ნეტგაზეთი | 2021 | February | 17 17.02.2021 – Netgazeti
RU | GE  

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს – ვოლსკი მელიას საქმეზე

Comments Off on გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს – ვოლსკი მელიას საქმეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. ასე გამოეხმაურა ვოლსკი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლე სხვანაირ... Read More

ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ – აშშ-ის საელჩო

Comments Off on ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საკუთარი Twitter-ის ანგარიშით ნიკა მელიას სასამართლოს განაჩენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის  წარმომადგენლებს მიმართავს. განცხადების მიხედვით, ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის მოწინააღმდეგეთა ინტერესებში შედის. “ჩვენ მოვუწოდებთ... Read More

ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას – უგულავა სპეცრაზმზე

Comments Off on ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას – უგულავა სპეცრაზმზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში მივა, პროპორციულ წინააღმდეგობას გაუწევენ. ამის შესახებ უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის ლიდერები და... Read More

ოცნებას სურს, განაჩენი გამოუტანოს ქართულ დემოკრატიას – ელენე ხოშტარია

Comments Off on ოცნებას სურს, განაჩენი გამოუტანოს ქართულ დემოკრატიას – ელენე ხოშტარია

“2019 წელს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების თავხედობა, როდესაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა მაშინვე ჩვენ ვიხილეთ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე არ დაისვამს თავზე გავრილოვს... Read More

განაჩენის აღსრულება მოხდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში | მელიას პროკურორი

Comments Off on განაჩენის აღსრულება მოხდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში | მელიას პროკურორი

“რაც შეეხება ვადას, [განაჩენის აღსრულება] მოხდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. ამ გადაწყვეტილებას სასამართლო გადააგზავნის შესაბამის ორგანოებში, რომლებიც აღასრულებენ”, – განაცხადა ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სანდრაძემ. “აღსრულებას სხვა უწყება ახორციელებს, ამას... Read More

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

Comments Off on სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის... Read More

ესებუაა ენმ-ის ოფისში და მის დასაჭერად არიან სპეცრაზმელები? – მელიას ადვოკატი მოსამართლეს

Comments Off on ესებუაა ენმ-ის ოფისში და მის დასაჭერად არიან სპეცრაზმელები? – მელიას ადვოკატი მოსამართლეს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილავენ პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მელიას ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამრთლის მიერ გადაწყვეტილების ფორმალურად... Read More

“ამ ბაზაზე მუდმივად ასეთი ვითარებაა” – შსს პერსონალის მობილიზაციის შესახებ

Comments Off on “ამ ბაზაზე მუდმივად ასეთი ვითარებაა” – შსს პერსონალის მობილიზაციის შესახებ

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე პერსონალის მობილიზება არ უკავშირდება ნიკა მელიას სასამართლო პროცესს. “ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა, ამ ბაზაზე მუდმივად,... Read More

მელიას საქმეზე მოსამართლემ მის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

Comments Off on მელიას საქმეზე მოსამართლემ მის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  ეს ნიშნავს, რომ საქმეს კვლავ ის განიხილავს და არა – სხვა მოსამართლე. მანამდე, მელიას ადვოკატებმა, დიტო საძაგლიშვილმა და ბექა... Read More

სტრასბურგმა ნავალნის საქმეზე დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა

Comments Off on სტრასბურგმა ნავალნის საქმეზე დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავების საქმეზე გამოიყენა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი ღონისძიების მექანიზმი. სასამართლოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტრასბურგმა რუსეთის მთავრობას 2021 წლის 21... Read More

ენმ-ის ოფისთან ახლოს, გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

Comments Off on ენმ-ის ოფისთან ახლოს, გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

ამ წუთებში (20:00) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ცენტრალური ოფისის ახლოს მდებარეობს, საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიებმა, ფორმულამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა გაავრცელეს.... Read More

მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

Comments Off on მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, აიცილოს აღნიშნული საქმე, ხოლო საქმის განხილვა გადაიდოს. ადვოკატები შემაჯამებელ სიტყვებში განმარტავენ, რომ ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც „ნაციონალური... Read More

“ფიზიკურად არ გავატანთ” | ოქრუაშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე

Comments Off on “ფიზიკურად არ გავატანთ” | ოქრუაშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე

“თუ იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება [ნიკა მელიას დაკავება], ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა “შარშანწინ, როდესაც მე და გიგი... Read More

თსუ 100

ევროკომისიის დაფინანსებული პროექტი – უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოების განვითარებაში

Comments Off on ევროკომისიის დაფინანსებული პროექტი – უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საზოგადოების განვითარებაში

საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიას – საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას ეძღვნება პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით... Read More

ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს – NGO-ები

Comments Off on ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირების... Read More

“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად” – პროკურორი მელიას საქმეში პირველად გამოყენებულ პრაქტიკაზე

Comments Off on “პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად” – პროკურორი მელიას საქმეში პირველად გამოყენებულ პრაქტიკაზე

“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. არ აქვს ამას მნიშვნელობა”, – ასე უპასუხა ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ ადვოკატების კითხვას იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა პროკურორებს მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა,... Read More

ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას სთავაზობენ

Comments Off on ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას სთავაზობენ

უახლოეს პერიოდში ცხინვალი ახალგორელებს შესთავაზებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას, რათა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. ამჟამად ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრებით დე ფაქტო რესპუბლიკის... Read More

ქარტია გმობს პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ

Comments Off on ქარტია გმობს პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ჟურნალისტებისადმი ბოლო პერიოდში გახმიანებულ განცხადებებს. ორგანიზაცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს მედიის საქმიანობის ნეგატიურად შეფასების შემთხვევებს, რაც განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირდა. “16 თებერვალს პარლამენტის... Read More

დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Comments Off on დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო სხდომა დისტანციურად დღეს გაიმართა. კაცს პროკურატურამ გუშინ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება – „არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის... Read More

“რადიკალური ოპოზიცია თავისებურ კუდებს მოაბამს”- კაჭარავა საგამოძიებო კომისიაზე

Comments Off on “რადიკალური ოპოზიცია თავისებურ კუდებს მოაბამს”- კაჭარავა საგამოძიებო კომისიაზე

“ქართული ოცნების” წევრი დავით კაჭარავა “მოქალაქეების” ლიდერებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მოუწოდებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთნონ. კაჭარავას თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ კომისია... Read More

“ფაქტობრივად, ამბობს იმავეს, რასაც ვამბობთ ჩვენ” — ოპოზიცია ჰარცელის განცხადებაზე

Comments Off on “ფაქტობრივად, ამბობს იმავეს, რასაც ვამბობთ ჩვენ” — ოპოზიცია ჰარცელის განცხადებაზე

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეთანხმებიან. მათი თქმით, კარლ ჰარცელის კომენტარიდან ნათლად ჩანს მისი მოლოდინი პოლიტიკური ვითარების მეტად დაძაბვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის თავმჯდომარეს დააკავებენ.... Read More

“არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის” — სააკაშვილი მელიას საკითხზე ივანიშვილს მიმართავს

Comments Off on “არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის” — სააკაშვილი მელიას საკითხზე ივანიშვილს მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ცუდსა და უარესს შორის არჩევანი ცუდზე გააკეთოს. სააკაშვილის თქმით, ყველა სხვა გადაწყვეტილება, გარდა ნიკა... Read More

პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

Comments Off on პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 17 თებერვალს, გაიმართა და კომისიის შექმნას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. შესაბამისი დადგენილება “ქართულმა... Read More

ვშიშობ, ამ საქმეს დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე – ჰარცელი მელიაზე

Comments Off on ვშიშობ, ამ საქმეს დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე – ჰარცელი მელიაზე

“ვხედავ რისკს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტრაექტორია მიგვიყვანს მოვლენებამდე, რომლებიც იქნება არა დროებითი, არამედ უფრო ხანგრძლივი”, – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას... Read More