ნეტგაზეთი | 2020 | August | 04 04.08.2020 – Netgazeti

ნავთლუღის ეკლესიის დაზიანებაზე სისხლისსამართლებრივი მოკვლევა დაიწყება

Comments Off on ნავთლუღის ეკლესიის დაზიანებაზე სისხლისსამართლებრივი მოკვლევა დაიწყება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში განხორციელებული... Read More

დედის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა

Comments Off on დედის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროგრამისტის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი “ინფორმაციისგან გაასუფთავეს” და შემდეგ დალუქეს. “სავარაუდოდ, მანქანაც გასუფთავებულია დნმ-ისგან. ახლა FBI-ზეა დამოკიდებული,... Read More

ამულსარის საბადოს გადასარჩენად შეკრებილებს სომხეთში პოლიცია დაუპირისპირდა

Comments Off on ამულსარის საბადოს გადასარჩენად შეკრებილებს სომხეთში პოლიცია დაუპირისპირდა

სომხეთში, სოფელ ჯერმუკში, ამულსარის მთის საბადოში სამუშაოების წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქე აქტივისტებს, რომლებმაც საბადოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, პოლიცია დაუპირისპირდა. სომხური მედიის ცნობით, აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეუერთდა, შეტაკების დროს პოლიციამ... Read More

ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

Comments Off on ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია არაერთი ადამიანი. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ცნობით, აფეთქება პორტის რაიონში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები მდებარეობს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.... Read More

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ისთან თანამშრომლობისთვის მზადაა

Comments Off on შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ისთან თანამშრომლობისთვის მზადაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა. ბაჩალიაშვილების ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შეხვედრა შსს-ში... Read More

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით – ვოლსკი

Comments Off on ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას  ჯერჯერობით  ვერ მიედავებიან. მისი თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. “არცერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის... Read More

რატომ არის საზიანო ლგბტ პირთა იძულებითი “თერაპია”

Comments Off on რატომ არის საზიანო ლგბტ პირთა იძულებითი “თერაპია”

არასრულწლოვანი გეი ბიჭის “განკურნებას” მშობლები ფსიქიატრის მეშვეობით ცდილობდნენ. აქტივისტის თანახმად, რომელმაც ამბავი საჯარო გახადა, შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. ფსიქიატრმა არასრულწლოვანს შავ-თეთრი მომავალი დაუხატა ფურცელზე და ამ გზით შეეცადა, დაენახებინა,... Read More

გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

Comments Off on გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს. შარვაშიძეს მხარი დაუჭირა აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა. თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობდა სამი კანდიდატი: გიორგი შარვაშიძე, ცირა ბარამიძე და გიორგი... Read More

ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის

Comments Off on ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის. ამის შესახებ ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა. ელისაშვილის გარდა თბილისში, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან”- ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი... Read More

არ გავუსწრებ წინ მოვლენებს – სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

Comments Off on არ გავუსწრებ წინ მოვლენებს – სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუს დროს სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერად მის დასახელებაზე... Read More

ბუსა ჟვანიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Comments Off on ბუსა ჟვანიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. პროკურატურამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი... Read More

არის თუ არა სასამართლოში კლანი? – ღვამიჩავას პასუხი

Comments Off on არის თუ არა სასამართლოში კლანი? – ღვამიჩავას პასუხი

“მე ვცნობ მხოლოდ გუნდური მუშაობის პრინციპს”,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა თამარი ღვამიჩავამ კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების ე.წ.... Read More

თსუ-ს რექტორის არჩევნების დღეს გიორგი ბარამიძემ კანდიდატურა მოხსნა

Comments Off on თსუ-ს რექტორის არჩევნების დღეს გიორგი ბარამიძემ კანდიდატურა მოხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ დღეს, რექტორის არჩევნების მიმდინარეობისას, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, აკადემიური საბჭოსთვის თავისი ხედვების გაცნობა ვერ შეძლო, რადგან Zoom-ში გასაუბრების... Read More

“თქვენ ხართ რეგვენი” – კამათი ჯანეზაშვილ-შენგელიას შორის ნათესაურ კავშირზე

Comments Off on “თქვენ ხართ რეგვენი” – კამათი ჯანეზაშვილ-შენგელიას შორის ნათესაურ კავშირზე

“თქვენ ხართ რეგვენი” – ჯანეზაშვილსა და შენგელიას შორის კამათი მათი ნათესაური კავშირის განხილვას მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ საბჭოში დანიშნული ახალი წევრი თამარ ღვამიჩავა... Read More

საპატრიარქო ემხრობა ყველა კონფესიისთვის საბჭოთა ზიანის ანაზღაურებას

Comments Off on საპატრიარქო ემხრობა ყველა კონფესიისთვის საბჭოთა ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ზარალი მიადგა. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე შეხვედრა 14... Read More

როგორ გაუმკლავდება აფხაზეთი COVID-19-ს რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ

Comments Off on როგორ გაუმკლავდება აფხაზეთი COVID-19-ს რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ

რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას არ გამორიცხავენ. რუსეთ-აფხაზეთის “ფსოუს” საზღვარი, რომელიც დაახლოებით 4 თვე ჩაკეტილი იყო კორონავირუსის პანდემიის  გამო, აგვისტოს პირველივე დღეებში 30 000-ზე მეტმა ადამიანმა და... Read More

გირჩი მაჟორიტარი კანდიდატობის მსურველებს ეძებს

Comments Off on გირჩი მაჟორიტარი კანდიდატობის მსურველებს ეძებს

“გირჩი” მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარსადგენად ემზადება და მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველებს მოუწოდებს, რეგისტრაცია გაიარონ. როგორც ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უთხრა, უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებს “გირჩის” წარმომადგენლები შეარჩევენ და მხოლოდ ამის... Read More

ღვამიჩავას თქმით, მოსამართლე შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს

Comments Off on ღვამიჩავას თქმით, მოსამართლე შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს. შენგელიასა და ღვამიჩავას ნათესაურ კავშირზე და ინტერესთა კონფლიქტზე მანამდე... Read More

პაციენტს ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს, ის კომაშია – პროკურატურა

Comments Off on პაციენტს ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს, ის კომაშია – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტს ოპერაცია ორჯერ ჩაუტარეს და ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. საქმეზე დაწყებულია გამოძება, ხოლო უწყებამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის... Read More

გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა და 12 მლნ დაჯდა, ასფალტი დასკდა – რადიო “ნორი”

Comments Off on გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა და 12 მლნ დაჯდა, ასფალტი დასკდა – რადიო “ნორი”

სამცხე-ჯავახეთში, გორელოვკა-ბავრის გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა, ასფალტი დაიბზარა. გზის საფარის დაზიანების ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი რადიო “ნორი” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გზის სარემონტო სამუშოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა... Read More

არ გამოვრიცხავთ, ბაღებში ბავშვების ნაკადი შემცირდეს – სამინისტრო

Comments Off on არ გამოვრიცხავთ, ბაღებში ბავშვების ნაკადი შემცირდეს – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბაგა-ბაღების ამუშავების შემდეგ არ არის გამორიცხული, ბავშვთა ჯგუფებში ნაკადები შემცირდეს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. ფერაძემ თქვა, რომ ამ... Read More

“ჰერაში” საკეისრო კვეთისას მშობიარის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Comments Off on “ჰერაში” საკეისრო კვეთისას მშობიარის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლინიკა “ჰერაში” 3 აგვისტოს მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი... Read More

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდნენ

Comments Off on აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებმაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრისა და გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აქცია გამართეს, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც “ნეტგაზეთს” საელჩოში განუცხადეს, ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს და... Read More

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება: ISFED-ის ანგარიში

Comments Off on ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება: ISFED-ის ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 5 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და რიგ მოვლენებს მიმოიხილავს, მათ შორის,... Read More