბანერებით ისინი პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ. დაკავებულები უკვე გათავისუფლდნენ. სტამბოლის... Read More

11-თვიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს — რ2

Comments Off on 11-თვიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს — რ2

თითქმის 1-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში თავის ელჩს აბრუნებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, “რუსთავი2”-თან ისაუბრა. ამ პოზიციაზე კვლავ თეიმურაზ შარაშენიძე გამწესდება, რომელიც ქართულმა მხარემ გასულ წელს, “კონსულტაციებისთვის”... Read More

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

Comments Off on აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა. შეკრების მონაწილეები პანდემიის კრიზისის პირობებში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და  ხელისუფლებისგან რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ. ადგილზე მყოფთა... Read More

მოქმედების დროა, პუტინის შეჩერება შესაძლებელია — ევროპარლამენტარი

Comments Off on მოქმედების დროა, პუტინის შეჩერება შესაძლებელია — ევროპარლამენტარი

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის პარალელურად, ევროპარლამენტარი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რასა იუკნევიჩიანე საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომები უნდა გამოსწორდეს. “პუტინის შეჩერება შესაძლებელია. აუცილებელია... Read More

როგორ გამოიყურება “ევროპული საქართველოს” ახალი შემადგენლობა

Comments Off on როგორ გამოიყურება “ევროპული საქართველოს” ახალი შემადგენლობა

“ევროპული საქართველოს” ყრილობის შემდეგ პარტიის ახალი შემადგენლობა გახდა ცნობილი. თავმჯდომარესთან ერთად შეიცვალნენ გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეც. პარტიის ყრილობა თბილისში, 10 აპრილს გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა “ევროპული საქართველოს” აწ... Read More

მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის მოვლენებზე თავის ქადაგებას განმარტავს

Comments Off on მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის მოვლენებზე თავის ქადაგებას განმარტავს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი განმარტებას ავრცელებს 4 აპრილის ქადაგებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მან ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე ღია დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, “თუ ვინმე თვლის, რომ უკვე... Read More

სასამართლომ რიონის ხეობის აქტივისტს სამართალდარღვევა არ დაუდგინა — საია

Comments Off on სასამართლომ რიონის ხეობის აქტივისტს სამართალდარღვევა არ დაუდგინა — საია

მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ქუთათელაძეს, სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტი არ დაუდგინა. ინფორმაციას ავრცელებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც მის ინტერესებს იცავდა. ქუთათელაძე იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა 9 აპრილს დააკავეს.... Read More

მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა წარმატებას ვუსურვებ — ბოკერია “ევსაქებიდან” წასულებზე

Comments Off on მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა წარმატებას ვუსურვებ — ბოკერია “ევსაქებიდან” წასულებზე

“ევროპული საქართველოს” ახალი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეს, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბოკერიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, წარმატებას უსურვებს ყოფილ თანაგუნდელებს. “ვწუხვარ. ჩემი აზრით, მათ მიიღეს მცდარი... Read More

თარხნიშვილი, გაბაშვილი და თარგამაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებენ

Comments Off on თარხნიშვილი, გაბაშვილი და თარგამაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებენ

გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძესთან ერთად, “ევროპული საქართველო” ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემაც დატოვეს. როგორც თარხნიშვილი ამბობს,  პარტიის მომავალთან მიმართებით მისი და სხვების წარმოდგენები ერთმანეთს არ დაემთხვა. “ჩემი... Read More

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

Comments Off on “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება დღეს, 10 აპრილს, პარტიის ყრილობაზე მიიღეს. მანამდე, გიგა ბოკერია, რომელიც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელია, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე,... Read More

რიონის ხეობის აქტივისტი დააკავეს: “მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან”

Comments Off on რიონის ხეობის აქტივისტი დააკავეს: “მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან”

ქუთაისი-ალპანას გზაზე რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რაში გამოიხატება დაუმორჩილებლობა. “საიას” იურისტმა... Read More

“ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა

Comments Off on “ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა

დავით ბაქრაძესთან ერთად პარტია “ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა. აღნიშნულის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს და დავით ბაქრაძის მსგავსად დასძენს, რომ პარტიას განახლება სჭირდება. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი,... Read More

გამოვლინდა კორონავირუსის 506 შემთხვევა, 11 ადამიანი გარდაიცვალა: 10 აპრილი

Comments Off on გამოვლინდა კორონავირუსის 506 შემთხვევა, 11 ადამიანი გარდაიცვალა: 10 აპრილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 506 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 285 პირი. ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით – მათ შორის... Read More

ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

Comments Off on ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებს. ამის შესახებ მან 10 აპრილს, პარტიის ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე, “ფეისბუქზე” დაწერა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ბაქრაძე გიგი უგულავას მსგავსად, პარტიულ... Read More

გლოვის დღე: სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაუშვეს

Comments Off on გლოვის დღე: სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაუშვეს

ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა დაწესებულებების შენობებზე 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს... Read More