ნეტგაზეთი | 2020 | September | 29 29.09.2020 – Netgazeti
RU | GE  

“ქართული ოცნება” მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ენმ-ის აქტივისტებს ადანაშაულებს

Comments Off on “ქართული ოცნება” მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ენმ-ის აქტივისტებს ადანაშაულებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”განცხადბას ავრცელებს და მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ადანაშულებს: “მარნეულის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის... Read More

TI: ვგმობთ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებს

Comments Off on TI: ვგმობთ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდახსმის ფაქტებს, რომლის შედეგადაც “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლები, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაზარალდნენ. TI აცხადებს, რომ... Read More

“იმედია გამოძიება ოპერატიულად წარიმართება” – ომბუდსმენი მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე

Comments Off on “იმედია გამოძიება ოპერატიულად წარიმართება” – ომბუდსმენი მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს და ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები ადგილზე მიემგზავრებიან სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით. ომბუდსმენის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე... Read More

“10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი” – ჟურნალისტი მასზე თავდასხმას იხსენებს

Comments Off on “10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი” – ჟურნალისტი მასზე თავდასხმას იხსენებს

მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამბობს, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. ჟურნალისტის თქმით, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ჩართვის შემდეგ ქართული ოცნების შტაბთან... Read More

“ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა” – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

Comments Off on “ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა” – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგლიაშვილმა განუცხადა,... Read More

“პირველი არხი”: მარნეულში ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Comments Off on “პირველი არხი”: მარნეულში ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” განცხადებით, მარნეულში “პირველი არხის” გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდენ. ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. “ინციდენტის... Read More

ენმ: მარნეულში ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Comments Off on ენმ: მარნეულში ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მათ მხარდამჭერს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ქველაძე, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, “ქართული ოცნების”... Read More

“მთავარი არხის” თქმით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Comments Off on “მთავარი არხის” თქმით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“მთავარი არხის” განცხადებით, მარნეულში მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის თქმით, ჟურნალისტ თავი აქვს გატეხილი, ასევე დაზინებულია არხის კუთვნილი აპარატურა. მთავარი არხის გადამღები ჯგუფი მარნეულში “ერთიანი ნაციონალური... Read More

“დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები” – ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა

Comments Off on “დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები” – ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა

თბილისის მერიასთან დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები არიან გაერთიანებული, აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მერიისგან ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების აღიარებას და მათ გამოსწორებაზე ზრუნვას ითხოვენ. კერძოდ, აქციის... Read More

პროკურატურა: აზერბაიჯანთან საზღვარი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, გამოძიება დავიწყეთ

Comments Off on პროკურატურა: აზერბაიჯანთან საზღვარი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, გამოძიება დავიწყეთ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყების საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკრუატურაში ამბობენ,... Read More

რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა

Comments Off on რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა

რუსეთის „ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტიდან ერთ-ერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღის რუსეთის ფედერაციაში შეყვანაა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რეგნუმი“ და მასზე დაყრდნობით სხვა მედიები, მათ შორის lenta.ru ავრცელებენ.... Read More

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პროფსასწავლებლების სტუდენტებს ჯარი გადაუვადდებათ

Comments Off on პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პროფსასწავლებლების სტუდენტებს ჯარი გადაუვადდებათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენიით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა... Read More

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურორი განმარტავს, რატომ ჩამოართვეს ტელეფონი გიორგი ლუბარეცს

Comments Off on ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურორი განმარტავს, რატომ ჩამოართვეს ტელეფონი გიორგი ლუბარეცს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში მოწმის სტატუსით პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი გამოკითხეს. ლუბარეცი აცხადებდა, რომ მისი დაბარების მიზეზი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ, მისი დაკარგვის ადგილმდებარეობის რადიუსში სხვადასხვა ლოკაციის ძებნა ინტერნეტში.... Read More

ტრამპის გადასახადები ყურადღების ცენტრში — რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტს?

Comments Off on ტრამპის გადასახადები ყურადღების ცენტრში — რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტს?

27 სექტემბერს ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება — „დიდი ხნის განმავლობაში დამალული დოკუმენტაცია აჩვევნებს ტრამპის [ბიზნესის] დანაკარგებს“. გამოძიებამ კიდევ ერთხელ მოაქცია მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აშშ-ის... Read More

კორონავირუსით დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

Comments Off on კორონავირუსით დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ეს ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა.... Read More

ბოლო 24 საათში COVID-19-ით მესამე ადამიანი დაიღუპა

Comments Off on ბოლო 24 საათში COVID-19-ით მესამე ადამიანი დაიღუპა

საქართველოში კიდევ ერთი, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის... Read More

სომხეთის თქმით, თურქულმა F-16-მა სუ-25 ჩამოუგდო, რასაც ბაქო უარყოფს

Comments Off on სომხეთის თქმით, თურქულმა F-16-მა სუ-25 ჩამოუგდო, რასაც ბაქო უარყოფს

შენიშვნა: მასალა განახლდა ბაქოს პასუხით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ სომხეთის არმიას მოწინააღმდეგემ ჩამოუგდო რეაქტიული თვითმფრინავი სუ-25 (SU-25). ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანი. პრესსპიკერ სტეპანიანის თანახმად, სომხეთის არმიის... Read More

სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა, ამბობს, რომ ციხეში აწამებენ – TV პირველი

Comments Off on სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა, ამბობს, რომ ციხეში აწამებენ – TV პირველი

“TV პირველის” თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, იაროსლავ სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გასული წლის ოქტომბერში გადასცა, ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ციხეში აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სუმბაევს რუსეთი კიბერდანაშაულსა და გამომძიებელ... Read More

ლელოს ინიციატივით, დებატებში კანდიდატის მონაწილეობა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

Comments Off on ლელოს ინიციატივით, დებატებში კანდიდატის მონაწილეობა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც, შესაძლოა სახელისუფლებო კანდიდატისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმვილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი „ლელოს“ ლიდერებმა, კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში უკვე შეიტანეს.... Read More

ხმაური და დაპირსპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან — რა ხდებოდა მარნეულსა და მთაწმინდაზე

Comments Off on ხმაური და დაპირსპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან — რა ხდებოდა მარნეულსა და მთაწმინდაზე

დღეს, 29 სექტემბერს მთაწმინდისა და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირსპირება იყო. აღნიშნულ საოლქო კომისიებთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ოპოზიციის წარმომადგენლების... Read More

რა აჩვენა CRRC-ის კვლევამ ნარკოტიკით ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში

Comments Off on რა აჩვენა CRRC-ის კვლევამ ნარკოტიკით ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – CRRC აქვეყნებს კვლევის ანგარიშს საქართველოში უკანონო ნარკოტიკების ონლაინ ბაზრების შესახებ.  შსს-ს მიერ არაერთხელ გამოვლენილი სქემის მიხედვით, ონლაინ-პლატფორმებზე, მათ შორის კრიპტო-ვალუტების გამოყენებით, შეძენილი უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებები... Read More

გლდანის სკვერში აქტივისტებმა “ოცნების” დროშების საქართველოს დროშით ჩანაცვლება სცადეს

Comments Off on გლდანის სკვერში აქტივისტებმა “ოცნების” დროშების საქართველოს დროშით ჩანაცვლება სცადეს

გლდანში მდებარე სკვერში, სადაც “ქართული ოცნების” დროშებია გამოფენილი, აქტივისტებმა საქართველოს დროშების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილზე იმყოფებოდნენ “სირცხვილიას”, “შეცვალეს” და “გხედავის” აქტივისტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე... Read More

ISFED-ის რეკომენდაცია ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი პასუხი

Comments Off on ISFED-ის რეკომენდაცია ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი პასუხი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის ჟურნალისტური საქმიანობის უწყვეტობა უსამართლო გარემოს ქმნის სხვა კანდიდატებისთვის. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის... Read More

სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

Comments Off on სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტრო აცხადებს, რომ დისტანციურ... Read More