ნეტგაზეთი | 2021 | March | 22 22.03.2021 – Netgazeti
RU | GE  

ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – გახარია

Comments Off on ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – გახარია

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 18 თებერვლის შემდეგ Twitter-ზე საჯარო პოსტი პირველად გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული... Read More

ევროკავშირი არსად მიდის – ზურაბიშვილი მიშელის განცხადებაზე

Comments Off on ევროკავშირი არსად მიდის – ზურაბიშვილი მიშელის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. ზურაბიშვილის თქმით, ეს ევროკავშირის მხირდან საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების “ძლიერი ნიშანია”.... Read More

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება – ომბუდსმენი პირადი ცხოვრების ამსახველ სავარაუდო ჩანაწერებზე

Comments Off on მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება – ომბუდსმენი პირადი ცხოვრების ამსახველ სავარაუდო ჩანაწერებზე

სახალხო დამცველი ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 21 მარტს გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული... Read More

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება – “ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის შესაძლო თვალთვალზე

Comments Off on მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება – “ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის შესაძლო თვალთვალზე

“ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ, საერთაშორისო თანამეგობრობას კი შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მოძრაობა ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 21 მარტს გასულ სიუჟეტს, სადაც სახელმწიფო... Read More

დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება – შარლ მიშელი

Comments Off on დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ მიშელმა საკუთარი Twitter-ზე დაწერა. “შევაჯამე საქართველოში მედიაციის პროცესში მიღწეული... Read More

არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი — წულუკიანი გახარიაზე

Comments Off on არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი — წულუკიანი გახარიაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გაკვირვებულია გიორგი გახარიას განცხადებით პოლიტიკიდან არწასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელოდა თუ არა წულუკიანი გახარიას დღევანდელ განცხადებას, კულტურის... Read More

საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება, საფრთხე შეუქმნას აღმოსავლეთ პარტნიორობას — ლიეტუვის საგარეო მინისტრი

Comments Off on საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება, საფრთხე შეუქმნას აღმოსავლეთ პარტნიორობას — ლიეტუვის საგარეო მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძლიერ შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარტნიორებისთვის ევროკავშირში. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განცხადა. ლანდსბერგისის... Read More

გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარში — ვინ უნდა შეისწავლოს მეწყერი?

Comments Off on გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარში — ვინ უნდა შეისწავლოს მეწყერი?

საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპეტრტები ვაშლიჯვრის მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით. ისინი ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ მერიამ ჩამოიყვანა. ექსპერტები — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.... Read More

გამყრელიძე არ გამორიცხავს, ექთნის გარდაცვალების შესასწავლად უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

Comments Off on გამყრელიძე არ გამორიცხავს, ექთნის გარდაცვალების შესასწავლად უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ამირან გამყრელიძის თქმით, თითოეული ასეთი ფატალური გართულების დროს გაწერილია... Read More

სუჯაშვილი რუსი ჯარისკაცის ფოტოთი მილოცვის გამო ბოდიშს იხდის

Comments Off on სუჯაშვილი რუსი ჯარისკაცის ფოტოთი მილოცვის გამო ბოდიშს იხდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი ბოდიშს იხდის მესაზღვრის დღეს რუსი ჯარისკაცის ფოტოს გავრცელების გამო. “მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ, თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი... Read More

სავალუტო ინტერვენციის შემდეგ ლარი 0.27 თეთრით გამყარდა

Comments Off on სავალუტო ინტერვენციის შემდეგ ლარი 0.27 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. სავალუტო ინტერვენციის შემდეგ ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 0.27 თეთრით გამყარდა. შედეგად, ერთი აშშ დოლარი 3.32 ლარი ღირს. 0.09 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან... Read More

საქართველოში დანიელსონის მისიის გაგრძელებას EU-ს მინისტრებმა “ძირითადად” მხარი დაუჭირეს – რადიო თავისუფლება

Comments Off on საქართველოში დანიელსონის მისიის გაგრძელებას EU-ს მინისტრებმა “ძირითადად” მხარი დაუჭირეს – რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას “ძირითადად” მხარი დაუჭირეს. მისი ცნობით, დღეს, 22 მარტს, გამართულ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს... Read More

ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს – საბანაძე

Comments Off on ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს – საბანაძე

“ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ვერ გაუძლებს გახანგრძლივებულ კრიზსს”, – ეს განცხადება ტვიტერზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატა საბანაძემ გამოაქვეყნა. საბანაძემ ტვიტერზე გააზიარა ევროპის რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის პოსტი,... Read More

BioNTech-ის დამფუძნებლები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს აანონსებენ

Comments Off on BioNTech-ის დამფუძნებლები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს აანონსებენ

Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელების განცხადებით, იმავე ტექნოლოგიას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენებენ. როგორც nbcnewyork წერს, ოზლემ თურეჯი, რომელიც ქმართან ერთად გერმანული კომპანიის, BioNTech-ის დამფუძნებელია, გასულ წელს, სწორედ მაშინ, როცა ჩინეთში ახალი კორონავირუსით... Read More

ცხინვალი დავით ქაცარავას გადაცემებს დადებითად აფასებს

Comments Off on ცხინვალი დავით ქაცარავას გადაცემებს დადებითად აფასებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბილკის უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვრისპირა დასახლებებში გადაცემების ციკლის მომზადებასთან დაკავშირებით. “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა პატრიოტული... Read More

თუ ვინმეს “ოცნებიდან” გახარიას ჯგუფში გადანაცვლება უნდა, გზა ხსნილი აქვთ — ვოლსკი

Comments Off on თუ ვინმეს “ოცნებიდან” გახარიას ჯგუფში გადანაცვლება უნდა, გზა ხსნილი აქვთ — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მათ, ვისაც “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში წასვლა სურთ, გზა ხსნილი აქვთ. ამის შესახებ ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე საუბრისას თქვა.... Read More

ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველ მძღოლებს უმასპინძლდებიან

Comments Off on ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველ მძღოლებს უმასპინძლდებიან

რუსეთის ფედერაციის მხარეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებში, უღელტეხილებზე ან ფედერალურ ავტომაგისტრალებზე ამ დრომდე გაჩერებულია რამდენიმე ასეული სატვირთო მანქანა, რომლებიც რუსეთში გადაადგილებას ან/და საქართველოსკენ გამგზავრებას ლარსის გამშვები პუნქტის გავლით... Read More

ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

Comments Off on ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 22 მარტს, სავალუტო აუქციონე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.33 ლარია. ხვალ, 23 მარტის ოფიციალურ გაცვლით კურსს ცენტრალური ბანკი... Read More

“ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

Comments Off on “ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

‘ახალ ფრაქციასთან დაკავშირებით გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ეს განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც მედიაში სწორედ ექს-პრემიერთან დაალხოებულ პირად მოიაზრება. ლილუაშვილი დეპუტატობამდე პრემიერ გახარიას... Read More

“ასტრაზენეკას” ვაქცინამ ახალ კვლევაში 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – The Guardian

Comments Off on “ასტრაზენეკას” ვაქცინამ ახალ კვლევაში 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – The Guardian

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას Covid-19-ის ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომებით გამოხატული კორონავირუსული ინფექციის მიმართ. ასტრაზენეკას ცნობით, შესაბამისი კვლევა აშშ-ში, ჩილესა და პერუში ჩატარდა. კვლევაზე დაყრდნობით ასტრაზენეკა” აცხადებს, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია... Read More

თუ გახარია ოპოზიციაში წავა, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება – ელისაშვილი

Comments Off on თუ გახარია ოპოზიციაში წავა, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაში უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება. ამის შესახებ ელისაშვილმა გახარიას განცხადებაზე კომენტირესებისას თქვა. გახარის თქმით, ის... Read More

მისი მისია იქნება, რომ შექმნას “ოცნება” 2 – მარგველაშვილი გახარიაზე

Comments Off on მისი მისია იქნება, რომ შექმნას “ოცნება” 2 – მარგველაშვილი გახარიაზე

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მისია პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ “ქართული ოცნება” 2-ის შექმნა იქნება. “პარასკევ საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც... Read More

რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესია – დავითულიანი გახარიაზე

Comments Off on რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესია – დავითულიანი გახარიაზე

“რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის”, – ასე გამოხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის,... Read More

“ოცნებაში” გახარიას პოლიტიკურ აქტივობას მიესალმებიან

Comments Off on “ოცნებაში” გახარიას პოლიტიკურ აქტივობას მიესალმებიან

“ქართულ ოცნებაში” მიესალმებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკურ აქტივობას და შესაძლო პარტიის შექმნას. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახარიამ დღეს, 22 მარტს პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.... Read More