ნეტგაზეთი | 2021 | February | 23 23.02.2021 – Netgazeti
RU | GE  
ნიკა მელია

“მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს” – პენიტენციური სამსახური

Comments Off on “მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს” – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება ნიკა მელიას მოთხოვნასთან დაკავშირებით საკანში ტელევიზორის შეტანაზე. უწყება აცხადებს, რომ თუ მელიას ტელევიზორით სარგებლობა სურს, ის უნდა შეიძინოს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში: “სპეციალური... Read More

ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელს მიმართავენ

Comments Off on ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელს მიმართავენ

ექვსი ევროპარლამენტარი- პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი – ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ საქართველოში ვიზიტის წინ. განცხადების ავტორების თქმით,... Read More

“ნიკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ითხოვს ტელევიზორს” – ომბუდსმენი მელიას შეხვდა

Comments Off on “ნიკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ითხოვს ტელევიზორს” – ომბუდსმენი მელიას შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებულ თავმჯდოამრეს საპატიმროში შეხვდა. ომბუდსმენის თქმით, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც მან თავად უთხრა, დაკავებისას პოლიტიკოსის მიმართ ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.... Read More

“ამ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს” – კუბილიუსი

Comments Off on “ამ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს” – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დღეს, 23 თებერვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პროცესებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესშია: საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც... Read More

დეგნანი: გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან

Comments Off on დეგნანი: გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან გაგრძელდება იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ... Read More

დეკანოიძის თქმით, ელჩებთან ვითარების განმუხტვის გზებზე ისაუბრეს

Comments Off on დეკანოიძის თქმით, ელჩებთან ვითარების განმუხტვის გზებზე ისაუბრეს

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ენმ-ის ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დიპლომატებთან ისაუბრეს ვითარების განმუხტვის გზებზე. დეკანოიძე აცხადებს, რომ ელჩებს ესაუბრნენ ენმ-ის ოფისზე შტურმსა და... Read More

სილქნეტი

სილქნეტი მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება

Comments Off on სილქნეტი მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება

სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს – IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება. პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი... Read More

“საფრთხე ექმნება ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას” – ეპისკოპოსი მელქისედეკი

Comments Off on “საფრთხე ექმნება ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას” – ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეშფოთებული აკვირდება ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სიტუაციას კრიტიკულად აფასებს. სასულიერო პირის თქმით, გაეცნო ელჩებისა და... Read More

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

Comments Off on ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შეხვედრა სამუშაოა და ის ამ წუთებშიც გრძელდება. სამადაშვილის თქმით, ელჩები დღეს ოპოზიციას ხვდებიან, მოგვიანებით... Read More

კოშმარი იყო ამ ღამის მოვლენები — ფოტიგა მელიას დაკავებაზე

Comments Off on კოშმარი იყო ამ ღამის მოვლენები — ფოტიგა მელიას დაკავებაზე

ევროპარლამენტის წევრი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან, ანა ფოტიგა, ენმ-ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ის მიუღებელს უწოდებს თბილისში 23 თებერვლის დილას განვითარებულ მოვლენებს. “მთავარი... Read More

ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ გულწრფელი დიალოგი

Comments Off on ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ გულწრფელი დიალოგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს: “მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს,... Read More

თუ ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდებით – კაკაჩია

Comments Off on თუ ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდებით – კაკაჩია

„თუ [მთავრობის არსებული, კონფრონტაციული] რიტორიკა და მიდგომები არ შეიცვლება, ქვეყანა ყველა ვარიანტში აღმოჩნდება იზოლაციაში“, – აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მასთან მოკლე ინტერვიუს. ბატონო... Read More

“ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ საზოგადოების პრიორიტეტი კანონის უზენაესობაა” – ღარიბაშვილი მელიას დაკავებაზე

Comments Off on “ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ საზოგადოების პრიორიტეტი კანონის უზენაესობაა” – ღარიბაშვილი მელიას დაკავებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება აუცილებელი პირობა იყო პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ, კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის... Read More

“ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი” – კინზინგერი მელიას დაკავებაზე

Comments Off on “ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი” – კინზინგერი მელიას დაკავებაზე

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენი ბრიყვულ ნაბიჯს უწოდებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმით ნიკა მელიას დაკავებას და... Read More

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა და პოლიტიკური ვითარება განიხილა

Comments Off on ადმინისტრაცია: პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა და პოლიტიკური ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის... Read More

იმოქმედეთ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვით — ეუთოს თავმჯდომარე

Comments Off on იმოქმედეთ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვით — ეუთოს თავმჯდომარე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველოში შექმნილ ვითარებას და შეშფოთებას გამოთქვამს. ლინდე მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს. “შეშფოთებული ვარ თბილისში ბოლო... Read More

26 თებერვალს მშობელთა საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება – “ქალთა მოძრაობა”

Comments Off on 26 თებერვალს მშობელთა საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება – “ქალთა მოძრაობა”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ქალთა მოძრაობა” აუქმებს 26 თბერვალს დაგეგმილ „1000 მშობლის მარშს”. ორგანიზაციის განცხადებით, მარში 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გაიმართება.... Read More

პარლამენტთან დაკავებული ნოდარ რუხაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

Comments Off on პარლამენტთან დაკავებული ნოდარ რუხაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

“სირცხვილიას” აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელიც 23 თებერვალს პარლამენტთან დააკავეს, თავისუფალია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც აქტივისტს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. რუხაძე მაშინ დააკავეს, როცა პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკართან... Read More

ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი – EPP

Comments Off on ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი – EPP

“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ტვიტერზე ეხმაურება და ახალი არჩევნების დანიშვნას შექმნილ ვითარებაში გამოსავლად მიიჩნევს: “ნიკა მელიას დაკავება და შტურმი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე... Read More

მთავრობას მინდა მივმართო, ხალხს ვერ დააჩოქებთ – ანზორ მელია

Comments Off on მთავრობას მინდა მივმართო, ხალხს ვერ დააჩოქებთ – ანზორ მელია

თბილისში, პარლამენტის წინ ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მისი მამა ანზორ მელიაც მივიდა. მან აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ანზორ მელიამ მთავრობასაც მიმართა, რომ “ხალხს ვერ დააჩოქებენ”. “ბედნიერი... Read More

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია აშუქებს

Comments Off on ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია აშუქებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო მედია 23 თებერვლის დილიდან აშუქებს. თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ წერენ როგორც დასავლური, ისე რუსული და სხვა გამოცემები.... Read More

წულუკიანი: ვინც მელიას დაკავებას გმობს, ან არმცოდნე კეთილისმსურველია, ან ანგაჟირებული

Comments Off on წულუკიანი: ვინც მელიას დაკავებას გმობს, ან არმცოდნე კეთილისმსურველია, ან ანგაჟირებული

“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი ერთადერთ სწორ ნაბიჯს უწოდებს ნიკა მელიას დაკავებაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და აცხადებს, რომ ვინც ოპოზიციის ლიდერის დაკავებას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან პოლიტიკურად ანაგაჟირებული:... Read More

ეს არის პოლიტიკური რევანშისა და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი — ლევან ცუცქირიძე

Comments Off on ეს არის პოლიტიკური რევანშისა და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი — ლევან ცუცქირიძე

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან ცუცქირიძესთან, EECMD-ის (აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის) აღმასრულებელ დირექტორთან: ბატონო ლევან, დასავლეთიდან ვხედავთ მწვავე რეაქციას ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, — ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის, სხვა პარტნრიორების... Read More

გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში – კობახიძე

Comments Off on გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს და ირწმუნება, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა “სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის”. მისი თქმით, პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ.... Read More