ნეტგაზეთი | 2020 | September | 21 21.09.2020 – Netgazeti
RU | GE  

მღვდელმთავრები “ოცნების” შეკრებებზე: თავაზიანობა თუ მხარდაჭერა

Comments Off on მღვდელმთავრები “ოცნების” შეკრებებზე: თავაზიანობა თუ მხარდაჭერა

“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას”, – თქვა წმინდა სინოდის ერთ-ერთმა წევრმა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრების მიზანშეწონილობაზე ჰკითხეს. მსგავსი მოსაზრებები ისმის საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებისგანაც,... Read More

ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, აიკრძალოს მევახშეობა

Comments Off on ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, აიკრძალოს მევახშეობა

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს “მევახშეობა”. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა. ხაზარაძე, რომელიც პოლიტიკაში საბანკო ბიზნესიდან მოდის, აცხადებს, რომ ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ბანკი და მევახშე. “ადამიანებს... Read More

ხაზარაძის თქმით, “ლელო” 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს

Comments Off on ხაზარაძის თქმით, “ლელო” 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს

“ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პარტია 25%-ზე მეტ ხმას მიიღებს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. “ყველა ბოლოდროინდელი კვლევა აცდენილია [ერთმანეთთან] დროში, ციფრებში, სივრცეში.... Read More

ადვოკატი რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს

Comments Off on ადვოკატი რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დღეს პროკურატურაში პირადი ტელეფონი ჩამოართვეს და დალუქეს. ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, პროკურატურა იძიებს მტკიცებულებების... Read More

სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

Comments Off on სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტში გაავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, იგორ მოროზოვის საუბარს ასახავს. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. თუ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა,... Read More

ბიძინას ხელის ბიჭია — გეწაძე უგულავაზე

Comments Off on ბიძინას ხელის ბიჭია — გეწაძე უგულავაზე

კახა გეწაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას პასუხობს. უგულავას თქმით, გეწაძე “ბიძინას კაცის კაცია”, რაზეც გეწაძე ამბობს, რომ... Read More

საბჭოთა კავშირში გასამართლებული ოთარ ბატიაშვილის ისტორია

Comments Off on საბჭოთა კავშირში გასამართლებული ოთარ ბატიაშვილის ისტორია

წინანდალში მცხოვრები ოთარ ბატიაშვილი იხსენებს, თუ როგორ გაასამართლეს 1970-იანი წლების საბჭოთა კავშირში იმ საქმისთვის, რისთვისაც ხელისუფლებისგან, ფაქტობრივად, “მწვანე შუქი” ჰქონდა ანთებული. ვიდეო მოამზადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ. ... Read More

რამიშვილი: სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს წლების წინ მითითებებს აძლევდა

Comments Off on რამიშვილი: სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს წლების წინ მითითებებს აძლევდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილ პროგრამისტთან კავშირს ადასტურებს. ადვოკატი ამბობს, რომ პირი, რომლის სახელს და გვარსაც... Read More

საქართველომ სომხეთისთვის იარაღი არ გამოატარებინა – ალიევი

Comments Off on საქართველომ სომხეთისთვის იარაღი არ გამოატარებინა – ალიევი

“საქართველო მოიქცა, როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, საქართველოს მთავრობის მიმართ პატივისცემა გამოვხატო”, –  განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რუსეთიდან და სერბეთიდან სომხეთში იარაღის მიწოდების საკითხზე საუბრისას განაცხადა,... Read More

ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის – კალაძე სააკაშვილზე

Comments Off on ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის – კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სსააკაშვილის განცხადებას კოალიციურ მთავრობაზე. კერძოდ, სააკაშვილმა თქვა, რომ მომავალ მთავრობაში პარტიული კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ... Read More

“სოლიდარობის ალიანსი” მთავრობას საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას სთხოვს

Comments Off on “სოლიდარობის ალიანსი” მთავრობას საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას სთხოვს

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლის მოთხოვნით “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობას მიმართა. საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის... Read More

გახარია: საჩხერე ჩამოყალიბებულია მოდელად, როგორი საქართველო გვინდა

Comments Off on გახარია: საჩხერე ჩამოყალიბებულია მოდელად, როგორი საქართველო გვინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც საჩხერეში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, აცხადებს, რომ საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, სხვა მუნიციპალიტეტებიც... Read More

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

Comments Off on როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ქართული დემოკრატიიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელზეც მიუთითებს საქართველოს შესახებ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, IPSOS France-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების... Read More

შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ნაფიც მსაჯულებს მოვითხოვთ – ადვოკატი

Comments Off on შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ნაფიც მსაჯულებს მოვითხოვთ – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გეგმავს მოითხოვოს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. კობაიძის თქმით, ჯერჯერობით ადვოკატებს გადაწყვეტილება არ აქვთ... Read More

“მხარდაჭერას არ ნიშნავს” – მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრების საარჩევნო შეხვედრებზე გამოჩენაზე

Comments Off on “მხარდაჭერას არ ნიშნავს” – მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრების საარჩევნო შეხვედრებზე გამოჩენაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი ამბობს, რომ სასულიერო პირების “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა “სიტყვიერი” განცხადება... Read More

ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა — ვაშაძე

Comments Off on ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა — ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სწუხს, რადგან მას “მთლიანად აერია თავგზა”. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს... Read More

ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე

Comments Off on ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგალავა ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კახა გეწაძის დასახელებას და ამბობს, რომ “სირცხვილია”. უგულავას თქმით, გეწაძე ბიზნესმენ... Read More

სენაკის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, სწავლა ონლაინ გრძელდება

Comments Off on სენაკის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, სწავლა ონლაინ გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეკლათის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, სკოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამასთან,... Read More

სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე გადამგდებები არიან — ბოკერია

Comments Off on სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე გადამგდებები არიან — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი “ორივე გადამგდებები არიან”. ასე გამოეხმაურა ის სააკაშილის განცხადებას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ “პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავდა.... Read More

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Comments Off on შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში Covid-19 თანამშრომლებს ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. რაც შეეხება მათ სამუშაო ადგილებს, სამინისტროს ინფორმაციით, 10 შემთხვევა... Read More

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

Comments Off on თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის... Read More

ძალადობა ბავშვებზე.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება

Comments Off on ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც,  სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების... Read More

D ვიტამინს COVID-19-ის რისკების შემცირება შეუძლია — რას ამბობს ახალი კვლევები

Comments Off on D ვიტამინს COVID-19-ის რისკების შემცირება შეუძლია — რას ამბობს ახალი კვლევები

ახალი კვლევების თანახმად, D ვიტამინს COVID-19-ის განვითარების რისკისა და დაავადების სიმძიმის შემცირება შეუძლია. ექსპერტების თქმით, ვიტამინი D აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა COVID-19. D... Read More

სოხუმის სკოლის მასწავლებელი ქუთაისში COVID-19-ით გარდაიცვალა

Comments Off on სოხუმის სკოლის მასწავლებელი ქუთაისში COVID-19-ით გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 20 სექტემბერს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, 60 წლის ლუდმილა ანუა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 21 სექტემბერს გახდა. პაციენტი სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს. რამდენიმე დღის... Read More