ნეტგაზეთი | 2020 | September | 16 16.09.2020 – Netgazeti
RU | GE  

კოლესნიკოვას ბრალი ბელარუსის “ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრისთვის” წაუყენეს

Comments Off on კოლესნიკოვას ბრალი ბელარუსის “ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრისთვის” წაუყენეს

ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენა “ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრისთვის”. აღნიშნული ბრალდება მაქსიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. კოლესნიკოვა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების... Read More

„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს

„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს

Comments Off on „ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს

საინფორმაციო არხმა „ევრონიუს ჯორჯია“, სრულფასოვანი ქართულენოვანი მაუწყებლობა გასულ თვეში დაიწყო. დღეს კი ეს ღირსშესანიშნავი ამბავი არხის სტუმრებთან ერთად აღნიშნა. ევრონიუსის გლობალურმა აღმასრულებელი დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა, და ევრონიუს ჯორჯიას ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს... Read More

ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი – ელისაშვილი

Comments Off on ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი – ელისაშვილი

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. “ჩვენი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი და ჩვენ თუ... Read More

დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

Comments Off on დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. მას ბრალი ეფება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ბესელია მცხეთაში დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა,... Read More

როგორ არ უნდა დაიხუროს სკოლები პანდემიისას – რეკომენდაციები WHO-ს, UNICEF-სა და UNESCO-სგან

Comments Off on როგორ არ უნდა დაიხუროს სკოლები პანდემიისას – რეკომენდაციები WHO-ს, UNICEF-სა და UNESCO-სგან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის გავრცელების მიზეზით სკოლების დახურვა. ორგანიზაციების დასკვნით, სკოლებში... Read More

ევროპარლამენტის ანგარიში და შრომის რეფორმის ბედი საქართველოში

Comments Off on ევროპარლამენტის ანგარიში და შრომის რეფორმის ბედი საქართველოში

ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საბოლოოდ მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში სხვა შეფასებებთან და რეკომენდაციებთან ერთად, ევროპარლამენტარები სექტორული თანამშრომლობის ნაწილში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ განაგრძოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, მათ... Read More

სატრანსპორტო რეფორმის 10 ძირითადი დერეფანი – ქუჩების სრული სია

Comments Off on სატრანსპორტო რეფორმის 10 ძირითადი დერეფანი – ქუჩების სრული სია

თბილისის მერიამ 16 სექტემბერს გამოაქვეყნა საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ საბოლოო ანგარიში, რომელიც ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციას ეხება და რომელზე დაყრდნობითაც იგეგმება დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმა. აქამდე ცნობილი იყო, რომ შემუშავდა 10 ძირითადი საავტობუსე... Read More

აშშ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის დამატებით ნახევარ მლნ დოლარს გამოყოფს

Comments Off on აშშ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის დამატებით ნახევარ მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ შეირჩა. პროექტის პრეზენტაციას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული... Read More

“ასეთ სივრცეში წინასწარი პატიმრობის დროსაც არ უნდა ამყოფო ადამიანი” — რა ხდება რესპუბლიკურში

Comments Off on “ასეთ სივრცეში წინასწარი პატიმრობის დროსაც არ უნდა ამყოფო ადამიანი” — რა ხდება რესპუბლიკურში

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობენ, პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ერთ-ერთი, ვინც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან კლინიკაში არსებულ ვითარებაზე “მთავარი... Read More

გერმანიაში 29 პოლიციელს ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე ჩატებში აქტივობების გამო

Comments Off on გერმანიაში 29 პოლიციელს ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე ჩატებში აქტივობების გამო

გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში, 29 პოლიციელს სამსახურიდან ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე მიმართულების ჩატებში აქტივობების გამო. გამოძიების ფარგლებში პოლიციის ჯგუფებმა მათივე კოლეგების სახლებსა და ოფისებში რეიდი ჩაატარეს. ბრალდებულთა მიმართ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გაატარებენ,... Read More

პენსიონერმა 2019-ში ბანკიდან 1800 ლარი ისესხა და 3510 უნდა დააბრუნოს

Comments Off on პენსიონერმა 2019-ში ბანკიდან 1800 ლარი ისესხა და 3510 უნდა დააბრუნოს

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად... Read More

“სამწუხაროა შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება” – დეგნანი

Comments Off on “სამწუხაროა შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება” – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და ეცნობიან სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებს. დეგნანი აცხადებს, რომ სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება და... Read More

გლდანში შუქნიშნები და “ზებრები” ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

Comments Off on გლდანში შუქნიშნები და “ზებრები” ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

უკვე რამდენიმე თვეა, თბილისის მერიამ დასრულებულად გამოაცხადა გლდანის მთავარი ქუჩების – ხიზანიშვილისა და ვეკუას – რეაბილიტაცია, მაგრამ ამ ქუჩებზე ამ დრომდე არ არის მოწყობილი შუქნიშნები, ქვეითებისთვის არ არის დახაზული “ზებრა”... Read More

საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი

Comments Off on საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი

ავტორი: ლორენც ჰილფიკერი გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის შეკავების შემდგომ, მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულ პირობებში, საქართველო ამჟამად პირვლად დადგა ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების საშიშროების წინაშე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში საერთაშორისო დონეზე ქვეყნის... Read More

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერი 15-დღიანი შიმშილობის შედეგად რეანიმაციაშია

Comments Off on აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერი 15-დღიანი შიმშილობის შედეგად რეანიმაციაშია

დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, ტოფიგ იაგუბლუს ჯანმრთელობის მდგომარეობა 15-დღიანი შიმშილობის შედეგად დამძიმდა. იაგუბლუ სარეანიმაციო განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც მისი შვილი აცხადებს, ნებისმიერ დროს შეიძლება კომაში ჩავარდეს. იაგუბლუს ადვოკატის, აგილ ლაიჯის განმარტებით, მისი... Read More

სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს – ჯანმოს პრეზიდენტი

Comments Off on სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს – ჯანმოს პრეზიდენტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტის, თედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიკეტოს. ამის შესახებ გებრეისუსმა გუშინ, 15 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით UNESCO-მ,... Read More

ირანში COVID-19-ის მესამე ტალღაზე ალაპარაკდნენ

Comments Off on ირანში COVID-19-ის მესამე ტალღაზე ალაპარაკდნენ

ირანის ხელისუფლებაში ალაპარაკდნენ ახალი კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის, ვინც რეკომენდაციებს არ იცავს, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს. “პროგნოზები გვიჩვენებს კორონავირუსის მესამე ტალღისკენ... Read More

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, შესაძლოა, “ოდეერი” იყოს — IDFI

Comments Off on რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, შესაძლოა, “ოდეერი” იყოს — IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება... Read More

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი შევასრულებ ყველა დაპირებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისთვის – გიორგი ვაშაძე

Comments Off on როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი შევასრულებ ყველა დაპირებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისთვის – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და... Read More

გიორგი გურგულიას ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება

Comments Off on გიორგი გურგულიას ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება

მსახიობ გიორგი გურგულიას ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და სისტემატურ ძალადობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს პროკრუატურაში განუცხადეს. გურგულიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსახიობი კი დაკავებული არ... Read More

2012 წლის შემდეგ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა

Comments Off on 2012 წლის შემდეგ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “გააერთიანე საქართველო – ძალა ერთობაშიას” მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგა. “ძალა ერთობაშია” ამბობს, რომ მონაცემების ანალიზს საფუძვლად უდევს... Read More

სროლა რაგბის კავშირში, დაჭრილია ერთი ადამიანი

Comments Off on სროლა რაგბის კავშირში, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირში ადასტურებენ. კავშირის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის... Read More

ეროვნული ბანკი 40 მლნ დოლარს გაყიდის

Comments Off on ეროვნული ბანკი 40 მლნ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი დღეს, 16 სექტემბერს, 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის, რაც მიმდინარე წელს სებ-ის მიერ განხორციელებული მე-13 სავალუტო ინტერვენცია იქნება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, 2020 წელს ბანკმა... Read More

ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

Comments Off on ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანული მხარის ინფორმაციით მოწამლეს,  რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ნავალინის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, კირა იარმიშმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გუშინ დაწერა. “მთელი დილა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან,... Read More