ნეტგაზეთი | 2020 | June | 03 03.06.2020 – Netgazeti

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

Comments Off on 4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

4 ივნისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება. კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში  გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სატელევიზიო ფორმატში ორი... Read More

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა

Comments Off on პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ორი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანიდან, რომლითაც... Read More

WHO პლაქვენილს სოლიდარობის კვლევაში აბრუნებს

Comments Off on WHO პლაქვენილს სოლიდარობის კვლევაში აბრუნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჰიდროქსიქლოროქვინი (იგივე პლაქვენილი) სოლიდარობის კვლევაში დააბრუნოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია,... Read More

აფხაზეთში Covid-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, სამხრეთ ოსეთში – 3

Comments Off on აფხაზეთში Covid-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, სამხრეთ ოსეთში – 3

3 ივნისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო უწყებებმა Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაადასტურეს — აფხაზეთში შვიდი, ცხინვალში კი- სამი. აფხაზეთში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს, რომლებიც იქ წინა დღით... Read More

ახალშობილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა გამოიკითხა – შსს

Comments Off on ახალშობილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი გოგონა გამოიკითხა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ივნისს გლდანის ხევში ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, “112”-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის... Read More

ბაგებში სროლა იყო, არიან დაჭრილები

Comments Off on ბაგებში სროლა იყო, არიან დაჭრილები

ბაგებში სროლა იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)... Read More

ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

Comments Off on ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 25 მაისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებს. ამასთან, მისივე თქმით, რევოლუციური ცვლილებები არ... Read More

კომიტეტმა შრომის კოდექსში ნაცვლიშვილის ინიცირებული ცვლილებები ჩააგდო

Comments Off on კომიტეტმა შრომის კოდექსში ნაცვლიშვილის ინიცირებული ცვლილებები ჩააგდო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ. კანონპროექტი დასაქმებულთა სამუშაო დროის, დასვენების დროისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხების... Read More

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიტინგების დასაშლელად სამხედროების გამოყენებას ეწინააღმდეგება

Comments Off on აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიტინგების დასაშლელად სამხედროების გამოყენებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, იგი ეწინააღმდეგება შტატებში მიმდინარე პროტესტის დაშლას სამხედრო მოსამსახურეების ძალისხმევით. ამგვარად, იგი პირდაპირ შეწინააღმდეგა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პროტესტების დასაშლელად სამხედროების გამოყენება სურდა,... Read More

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნებში შეიყვანს – საგარეო

Comments Off on ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნებში შეიყვანს – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო... Read More

სწორი მოლაპარაკებების შემთხვევაში გარეჯის პრობლემის მოგვარება სამაგალითოდ იქცევა – ბაქრაძე

Comments Off on სწორი მოლაპარაკებების შემთხვევაში გარეჯის პრობლემის მოგვარება სამაგალითოდ იქცევა – ბაქრაძე

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების სწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელია, დავითგარეჯის სასაზღვრო პრობლემების მოგვარება რეგიონისთვის სამაგალითოდ იქცეს. „აზერბაიჯანსა და საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ბოლო... Read More

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. ფოტო: EPA/JIM LO SCALZO

ტრამპის თქმით, პროტესტის დროს ბუნკერში „შემოწმებისთვის“ ჩავიდა

Comments Off on ტრამპის თქმით, პროტესტის დროს ბუნკერში „შემოწმებისთვის“ ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მიმდინარე პროტესტის დროს ბუნკერში არა უსაფრთხოების, არამედ შემოწმების მიზნით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. „მითხრეს, შესაფერისი დრო იყო, ქვემოთ ჩასულიყავი და... Read More

ყვავები იცავენ ბახალებს, რომლებიც ამ პერიოდში ფრენას სწავლობენ – გურიელიძე

Comments Off on ყვავები იცავენ ბახალებს, რომლებიც ამ პერიოდში ფრენას სწავლობენ – გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი არის პერიოდი, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ, რითიც აიხსნება ყვავების აგრესიულობა. გურიელიძის განმარტებით, ამ პერიოდში ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ:... Read More

თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

Comments Off on თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა. სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის,... Read More

გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

Comments Off on გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

დღეს გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გორის მერიაში დაუდასტურეს. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ზარალის ასანაზღაურებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც... Read More

ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა

Comments Off on ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა, შედეგად ხვალ, 4 ივნისს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.04 ლარი იქნება. საქართველოს ეროვნული ვალუტა 2.8 თეთრით ევროსთანაც გამყარდა და ერთი ევრო... Read More

უსინათლო ქალი: ერთი თვის კომპენსაცია არ მომცეს

Comments Off on უსინათლო ქალი: ერთი თვის კომპენსაცია არ მომცეს

ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო, პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის... Read More

ჯაფარიძე არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარების საკითხზე

Comments Off on ჯაფარიძე არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარების საკითხზე

მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარულ ოლქებში “ეფექტური კანდიდატის” შერჩევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, “ლელოს” საკუთარი კანდიდატი ყველა... Read More

„ვისოლი“ სვანეთში სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს ეხმარება

Comments Off on „ვისოლი“ სვანეთში სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს ეხმარება

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი... Read More

“ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო” – ხუნდაძე ტიკარაძეზე

Comments Off on “ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო” – ხუნდაძე ტიკარაძეზე

“ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო”, – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მისამართით გააკეთა. გუშინ, 2 ივნისს, მიწერილ წერილში ეკატერინე ტიკარაძე... Read More

მთავრობაში გახარიას გადადგომის ცნობას უარყოფენ

Comments Off on მთავრობაში გახარიას გადადგომის ცნობას უარყოფენ

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს. აღნიშნულს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. ტელეკომპანიის თანახმად, გადადგომა გახარიას მოსთხოვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, პირველ ივნისს გამართულ შეხვედრაზე, რაზეც... Read More

რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუსი დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებს

Comments Off on რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუსი დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებს

გამოძიების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაიწყო, დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებენ. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დავით ქაცარავას თქმით, უწყებაშიი დავით გარეჯის საქმეზეა... Read More

აფეთქებულ სადგურზე მომუშავე ექსპერტს დენმა დაარტყა

Comments Off on აფეთქებულ სადგურზე მომუშავე ექსპერტს დენმა დაარტყა

თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ “ეკო გაზის” გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტს, სავარაუდოდ, დენმა დაარტა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ექსპერტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და  მისი... Read More

კორონავირუსი: “შვედური მოდელის” ნაკლზე მისი მთავარი შემოქმედი ალაპარაკდა

Comments Off on კორონავირუსი: “შვედური მოდელის” ნაკლზე მისი მთავარი შემოქმედი ალაპარაკდა

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყნის სტრატეგიის ავტორად მიიჩნევა, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეტი უნდა გაეკეთებინა COVID-19-ის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულის შესახებ ანდერს ტეგნელმა შვედეთის რადიოსთან ინტერვიუს დროს... Read More