ნეტგაზეთი | 2020 | October | 12 12.10.2020 – Netgazeti
RU | GE  

ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო — ქარტია

Comments Off on ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო — ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ბათუმელების ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეშფოთებას გამოთქვამს. მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. კითხვის... Read More

საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

Comments Off on საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმყოფებოდა. აღნიშნულ საქმეზე ნოღაიდელის გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს, სხვა დეტალები კი ამ ეტაპზე... Read More

სააკაშვილის თქმით, “იდიოტია” ის, ვინც მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს

Comments Off on სააკაშვილის თქმით, “იდიოტია” ის, ვინც მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკშვილი ამბობს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ვინც მას ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს, “იდიოტია”. ამის შესახებ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს”... Read More

მომწონს, როგორც იბრძვის ხოშტარია — სააკაშვილის კომენტარი უგულავას განცხადებაზე

Comments Off on მომწონს, როგორც იბრძვის ხოშტარია — სააკაშვილის კომენტარი უგულავას განცხადებაზე

“ლაკა[ელენე] ხოშტარია როგორც იბრძვის ვაკეში, მე მომწონს”, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც... Read More

ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

Comments Off on ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული... Read More

ჩემი მინისტრობის პერიოდში დავითგარეჯის მონაკვეთზე შეთანხმება არ მიღწეულა — ზურაბიშვილი

Comments Off on ჩემი მინისტრობის პერიოდში დავითგარეჯის მონაკვეთზე შეთანხმება არ მიღწეულა — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას საკითხი დღის წესრიგში იდგა, თუმცა საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის, ავითგარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები არ... Read More

“ევროპული საქართველოს” ცნობით, მათ აქტივისტს სცემეს და მუქარის შედეგად ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალეს

Comments Off on “ევროპული საქართველოს” ცნობით, მათ აქტივისტს სცემეს და მუქარის შედეგად ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალეს

“ევროპული საქართველოს” მტკიცებით, გუშინ, 11 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მათ აქტივისტს თავს “ქართული ოცნების” აქტივისტები დაესხნენ, თუმცა დაშავებულმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ “მთავარ არხს” განუცხადა, რომ ისიც “ქართული ოცნების” წევრია... Read More

ხონში ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Comments Off on ხონში ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევავა 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა. “ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,... Read More

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს

Comments Off on პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს, 12 ოქტომბერს, კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო... Read More

მკურნალობის გაიდლაინი განახლდება როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ ნაწილებში — ცერცვაძე

Comments Off on მკურნალობის გაიდლაინი განახლდება როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ ნაწილებში — ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კოვიდკლინიკებისთვის შემუშავდება ერთიანი საერთო წესი როგორც თერაპიულ, ასევე, რეანიმატოლოგიურ ნაწილში. ამას გარდა, ცერცვაძის ინფორმაციით, შეიქმნება “ოპერატიული ჯგუფები”, სადაც... Read More

COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ლაბორატორიულ პირობებში ზედაპირებზე 28 დღე ცოცხლობს: კვლევა

Comments Off on COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ლაბორატორიულ პირობებში ზედაპირებზე 28 დღე ცოცხლობს: კვლევა

ავსტრალიელი მეცნიერების დასკვნით, ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, გარკვეულ ზედაპირებზე 28 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. მათ შორის ისინი ასახელებენ მობილური ტელეფონის ეკრანს, უჟანგავ ფოლადს, ვინილსა და ქაღალდის ბანკნოტებს. “გარდიანის” თანახმად, კვლევა, რომელიც... Read More

სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ უგულავა იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს

Comments Off on სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ უგულავა იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას მერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. სამადაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რომელი ოპოზიციური ერთობის დაშლაში ადანაშაულებს გიგი უგულავა მათი პარტიის... Read More

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ — ხოშტარია უგულავას განცხადებაზე

Comments Off on ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ — ხოშტარია უგულავას განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა თავისი თანაპარტიელის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვას, რომელშიც ენმ-ის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ერთიანი ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს. როგორ ხოშტარია ამბობს, არ იზიარებს ორ პარტიას... Read More

ერევანი აზერბაიჯანული SU-25-ის ჩამოგდებას იუწყება, ბაქო უარყოფს

Comments Off on ერევანი აზერბაიჯანული SU-25-ის ჩამოგდებას იუწყება, ბაქო უარყოფს

სომხური მხარე მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მოიერიშე თვითმფრინავის, SU-25-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი ავრცელებს. “აზერბაიჯანული საჰაერო ძალების SU-25... Read More

მდინარაძე “სახელმწიფო ღალატის” მუხლის გაუქმებას სასაზღვრო შეთანხმებებს უკავშირებს

Comments Off on მდინარაძე “სახელმწიფო ღალატის” მუხლის გაუქმებას სასაზღვრო შეთანხმებებს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. მდინარაძეს არ სჯერა,... Read More

მესტიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

Comments Off on მესტიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის კერა მთის ფერდობზეა და ამ დროისთვის ცეცხლი... Read More

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში პოლ მილგრომსა და რობერტ ვილსონს გადაეცა

Comments Off on ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში პოლ მილგრომსა და რობერტ ვილსონს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა ეკონომისტებმა, პოლ მილგრომა და რობერტ ვილსონმა მიიღეს აუქციონის თეორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მილგრომიც და ვილსონიც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები არიან. მათ ეკუთვნით თეორიული მიგნებები, რამაც აუქციონის... Read More

არჩევნები ვენაში: მძიმე შედეგები ულტრამემარჯვენეებისთვის

Comments Off on არჩევნები ვენაში: მძიმე შედეგები ულტრამემარჯვენეებისთვის

ავსტრიის დედაქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ კვლავ მემარცხენე ცენტრისტულ “სოციალ-დემოკრატებს” დაუჭირა მხარი. ამ პარტიამ, ისევე როგორც კონსერვატორებმა და მწვანეებმა, წინა არჩევნებთან შედარებით, შედეგები გააუმჯობესეს, ულტრამემარჯვენე ძალებმა კი მასშტაბური ვარდნა აჩვენეს. ეგზიტპოლების... Read More

აქ.ახლა – თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

Comments Off on აქ.ახლა – თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის  მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის. მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას... Read More

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

Comments Off on საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და  კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატის“  თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა.  პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160,000 ლარის ოდენობის... Read More

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

Comments Off on უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს. უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც... Read More

საია

მუქარისა და ძალადობის 11 შემთხვევა ერთ თვეში – საია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

Comments Off on მუქარისა და ძალადობის 11 შემთხვევა ერთ თვეში – საია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. წინასაარჩევნო პროცესებს საია 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით აკვირდება თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა... Read More

ხაბეიშვილის შტაბის წევრის თქმით, მას პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ

Comments Off on ხაბეიშვილის შტაბის წევრის თქმით, მას პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრის, ლევან ქართველიშვილის თქმით, მას თავს დაესხნენ, რადგან ენმ-ის საარჩევნო ნომრიანი მაისური ეცვა. როგორც ქართველიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, შემთხვევა გუშინ, 11 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩის... Read More

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ

Comments Off on საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი”, განაგრძობს მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოებას.  ამიერიდან როგორც “ბილაინის” სიმ ბარათის შეძენა, ასევე სიმ ბარათის აღდგენა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა,... Read More