ნეტგაზეთი | 2020 | August | 10 10.08.2020 – Netgazeti
RU | GE  

მესტიისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

Comments Off on მესტიისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიისკენ მიმავალ გზაზე, “შავ ღელესთან” მეწყერი ჩამოწვა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) ფერდი ჩამოიშალა კოკისპირული წვიმის შედეგად, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.... Read More

თსუ-ის პროფესორების ნაწილი კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

Comments Off on თსუ-ის პროფესორების ნაწილი კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები იაგო კაჭკაჭიშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ. წერილში პროფესორები შეშფოთებას გამოთქვამენ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის... Read More

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს – ადვოკატი

Comments Off on შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა. როგორც ადვოკატი ამბობს, ჟვანია, რომელიც ადგილზე “მერსედესის” მარკის ვტომობილით ავიდა, ადასტურებს, რომ... Read More

აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა

Comments Off on აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა

ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა დღეს, 10 აგვისტოს გაახმიანა. მან ქვეყანაში არსებულ მძიმე კორუფციულ გარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ 4... Read More

სომხეთის პარლამენტის წინ „ამულსარის მთის მცველები“ დააკავეს

Comments Off on სომხეთის პარლამენტის წინ „ამულსარის მთის მცველები“ დააკავეს

10 აგვისტოს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ამულსარის საბადოში გარემოს დამაზიანებელი სამუშაოების წინააღმდეგ იყვნენ შეკრებილი. დემონსტრანტები სოფელ იარმუკის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ და იქ მომუშავე კომპანიის... Read More

მედიას მოვუწოდებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები – NGO-ები

Comments Off on მედიას მოვუწოდებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები – NGO-ები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა. განცხადებაში საუბარია “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაზე, სადაც სტუმრად მოწვეული იყო ბაჩანა... Read More

ლუკაშენკოს ალიევი და ფაშინიანიც ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას

Comments Off on ლუკაშენკოს ალიევი და ფაშინიანიც ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები უერთდებიან სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 აგვისტოს წერილი გაუგზავნა ლუკაშენკოს, სადაც ულოცავს ხელახლა გაპრეზიდენტებას... Read More

ჯაფარიძე: ჩემი ყველა ანგარიში დააყადაღეს

Comments Off on ჯაფარიძე: ჩემი ყველა ანგარიში დააყადაღეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო მის ყველა ანგარიშს სახელმწიფომ ყადაღა დაადო. „მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარის ოდენობით.... Read More

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა

Comments Off on საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ბიზნეს ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს  ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.   ... Read More

ირანში დახურეს გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა

Comments Off on ირანში დახურეს გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა

ირანის ხელისუფლებამ ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესგამოცემა დახურა მას შემდეგ, რაც გაზეთის რესპონდენტმა COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკის მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გადაწყვეტილება შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ დღეს, 10 აგვისტოს მიიღო.... Read More

ანტონიო ბანდერასი მე-60 დაბადების დღეს კორონავირუსით ინფიცირებული შეხვდა

Comments Off on ანტონიო ბანდერასი მე-60 დაბადების დღეს კორონავირუსით ინფიცირებული შეხვდა

მსახიობ ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან დღეს, 10 აგვისტოს, თავის მე-60 დაბადების დღეზე დაწერა. ბანდერასის თქმით, იძულებულია, იუბილეს კარანტინში შეხვდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მის ჯანმრთელობას ვირუსი... Read More

სახელმწიფო „თელასში“ თავის წილს ყიდის – სულ მცირე $10.5 მლნ-ად

Comments Off on სახელმწიფო „თელასში“ თავის წილს ყიდის – სულ მცირე $10.5 მლნ-ად

„საპარტნიორო ფონდი“, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდია, აცხადებს, რომ ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 24.5%-იან წილს ყიდის. ეს არის სააქციო საზოგადოება „თელასის“ კაპიტალში „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი აქციების სრული წილი. ფონდი აქციების გასასხვისებლად... Read More

ბაქო სომხეთთან საზღვარზე სოფლების მიმართულებით სროლაზე საუბრობს

Comments Off on ბაქო სომხეთთან საზღვარზე სოფლების მიმართულებით სროლაზე საუბრობს

ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში 35-ჯერ ისროლა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებითვე, სროლის ქვეშ სამი სასაზღვრო სოფელი მოჰყვა. ერევანს აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება ან კომენტარი... Read More

ჯაფარიძე ცდილობს არქაული შეხედულებების ადამიანად წარმომაჩინოს — ვოლსკი

Comments Off on ჯაფარიძე ცდილობს არქაული შეხედულებების ადამიანად წარმომაჩინოს — ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი კონკურენტი, ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდების მხარდაჭერას ელის და ვოლსკის “არქაული შეხედულებების” ადამიანად წარმოჩენას ცდილობს. მისი თქმით, ადამიანი “ჩამორჩენილობა” მისი დღევანდელი... Read More

“ოცნებასთან” დაპირისპირება მკოიანმა, შესაძლოა, თავის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს — ვოლსკი

Comments Off on “ოცნებასთან” დაპირისპირება მკოიანმა, შესაძლოა, თავის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ახალქალაქ-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის, შესაძლოა, სურდეს, “ქართული ოცნება” მასთან დაპირსპირებულად წარმოაჩინოს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა. ვოლსკის თქმით, “ქართულმა... Read More

მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ადგილობრივებს – შსს მესტიაზე

Comments Off on მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ადგილობრივებს – შსს მესტიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა მუნიციპალიტეტიდან გამოსვლისთვის კარანტინის გავლა ყველასთვის სავალდებულო იქნება. დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების... Read More

ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარად იყაროს

Comments Off on ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარად იყაროს

ირაკლი ოქრუშვილმა, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს. როგორც “ნეტგაზეთს” პოლიტიკოსმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად... Read More

“ოცნებამ” დმანისის მერი პარტიიდან გარიცხა

Comments Off on “ოცნებამ” დმანისის მერი პარტიიდან გარიცხა

„ქართულმა ოცნებამ” დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან გარიცხა. როგორც “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის... Read More

მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი დააწესეს

Comments Off on მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი დააწესეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის: “Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის... Read More

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს

Comments Off on კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელთან ერთად, ახალი პარტია დააარსა. „ნეტგაზეთს“ ახალი პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ პარტიის სახელმწოდებაა „პროგრესი და თავისუფლება“ . ის... Read More

მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი შემოიღეს

მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი შემოიღეს

Comments Off on მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი შემოიღეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის: “Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის... Read More

ვიმსჯელებთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი ჯაფარიძის კანდიდატურას — დეკანოიძე

Comments Off on ვიმსჯელებთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი ჯაფარიძის კანდიდატურას — დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ  ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე. როგორც დეკანოიძე ამბობს, ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები ჯაფარიძეს ესაუბრნენ და “გირჩთან” შესაძლო კოორდინაციას... Read More

მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ ტურისტებს მიმართავს

Comments Off on მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ ტურისტებს მიმართავს

მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს ან 112-ს მიმართონ:... Read More

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

Comments Off on მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, მეტიის მუნიციპალიტეტი იკეტება. იკრძალება მუნიციპალიტეტში როგორც შესვლა, ასევე, გამოსვლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები... Read More