ნეტგაზეთი | 2020 | September | 05 05.09.2020 – Netgazeti

საქართველომ ესტონეთთან 0:1 გაიმარჯვა

Comments Off on საქართველომ ესტონეთთან 0:1 გაიმარჯვა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა. გამარჯვების ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა. ეს იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთა ლიგის მეორე გათამაშების მატჩი, რომელიც ტალინში გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის... Read More

მტკიცებულება არ არსებობს — ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

Comments Off on მტკიცებულება არ არსებობს — ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა, იტყობინება  BBC. ტრამპმა მომხდარს „ტრაგიკული უწოდა“, თუმცა, გერმანული მხარის დასკვნის მიუხედავად დასძინა, რომ „[მოწამვლის] არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“ და... Read More

თბილისის წიგნის ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

Comments Off on თბილისის წიგნის ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისში წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი  ჩატარდება.  Covid 19-ის პანდემიის მიზეზით, ფესტივალის  ხანგძლივობა  4-დან 6 დღემდე გაიზრდება.   ღონისძიებები Expo Georgia-ს მე-11 პავილიონსა... Read More

“წინანდლის პრემია” 2020 წლის კონკურსს აცხადებს

Comments Off on “წინანდლის პრემია” 2020 წლის კონკურსს აცხადებს

ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად 2020 წლის კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. Covid 19-ის პანდემიის მიზეზით, განაცხადები და სააპელაციო დოკუმენტები ელექტრონულად, ელ.... Read More

სუდანის მთავრობა დათანხმდა სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას

Comments Off on სუდანის მთავრობა დათანხმდა სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას

სუდანის გარდამავალი მთავრობა სახელმწიფოსა და რელიგიის ერთმანეთისგან გამიჯვნას დათანხმდა. შესაბამის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად აღიქმება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ერთ-ერთი ამბოხებული ჯგუფის ლიდერმა ეთიოპიის დედაქალაქში... Read More

უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Comments Off on უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რაც სწორედ გაუპატიურებას გულისხმობს. შემთხვევა ლაგოდეხის ნაკრძალში მოხდა, სადაც... Read More

მიუსაფარმა ძაღლმა თბილისში კნუტები შეიფარა და ლეკვებთან ერთად ზრდის

Comments Off on მიუსაფარმა ძაღლმა თბილისში კნუტები შეიფარა და ლეკვებთან ერთად ზრდის

მიუსაფარმა ძაღლმა თბილისში მიტოვებული კნუტები შეიფარა და თავის ლეკვებთან ერთად ზრდის. ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეო ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, რომელმაც გვთხრა, რომ ძაღლი ლოტკინის დასახლებაში, გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობს და მიტოვებულ... Read More

“პატრიოტების” ხატი ილორიდან გამოიტანეს და ენგურთან მიიტანეს

Comments Off on “პატრიოტების” ხატი ილორიდან გამოიტანეს და ენგურთან მიიტანეს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების, ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი აფხაზმა აქტივისტებმა დღეს, 5 სექტემბერს, ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურის ხიდთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ... Read More

როგორ გეგმავს “ლელო” საქართველოს განვითარებას – “მარშალის გეგმა”

Comments Off on როგორ გეგმავს “ლელო” საქართველოს განვითარებას – “მარშალის გეგმა”

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის “მარშალის გეგმის” – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის” პრეზენტაცია გამართა. ეს გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციაზე “ლელოს” იდეებსა და დაპირებებს მოიცავს. გეგმის პრეზენტაცია მამუკა ხაზარაძემ დღეს, 5... Read More

არასწორია სპეკულირება, რა მოდელით უნდა მივიღოთ საქართველო NATO-ში – სტოლტენბერგი

Comments Off on არასწორია სპეკულირება, რა მოდელით უნდა მივიღოთ საქართველო NATO-ში – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგის მოსაზრებით, სპეკულაციურია იმაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება შესაძლებელია ისე, რომ მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი. ამის შესახებ სტოლტენბერგმა... Read More

თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო აჭარის ტვ-მ მაუწყებლობა შეაჩერა

Comments Off on თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო აჭარის ტვ-მ მაუწყებლობა შეაჩერა

მას შემდეგ, რაც ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიამ” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ტელეარხის ეთერში ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” რეტრანსლირება მიმდინარეობს. “პირველი არხის” ინფორმაციით, “აჭარის ტელევიზიაში” ეპიდემიოლოგები... Read More

“პანკისის რადიო” მუქარაზე რეაგირებას ითხოვს – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

Comments Off on “პანკისის რადიო” მუქარაზე რეაგირებას ითხოვს – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე... Read More

“ლელოს” აქტივისტის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Comments Off on “ლელოს” აქტივისტის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს 1988 წელს დაბადებული გ.დ, რომელსაც ბრალად ედება პოლიტიკური პარტია “ლელოს” აქტივისტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში,... Read More

დისტანცია და სავალდებულო პირბარდე – წესები უნივერსიტეტებისთვის

Comments Off on დისტანცია და სავალდებულო პირბარდე – წესები უნივერსიტეტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, მაგრამ მათ კორონავირუსის პრევენციის მიზნით წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, უნივერსიტეტებმა უსაფრთხო გარემო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური... Read More

5 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

Comments Off on 5 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

5 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 621 ადამიანს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ თქვა,... Read More

სომხეთის მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ გაეროში – ექსპერტების ხედვა ერევნიდან

Comments Off on სომხეთის მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ გაეროში – ექსპერტების ხედვა ერევნიდან

ავტორი: ჟურნალისტი ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი სომხეთი, რომელიც გაეროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების წინააღმდეგ ხმას 2008 წლიდან აძლევდა, მეორე წელია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებს. ყარაბაღის... Read More

გულწრფელად რომ გითხრათ, დისკომფორტი მაქვს – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

Comments Off on გულწრფელად რომ გითხრათ, დისკომფორტი მაქვს – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პირადად მისთვის სასიამოვნო არ არის კახა ოქრიაშვილთან ერთ გუნდში ყოფნა, თუმცა მთავარი საფრთხე მისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილია. “პირდაპირ და გულწრფელად რომ გითხრათ,... Read More