ნეტგაზეთი | 2020 | June | 13 13.06.2020 – Netgazeti

Covid-19-ით ინფიცირებული პირი 70-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

Comments Off on Covid-19-ით ინფიცირებული პირი 70-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

13 ივნისს საქართველოში დაიღუპა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ჰყავდათ გადაყვანილი. ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. „ნეტგაზეთს“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლევან რატიანმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის... Read More

ეს არაა უსაფრთხო აეროპორტების სია და საქართველო ამიტომაც არ მოხვდა – ავიაციის სააგენტო

Comments Off on ეს არაა უსაფრთხო აეროპორტების სია და საქართველო ამიტომაც არ მოხვდა – ავიაციის სააგენტო

გამოცემა Schengenvisainfo-მ 12 ივნისს გამოაქვეყნა სია, რომელიც, ვებგვერდის თანახმად, იყო სია აე­რო­პორ­ტებისა, რომლებიც Covid-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ შეაფასა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგეტომ (EASA-მ). ამ სიაში საქართველოს აეროპორტები არ არის შესული.... Read More

კობახიძე: არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, თუ ეპიდემიის მე-2 ტალღა ოქტომბრამდე იქნება

Comments Off on კობახიძე: არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, თუ ეპიდემიის მე-2 ტალღა ოქტომბრამდე იქნება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები... Read More

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

Comments Off on აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. უწყების თანახმად, 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ აბასთუმნის ტყის მასივში მისულ მეხანძრე-მაშველებს დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი. „მოკლე დროში მოხდა ადგილზე... Read More

AstraZeneca აცხადებს, რომ ევროპის 4 ქვეყანას Covid-19-ის ვაქცინას მიაწვდის – Reuters

Comments Off on AstraZeneca აცხადებს, რომ ევროპის 4 ქვეყანას Covid-19-ის ვაქცინას მიაწვდის – Reuters

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) აცხადებს, რომ იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რითაც იტვირთა ვალდებულება, 2020 წლის ბოლოდან დაიწყოს ევროპის ქვეყნებისთვის Covid-19-ის... Read More

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მანქანით ბავშვს დაეჯახა

Comments Off on სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მანქანით ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით დაეჯახა 10 წლის ბავშვს. ტოროსიანმა 13 ივნისს დაწერა, რომ ინციდენტი დილის საათებში მოხდა, როდესაც სამსახურის გზაზე სახაროვის მოედნიდან ვარდანიანცის ქუჩაზე შეუხვია. მინისტრის თანახმად, ბავშვი... Read More

ცხინვალში Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

Comments Off on ცხინვალში Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – იუწყება იქაური მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა. როგორც გაგლოევამ უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „რესს“, ოთხივე... Read More

@StalinskyK

ბათუმში ტაძრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Comments Off on ბათუმში ტაძრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს 1993 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელსაც ბათუმში ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ის წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.... Read More

ალექსანდრე დიუმას თბილისი | სულხან სალაძის ბლოგი

Comments Off on ალექსანდრე დიუმას თბილისი | სულხან სალაძის ბლოგი

ავტორი: სულხან სალაძე 1858 წლის მიწურულს, ჟურნალი „ცისკარი“ წერდა: “დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლით­გან, ამა წ­ლი­სა, ქალაქ ტფი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა ფრან­ცი­ის უწარჩინებულესი მწე­რა­ლი ალექ­სან­დ­რე დ­იუ­მა, რომელ­ნი­ცა იყო ამ ახ­ლო ხან­ში ჩუ­ე­ნის ცისკრის ტი­პოგ­რა­ფი­ა­ში, სა­და­ცა... Read More

ძალიან საინტერესოა – ვაშაძე სააკაშვილის იდეაზე საერთო სიასთან დაკავშირებით

Comments Off on ძალიან საინტერესოა – ვაშაძე სააკაშვილის იდეაზე საერთო სიასთან დაკავშირებით

ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საარჩევნო პროპორციულ სიაში ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესოა“. მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ მიაჩნია,... Read More

იმუშავე საიდანაც გინდა – აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის  არჩევანის თავისუფლებას აძლევს

Comments Off on იმუშავე საიდანაც გინდა – აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის  არჩევანის თავისუფლებას აძლევს

თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს  აქვს სრული თავისუფლება,  თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს – ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი... Read More

პროგრამა Social  Impact  Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება

Comments Off on პროგრამა Social  Impact  Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა... Read More

მოქალაქეები კვლავ არ იცავენ წესებს – ფაშინიანი Covid-19-ზე

Comments Off on მოქალაქეები კვლავ არ იცავენ წესებს – ფაშინიანი Covid-19-ზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას „ცუდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მოქალაქეები კვლავ არ იცავენ ანტიეპიდემიოლოგიურ წესებს. 13 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 723 და... Read More

ენმ-ს თავისი ამოცანები აქვს, ორპოლუსიანობა პრობლემაა – გეგელია ერთიან სიაზე

Comments Off on ენმ-ს თავისი ამოცანები აქვს, ორპოლუსიანობა პრობლემაა – გეგელია ერთიან სიაზე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ოპოზიციური ჯგუფები 2020 წლის არჩევნებისთვის საერთო პროპორციულ საარჩევნო სიაზე შეთანხმდნენ, ორპოლუსიანობის შენარჩუნების კონტექსტში განიხილავს. მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ მიაჩნია, ყველა... Read More

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს

Comments Off on ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მცხოვრები მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დასახმარებლად იუტუბზე ონლაინ-კონცერტს გამართავს. „ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე, შევუერთდე საართველოს... Read More

სომხეთში Covid-19-ის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Comments Off on სომხეთში Covid-19-ის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 723 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 442 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 16004 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 264... Read More

საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე

Comments Off on საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არ განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ყველა ოპოზიციური ჯგუფის საერთო პროპორციულ სიაში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, ყველა... Read More

გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი საერთო სიაში – სააკაშვილი არჩევნებზე

Comments Off on გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი საერთო სიაში – სააკაშვილი არჩევნებზე

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება. ფეისბუკზე ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრის... Read More

უკვე 10 პაციენტის ინფიცირების წყარო არ ვიცით – ეზუგბაია

Comments Off on უკვე 10 პაციენტის ინფიცირების წყარო არ ვიცით – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 ივნისის დილისთვის, 10-მდეა გაზრდილი ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომლების ინფიცირების წყაროც უცნობია. 13 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა... Read More

Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Comments Off on Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა [ბოლო 24 სთ-ში 14] და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ახლა 851-ს შეადგენს; ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი (ჯამში 702). მთავრობის... Read More

ყოველ თვეში თუ იძახე, ოდესღაც გადადგება თანამდებობის პირი – მდინარაძე გახარიაზე

Comments Off on ყოველ თვეში თუ იძახე, ოდესღაც გადადგება თანამდებობის პირი – მდინარაძე გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე დაგეგმილი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ “ოდესღაც ყველა თანამდებობის პირი გადადგება”. ასე უპასუხა მან “რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტ ირაკლი... Read More