ნეტგაზეთი | 2020 | October | 02 02.10.2020 – Netgazeti
RU | GE  

მიდით არჩევნებზე და ხმა პატარა პარტიებს მიეცით – მარგველაშვილი

Comments Off on მიდით არჩევნებზე და ხმა პატარა პარტიებს მიეცით – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმა “პატარა” პარტიებს მისცენ. როგორც მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში აღარ იყოს მხოლოდ ორი ძალა და ამ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, უკვე... Read More

რუსეთში, შსს-ს განყოფილებასთან, თავი დაიწვა ჟურნალისტმა ირინა სლავინამ

Comments Off on რუსეთში, შსს-ს განყოფილებასთან, თავი დაიწვა ჟურნალისტმა ირინა სლავინამ

რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, ქვეყნის შსს-ს ადგილობრივი განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩხრეკა მის ბინაში, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის... Read More

ბათუმის რესპუბლიკურში ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაში – რატიანი

Comments Off on ბათუმის რესპუბლიკურში ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაში – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს ისევე უვლიან, როგორც მის კლინიკაში. ეს რატიანმა ჟურნალისტებს ბათუმში უთხრა, სადაც, მისი თქმით, რეგიონში კლინიკების მუშაობას გაეცნო.... Read More

მარნეულში ძალადობაზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

Comments Off on მარნეულში ძალადობაზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

29 სექტემბერს მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციაში არსებობს ვიდეოკადრები  და შესაძლო თავდამსხმელებიც იდენტიფიცირებული არიან, შსს-ს ამ დრომდე არც არავინ დაუკავებია და არც... Read More

ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდება

Comments Off on ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდება

პეტრა შუტერი, რომელიც ამ დრომდე ევროპარლამენტში საქმიანობდა “ევროპელი მწვანეების” მანდატით, ბელგიის ვიცე-პრემიერი გახდება. მისი კანდიდატურა ქვეყნის ახალ მთავრობაში მიმდინარე კვირას წარადგინეს. ასე გახდა შუტერი პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის მთავრობაში... Read More

საქართველოს მოქალაქემ ვარშავაში კაცი თავდამსხმელებისგან იხსნა – ელჩი

Comments Off on საქართველოს მოქალაქემ ვარშავაში კაცი თავდამსხმელებისგან იხსნა – ელჩი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქემ ახალგაზრდა კაცი ქუჩაში თავდამსხმელებისგან გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი ავრცელებს. როგორც ელჩი წერს, ნუკრი დავითაშვილს, რომელმაც ახალგაზრდა კაცი თავდასხმისგან იხსნა, პოლონეთის... Read More

სამშვიდობო მანიფესტაცია ყარაბაღში ომის წინააღმდეგ თბილისში [ფოტო]

Comments Off on სამშვიდობო მანიფესტაცია ყარაბაღში ომის წინააღმდეგ თბილისში [ფოტო]

2 ოქტომბერს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სამშვიდობო აქცია გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქე ყარაბაღში ომის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები იზიარებენ სამშვიდობო მანიფესტს, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა და სადაც წერია:... Read More

ვითიბი ბანკი, ქართული ფეხბურთის ქომაგებს, წამახალისებელ კამპანიას #ჩვენისუპერგმირები სთავაზობს

ვითიბი ბანკი, ქართული ფეხბურთის ქომაგებს, წამახალისებელ კამპანიას #ჩვენისუპერგმირები სთავაზობს

Comments Off on ვითიბი ბანკი, ქართული ფეხბურთის ქომაგებს, წამახალისებელ კამპანიას #ჩვენისუპერგმირები სთავაზობს

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, წარმატებით აგრძელებს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას.  როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება შეხვედრა სადაც, ფეხბურთში საქართველოს  ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ნახევარფინალში, უმასპინძლებს ბელორუსის... Read More

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის, გი­ორ­გი ბეს­თა­უ­თის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა

Comments Off on თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტის, გი­ორ­გი ბეს­თა­უ­თის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, სამგორის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის სახელი, გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა.  “მადლობა ყველა ქართველს, ყველა მეგობარს , ვინც კეთილი სიტყვა არ დაიშურეთ... Read More

თბილისის ეკლესიაში მსახურება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა

Comments Off on თბილისის ეკლესიაში მსახურება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა

თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში კორონავირუსის გავრცელების გამო მსახურება შეწყდა. ნეტგაზეთს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მრევლს შორის კორონავირუსის გავრცელების გამო გარკვეული პერიოდით ეკლესიაში მსახურება შეწყდა. თუმცა, კონკრეტულად რომელ ეკლესიაზეა საუბარი – არ დაუკონკრეტებიათ.... Read More

ეროვნულმა ბანკმა $20 მლნ გაყიდა

Comments Off on ეროვნულმა ბანკმა $20 მლნ გაყიდა

დღეს, 2 ოქტომბერს, სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ეს მიმდინარე წელს ცენტრალური ბანკის მე-14 ინტერვენციაა. სები განსაკუთრებით აქტიურად  დოლარს სექტემბერში ყიდდა, როდესაც ბანკმა სამჯერ, ჯამში, 120... Read More

ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო

Comments Off on ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. „გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თიღქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ... Read More

ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ – სომხეთის საგარეო

Comments Off on ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ – სომხეთის საგარეო

დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთი მზადაა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ჩამოყალიბებაში. განცხადება გაკეთდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების... Read More

სომხეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

Comments Off on სომხეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

სომხეთმა თელ-ავივიდან საკუთარი ელჩი გაიწვია ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის იარაღით ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანა ნაღდალიანის განცხადებით, ისრაელის მოქმედებები სომხეთისთვის საზიანოა.... Read More

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები

Comments Off on 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას. წარდგენილი ბიუჯეტით საქართველოს მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ... Read More

სტეფანაკერტი დაიბომბა – დე ფაქტო ყარაბაღის საგარეო უწყება

Comments Off on სტეფანაკერტი დაიბომბა – დე ფაქტო ყარაბაღის საგარეო უწყება

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა დაბომბა სტეფანაკერტი. “სტეფანაკერტზე აზერბაიჯანის  შეტევის შედეგად დაზიანდა განსაკუთრებული სიტუაციების სამსახურის შენობა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაშიც”, –... Read More

ვისოლი

„ვისოლი“ ლარის კურსის ფონზე საწვავზე ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს

Comments Off on „ვისოლი“ ლარის კურსის ფონზე საწვავზე ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს

„ვისოლი“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე არსებულ სარეალიზაციო ფასებს შეინარჩუნებს და თუ ორივე მიმართულებით ფასების კლების დინამიკა დაფიქსირდა, ფასებს გადახედავს დაწევის... Read More

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებაზე ინფორმაციის გასაჯაროება სსკ-ით არ დაისჯება

Comments Off on მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებაზე ინფორმაციის გასაჯაროება სსკ-ით არ დაისჯება

საქართველოს პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში არ არის სადავო ნორმა. ეს ნორმა უფლებამოსილი პირების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების... Read More

NGO-ები “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ “დოსიეს” მასალების გამოძიებას ითხოვენ

Comments Off on NGO-ები “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ “დოსიეს” მასალების გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე, აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ. საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ 24 აგვისტოს და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა... Read More

რაზე გაიზარდა და რაზე შემცირდა ფასები – ინფლაციის სტატისტიკა

Comments Off on რაზე გაიზარდა და რაზე შემცირდა ფასები – ინფლაციის სტატისტიკა

საქსტატი წლიური და თვიური ინფლაციის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქსტატის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. როგორ... Read More

ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს

Comments Off on ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ორ ადგილას — მარნეულსა და დმანისში — ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაჭრეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებითაც ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება. სამინისტრო აცხადებს,... Read More

ტესტირების ნაცვლად 14-დღიანი იზოლაცია – დაავადებულთა ახლო კონტაქტებისთვის პროტოკოლი იცვლება

Comments Off on ტესტირების ნაცვლად 14-დღიანი იზოლაცია – დაავადებულთა ახლო კონტაქტებისთვის პროტოკოლი იცვლება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობა ახალ პროტოკოლზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, COVID დადასტურებულის ახლო კონტაქტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე უმოკლეს დროში იზოლაციაში გადავლენ. გამყრელიძის თქმით, საუბარია ინფიცირებულის ახლო... Read More

„დარჩი სახლში“ პრინციპი დიდი ქალაქებისთვისაცაა რეკომენდებული – ტიკარაძე და გამყრელიძე

Comments Off on „დარჩი სახლში“ პრინციპი დიდი ქალაქებისთვისაცაა რეკომენდებული – ტიკარაძე და გამყრელიძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობენ, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპი რეკომენდებულია ყველასთვის, განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონისთვის. გამყრელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში... Read More

აჭარაში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ – გამყრელიძის რეკომენდაცია

Comments Off on აჭარაში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ – გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ. “მოგეხსენებათ, პირბადე მანდატორულია დახურულ შენობებში, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია, რეკომენდებულია, ღია... Read More