ნეტგაზეთი | 2020 | July | 14 14.07.2020 – Netgazeti

სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულ კონფლიქტს უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა

Comments Off on სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულ კონფლიქტს უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება 14 ივლისს მძიმე სააერტილერიო ცეცხლითა და დრონების გამოყენებით გაგრძელდა. განახლებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა. დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს განახლდა. აზერბაიჯანის... Read More

“ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დაინიშნა

Comments Off on “ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დაინიშნა

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნება” ავრცელებს. ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა,... Read More

ერევანი ბაქოს საკუთარი მოსახლეობის “დამცავ ფარად” გამოყენებაში ადანაშაულებს

Comments Off on ერევანი ბაქოს საკუთარი მოსახლეობის “დამცავ ფარად” გამოყენებაში ადანაშაულებს

“თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტომასალაზე ჩანს აზერბაიჯანული სოფელი დონდარ გუშჩუ [თოვუზის რაიონი], რომლის გარშემო აზერბაიჯანის საარტილერიო პოზიციებია განთავსებული. აზერბაიჯანული მხარე, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა საარტილერიო ბატარეებით შემოსაზღვრა და ამით სამიზნედ აქცია, აცხადებს, რომ... Read More

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გაათავისუფლეს

Comments Off on მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გაათავისუფლეს

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული, რომელსაც 5 წელი ჰქონდა მისჯილი, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად... Read More

ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გადაიდო

Comments Off on ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გადაიდო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ორი კანონპროექტი უნდა განეხილათ, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ გადაიდო. დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია აღნიშნული განხილვის დანიშვნამ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის პარალელურად. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა პლენარულის... Read More

კიევის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადების გამო, სომხეთში ელჩი დაიბარეს

Comments Off on კიევის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადების გამო, სომხეთში ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო უწყების მიერ “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის” მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროში უკრაინის ელჩი ივან კულებუ გამოიძახეს. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩს  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 12 ივლისს... Read More

ონკოლოგიური მუშაობას შეაჩერებს – რა ელით თანამშრომლებს, რომლებსაც 11 თვის ხელფასი არ აუღიათ

Comments Off on ონკოლოგიური მუშაობას შეაჩერებს – რა ელით თანამშრომლებს, რომლებსაც 11 თვის ხელფასი არ აუღიათ

თბილისში მდებარე ონკოლოგიური საავადმყოფო, რომლის თანამშრომლებსაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, მუშაობას აჩერებს და ჯანდაცვის სამინისტრო მის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამჟამად თანამშრომლებთან მემორანდუმები ფორმდება, სადაც აღნიშნულია, რომ... Read More

ოჯახის წევრების მდგომარეობაზე ვიფიქროთ – ლომჯარიას რჩევა მედიას შაქარაშვილის საქმის გაშუქებაზე

Comments Off on ოჯახის წევრების მდგომარეობაზე ვიფიქროთ – ლომჯარიას რჩევა მედიას შაქარაშვილის საქმის გაშუქებაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ოჯახისთვის მძიმეა, როდესაც მედიით ვრცელდება გარკვეული ვიდეოკადრები თუ ფოტოები, ამიტომ ლომჯარია მედიას თხოვნით მიმართავს, პატივი სცენ ოჯახის პირად სივრცეს. ამასთან, ლომჯარია მედიას... Read More

ბრიტანეთმა Huawei-ს 5G აღჭურვილობა აკრძალა

Comments Off on ბრიტანეთმა Huawei-ს 5G აღჭურვილობა აკრძალა

გაერთიანებულმა სამეფომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Huawei-ის 5G აღჭურვილობა აკრძალა. 2027 წლისთვის ის ქვეყანაში აღარ უნდა იყოს, წერს BBC. დეკემბრიდან, გაერთიანებული სამეფოს პროვაიდერებს აღარ შეეძლებათ Huawei-ს აღჭურვილობის ყიდვა, 2027 წლისთვის კი... Read More

სააკაშვილის განცხადებები უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს — საგარეო მინისტრი

Comments Off on სააკაშვილის განცხადებები უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს — საგარეო მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით „კერძო პირის“ განცხადებებია და სააკაშვილი „არ გამოხატავს სახელმწიფოს... Read More

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პასუხები “კლანზე” დასმულ კითხვაზე

Comments Off on უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პასუხები “კლანზე” დასმულ კითხვაზე

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენდა. კანდიდატებს რამდენიმესაათიანი გასაუბრებების დროს საბჭოს წევრებმა კითხვები დაუსვეს, მათ შორის, ნაზი ჯანეზაშვილმაც. ჯანეზაშვილმა ორივე კანდიდატს... Read More

ევროპარლამენტის ანგარიში და შეფასებები

Comments Off on ევროპარლამენტის ანგარიში და შეფასებები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 56 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ. დოკუმენტში ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და აღიარებენ საქართველოს პროგრესს ზოგადი... Read More

გიდი პროფესიას (ვერ) იცვლის – რა ელის ტურიზმს?

Comments Off on გიდი პროფესიას (ვერ) იცვლის – რა ელის ტურიზმს?

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები მეხუთე თვეა შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე არიან დარჩენილი, ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტების არარსებობაა. სფეროს ექსპერტების განმარტებით, ეს მდგომარეობა საზიანოა როგორც... Read More

2019 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე მოსკოვს გადავეცით – ცხინვალი

Comments Off on 2019 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე მოსკოვს გადავეცით – ცხინვალი

ოსური მხარის ცნობით, 2019 წლის აგვისტოში დაკავებული საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს. ცხინვალის ინფორმაციით, რუსეთში მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეზე, 1976 წელს დაბადებულ კ.რ.-ზე, რომელიც უკანონოდ ცდილობდა “სახელმწიფო საზღვრის” გადაკვეთას და საქართველოს... Read More

პროკურატურა: ბრალდებულმა ქალის დაწვა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

Comments Off on პროკურატურა: ბრალდებულმა ქალის დაწვა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით... Read More

“ორივე ხელით ვეთანხმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას” – ბიბილოვი

Comments Off on “ორივე ხელით ვეთანხმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, აფხაზური მხარისგან განსხვავებით, დადებითად აფასებს რუსული პარტიის “სიმართლისთვის” წინადადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. “გაგებით ვეკიდები ზახარ პრილეპინის განცხადებას, რომელიც... Read More

შრომის რეფორმას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Comments Off on შრომის რეფორმას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. პაკეტს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი წასულა. რეფორმათა კანონპროექტის ინიციატორები, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, „ოცნების“ ყოფილი და ახლანდელი დეპუტატებიც არიან: თამარ ჩუგოშვილი,... Read More

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების რეჟიმი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

Comments Off on საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების რეჟიმი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2021 წლის პირველ იანვარმდე ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები პანდემიიდან გამომდინარე. ინიციატივას მხარი 79-მა... Read More

რუსთავში აშენდება საწარმო, რომელიც 3000 ადამიანს დაასაქმებს – გახარია

Comments Off on რუსთავში აშენდება საწარმო, რომელიც 3000 ადამიანს დაასაქმებს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “აჭარა ტექსტილი”  რუსთავში გეგმავს ახალი საწარმოს გახსნას, რომელიც 3 000 ადამიანს დაასაქმებს. გახარიას თქმითვე, “ქართლი ტექსტილი” ოთხ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი... Read More

აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა: რუსეთი

Comments Off on აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა: რუსეთი

რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა, რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. აღნიშნულის შესახებ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა განუცხადა. “თქვენ იცით დიდი გამოხმაურების შესახებ, რომელიც... Read More

ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

Comments Off on ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, ცალკე სუბიექტად მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეიტანეს და რეგისტრაცია გაიარეს.... Read More

საქართველო და ფიჯი 6 ერის გუნდებთან ერთად მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას – The Irish Times

Comments Off on საქართველო და ფიჯი 6 ერის გუნდებთან ერთად მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას – The Irish Times

რაგბის 6 ერის ტურნირში, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს, შეიძლება ერთჯერადად ფორმატი შეიცვალოს და 6-ის ნაცვლად მასში 8 ქვეყნის ნაკრებმა მიიღოს მონაწილეობა. ორი ახალი ქვეყანა, როგორც The Irish Times წერს, ფიჯი... Read More

ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

Comments Off on ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

პარლამენტში შევიდა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ენერგოკომპანიამ შერწყმის ან 5% და მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა აცნობოს. თავის მხრივ კომისიას... Read More

ბაქოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი და პოლკოვნიკიც დაიღუპნენ

Comments Off on ბაქოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი და პოლკოვნიკიც დაიღუპნენ

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 13-14 ივნისს თოვუზის რაიონის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი. ბაქოს განცხადებითვე, დაღუპულთა შორის არის ასევე ორი მაიორი, ორი ზემდეგი და... Read More