ნეტგაზეთი | 2020 | June | 21 21.06.2020 – Netgazeti

პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ – ჯაფარიძე

Comments Off on პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ – ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პარტია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობაზე კონსულტაციებს აწარმოებს. როგორც ის ამბობს, “ლელოსა” მარგველაშვილის  ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა. ბადრი ჯაფარიძის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა,... Read More

აშშ-ის საელჩო: იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ

Comments Off on აშშ-ის საელჩო: იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ფართო მხარდაჭერით მიიღებს. “აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით... Read More

ბრიტანეთში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ

Comments Off on ბრიტანეთში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 20 ივნისის საღამოს, რედინგში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაციით იძიებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, რედინგის ერთ-ერთ პარკში დანით შეიარაღებული პირი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს, რის შედეგადაც 3... Read More

ჰარცელი: ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად

Comments Off on ჰარცელი: ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოში ევროკაშვირის ელჩი კარლ ჰარცელი. “8 მარტის შეთანხმების შემდეგ 142 ხმა დავითვალე, ვინც მხარს უჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას. მივესალმები დღეს პარლამენტის მიერ კანონპროექტის... Read More

ვინ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ

Comments Off on ვინ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისა და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტება. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა 5-მა დეპუტატმა. ესენი არიან:... Read More

თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, მე-2 და მე-3 მოსმენისას მხარს არ დავუჭერთ ცვლილებებს – ბაქრაძე

Comments Off on თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, მე-2 და მე-3 მოსმენისას მხარს არ დავუჭერთ ცვლილებებს – ბაქრაძე

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მე-2 და მე-3 მოსმენისას. “ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და 20 ხმას... Read More

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Comments Off on პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით.... Read More

მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს – ჭიჭინაძე

Comments Off on მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს – ჭიჭინაძე

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ის მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიზანის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემის შეცვლაა. “ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ... Read More

კვიციანის ულტიმატუმი: რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

Comments Off on კვიციანის ულტიმატუმი: რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტარი ემზარ კვიციანი ითხოვს, არჩევნებში ხმის მიცემა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სისტემის ცვლილებაა.... Read More

თუ რამე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას – ენმ

Comments Off on თუ რამე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დღეს, 21 ივნისს განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სრულად შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მე-2 და მე-3 მოსმენაზე მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ენმ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის... Read More

21 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

Comments Off on 21 ივნისი: გამოვლინდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

21 ივნისის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 906-ს მიაღწია. გამოჯანმრთრელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 755 გახდა. ამ დროის მონაცემებით უცვლელია... Read More