ნეტგაზეთი | 2020 | November | 09 09.11.2020 – Netgazeti
RU | GE  

“დიდი ალბათობით, ბიულეტენების განადგურება იყო მიზანი” — თალაკვაძე ცესკოსთან აქციას აფასებს

Comments Off on “დიდი ალბათობით, ბიულეტენების განადგურება იყო მიზანი” — თალაკვაძე ცესკოსთან აქციას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალალკვაძე აცხადებს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის მიზანი, “სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება” იყო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა მოეხდინათ. “გუშინ... Read More

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Comments Off on აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებას ედავება... Read More

რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

Comments Off on რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში,... Read More

პარლამენტთან “სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს

Comments Off on პარლამენტთან “სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს

პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” 3 აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან გიორგი მჟავანაძე, ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. აქტივისტები აქციაზე შეშის მიტანას ცდილობდნენ გასათბობად. როგოც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა,... Read More

17 სომხური პარტია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

Comments Off on 17 სომხური პარტია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

17 პოლიტიკური პარტია სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და ახალი დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას ითხოვს. ინფორმაციას სომხური რევოლუციონერული ფედერაციის პარტია, იგივე “დაშნაკცუთიუნი” ავრცელებს. პარტიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ... Read More

აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის მისი ვერტმფრენის ჩამოგდების გამო

Comments Off on აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის მისი ვერტმფრენის ჩამოგდების გამო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის “შეცდომით” ჩამოგდების გამო, აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყდნობით. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების კონტექსტისა და... Read More

სადამკვირვებლო მისიის ახალი განცხადება დემონსტრაციებსა და საარჩევნო პროცესებზე

Comments Off on სადამკვირვებლო მისიის ახალი განცხადება დემონსტრაციებსა და საარჩევნო პროცესებზე

ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა ჯებრეა ჰოჯა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა მოუწოდებენ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, პატივი სცენ... Read More

აქტივისტები, რომლებსაც შეშა გადაჰქონდათ, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა

Comments Off on აქტივისტები, რომლებსაც შეშა გადაჰქონდათ, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა

“სირცხვილიას” აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ტომარა შეშით გადაადგილდებოდნენ, პოლიციის 6-მდე ეკიპაჟმა გააჩერა. აქტივისტი ნოდარ რუხაძე ფეისბუკ-ლაივში აცხადებს, რომ პოლიციამ მათ უთხრა, შეშით გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ. აქტივისტებს პოლიციელები... Read More

სომხეთში რუსეთის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – მოსკოვი

Comments Off on სომხეთში რუსეთის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – მოსკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. რუსული მხარის ცნობით, ინციდენტი მოსკოვის დროით 17:30 საათზე მოხდა, როდესაც ვერტმფრენი სომხეთში,... Read More

მეორე ტურის დღეს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ — მელია

Comments Off on მეორე ტურის დღეს რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 21 ნოემბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, ოპოზიცია რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. ამის შესახენ მან დღეს, 9... Read More

NGO-ები: მთავრობის დადგენილებით “კომენდანტის საათის” შემოღება არაკონსტიტუციურია

Comments Off on NGO-ები: მთავრობის დადგენილებით “კომენდანტის საათის” შემოღება არაკონსტიტუციურია

არასამთავორბო ორგანიზაციები, GDI, ISFED და HRC ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას... Read More

ოპოზიცია შაბათს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

Comments Off on ოპოზიცია შაბათს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

ოპოზიცია შაბათს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია მართავს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, აქციაზე დღეს შეკრებილ ადამიანებს 22 საათის შემდეგ  დარჩენას ვერ დაავალდებულებს. მთავრობის გადაწყვეტილებით,... Read More

ავიღეთ 49 ახალი დასახლება და 8 სტრატეგიული სიმაღლე | ალიევი

Comments Off on ავიღეთ 49 ახალი დასახლება და 8 სტრატეგიული სიმაღლე | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანულმა არმიამ მოახერხა აეღო 49 ახალი დასახლება და 8 სიმაღლე. ალიევი განცხადებას საკუთარი twitter-ის გვერდის მეშვეობით ავრცელებს. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ აიღო დასახლებები... Read More

ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

Comments Off on ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ აქციაზე დარჩეს — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ღამის 10 საათის შემდეგაც დარჩება, თუმცა აქციის მონაწილეებს დარჩენას ვერ დაავალდებულებს. მისი თქმით, “რეჟიმმა ისეთი მოცემულობა” შექმნა, რომ... Read More

ცესკოსთან დაკავებულთა ნაწილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

Comments Off on ცესკოსთან დაკავებულთა ნაწილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გუშინ, 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 19 მოქალაქიდან სამს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორი კი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დანარჩენი დაკავებულების... Read More

რუსთაველის გამზირზე 18.00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Comments Off on რუსთაველის გამზირზე 18.00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს 18.00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  შეიკრიბნენ მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების ხელახლა დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. “სირცხვილიას” აქტივისტები რუსთაველის გამზირზე დარჩენას აპირებენ 22.00 საათის შემდეგაც,... Read More

არუთუნიანის სპიკერის თქმით, შუშა დაკარგეს | ფაშინიანი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება

Comments Off on არუთუნიანის სპიკერის თქმით, შუშა დაკარგეს | ფაშინიანი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება

ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ქალაქი შუში/შუშა აღარ არის სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ, რითაც დაადასტურა წინა დღით აზერბაიჯანული მხარის განცხადება ქალაქზე კონტროლის... Read More

იქნება თუ არა კანონიერი 22.00 საათის შემდეგ მომიტინგეების დააჯარიმება

Comments Off on იქნება თუ არა კანონიერი 22.00 საათის შემდეგ მომიტინგეების დააჯარიმება

დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა გადადგილების შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ქუჩაში გასვლა 22:00-დან 05:00 საათამდე იკრძალება. ამის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს, “სირცხვილიას” აქტივისტები კი ამბობენ, რომ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან და 22... Read More

“ნუ მაბრმავებ!” – შსს-თან ჟურნალისტების აქცია გაიმართა

Comments Off on “ნუ მაბრმავებ!” – შსს-თან ჟურნალისტების აქცია გაიმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. “ნუ გვაბრმავებ!” ამ სახელწოდების აქციით ქარტიის წევრებმა და ჟურნალისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს 8 ნოემბერს ცესკოსთან დაშავებულ ჟურნალისტებს. აქციის დაშლის დროს, ჟურნალისტების გარდა,... Read More

არ დავემორჩილები, მაგრამ ამისკენ სხვებს ვერ მოვუწოდებ — ელისაშვილი აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

Comments Off on არ დავემორჩილები, მაგრამ ამისკენ სხვებს ვერ მოვუწოდებ — ელისაშვილი აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

პარტია “მოქალექეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღეს, 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენას აპირებს, თუმცა სხვებს ამისკენ ვერ მოუწოდებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა... Read More

ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ აქ დარჩნენ — ვაშაძე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

Comments Off on ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ აქ დარჩნენ — ვაშაძე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს, 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენასთან დაკავშირებით პარტიები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამის შესახებ მან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების... Read More

8 ნოემბრის აქცია კანონდარღვევით დაიშალა — ღია საზოგადოების ფონდი

Comments Off on 8 ნოემბრის აქცია კანონდარღვევით დაიშალა — ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მას “სამწუხაროს” უწოდებს. ფონდი აღნიშნავს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ გააჩინა რეალური... Read More

თუ სომხეთი დატოვებს აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ჩვენ ომს შევწყვეტთ | ალიევი

Comments Off on თუ სომხეთი დატოვებს აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ჩვენ ომს შევწყვეტთ | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიტანულ BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ სომხური ძალები დატოვებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო მყოფ აზერბაიჯანულ რაიონებს, მათ შორის აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ომი დასრულდება. “თუ პაშინიანი, და... Read More

ხმაური ფანჯრებიდან – მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სახლიდან შეუერთდებიან

Comments Off on ხმაური ფანჯრებიდან – მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სახლიდან შეუერთდებიან

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებს სახლიდან გააპროტესტებს. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა. “ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი... Read More