ნეტგაზეთი | 2020 | May | 21 21.05.2020 – Netgazeti

ჩოხატაურის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა

Comments Off on ჩოხატაურის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა

დღეს, 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა. აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით... Read More

გურიაში 26 წლის ბიჭი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

Comments Off on გურიაში 26 წლის ბიჭი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 21 მაისს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.... Read More

აპრილის ბოლოსთვის COVID-ზე ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს აღმოაჩნდა

Comments Off on აპრილის ბოლოსთვის COVID-ზე ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს აღმოაჩნდა

შვედეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს განუვითარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Guardian ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კვლევის შედეგები კითხვის... Read More

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები დროებით იმოქმედებს” – კობახიძე

Comments Off on “საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები დროებით იმოქმედებს” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა, დროებით, მხოლოდ ეპიდემიის პირობებში იმოქმედებს. კობახიძე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ... Read More

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ყაზბეგში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ყაზბეგში მეწარმეებს მოემსახურა

Comments Off on შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ყაზბეგში მეწარმეებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურა. მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის... Read More

COVID-19-ის გამო სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

Comments Off on COVID-19-ის გამო სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილმა მომსახურების საფასურს ეკიპირების ღირებულებაც დაამატა, რაც საშუალოდ  20-30 ლარს შეადგენს. როგორც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, საფასურის ზრდა ექიმების შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვის გამო მოხდა.... Read More

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

Comments Off on ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

ანა დოლიძემ პოლიტიკური მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მოძრაობა იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვინც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის: “ჩვენ დღეს აქ ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც... Read More

თბილისიდან ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ცხინვალის განცხადებას EUMM ეხმაურება

Comments Off on თბილისიდან ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ცხინვალის განცხადებას EUMM ეხმაურება

20 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რესმა“ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ „სპუტნიკმა“  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, “ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები ცდილობდნენ”, დე ფაქტო... Read More

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებზე

Comments Off on პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზდა დოკუმენტი, რომელშიც გააანალიზა დიმიტრი ხუნდაძისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ შესახებ და მათთან დაკავშირებით შენიშვნებიც გააკეთა. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ დასკვნის ასპექტებს:... Read More

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

Comments Off on “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 101 დეპუტატი ესწრებოდა. კანონპროექტი მიიღეს დათქმით, რომ შეზღუდვები, რომელსაც... Read More

ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი აქვს – მედია

Comments Off on ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი აქვს – მედია

რუსულ მედიაში გავრცლებული ცნობების თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი დაუდასტურდა. Meduza რამდენიმე გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ერთ-ერთი... Read More

ჯაში: დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

Comments Off on ჯაში: დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ და სხდომათა დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ... Read More

რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებდი — შოთა არველაძე

Comments Off on რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებდი — შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად მწვრთნელის, შოთა არველაძის თქმით, რუსეთის ნაკრებში მუშაობას ახლაც, 2010 წლის მსგავსად, არ დათანმხდებოდა. ამის შესახებ მან sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა. 2010 წელს დიკ ადვოკატმა [რუსეთის ეროვნული ნაკრების... Read More

რა პირობით და ვისთვის გადავადდება სესხები – საბანკო ასოციაციის განმარტება

Comments Off on რა პირობით და ვისთვის გადავადდება სესხები – საბანკო ასოციაციის განმარტება

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებისთვის იმ პირობებს აქვეყნებს, რომლითაც მათ სესხების გადავადება შეეძლებათ. საქმე ეხება პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური ან/და შემოსავლის წყარო დაკარგეს დღეს, 21 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი... Read More

თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, არც კანონი და არც სასამართლო არ სჭირდება – კილაძე

Comments Off on თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, არც კანონი და არც სასამართლო არ სჭირდება – კილაძე

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის საფრთხეები არსებობს. მისივე აზრით, პერლამენტმა ეს... Read More

ხუნდაძის თქმით, ევროსაბჭოსთან კონსულტაცია ავიამიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლო

Comments Off on ხუნდაძის თქმით, ევროსაბჭოსთან კონსულტაცია ავიამიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლო

დიმიტრი ხუნდაძემ სალომე სამადაშვილის კითხვაზე, გაიარა თუ არა კონსულტაცია ევროსაბჭოსთან მანამ, სანამ პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს წარადგენდა, უპასუხა, რომ ვერ გაიარა, რადგანაც ფრენები არ იყო და ბრიუსელში ვერ... Read More

“ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო საჩივარზე მსჯელობა უნდა დაიწყონ, პროექტი თუ დამტკიცდება” – გოგიჩაიშვილი

Comments Off on “ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო საჩივარზე მსჯელობა უნდა დაიწყონ, პროექტი თუ დამტკიცდება” – გოგიჩაიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, საკონსტიტუციო სარჩელზე მსჯელობა დაიწყონ. დეპუტატი აცხადებს,... Read More

“თუ გოიმი ხარ, N1 უნდა იყო” – ბოკერიას პასუხი კობახიძეს

Comments Off on “თუ გოიმი ხარ, N1 უნდა იყო” – ბოკერიას პასუხი კობახიძეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც მას “გოიმების სპექტრში პირველი” უწოდა, და მის სიტყვებს კომპლიმენტად იღებს. „ადამიანი ყველა საქმეში, რომელშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი. თუ... Read More

ოპოზიციას ეშინია, ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივი არ შეიძინოს“ — ხუნდაძე

Comments Off on ოპოზიციას ეშინია, ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივი არ შეიძინოს“ — ხუნდაძე

„ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, ოპოზიციას ეშინია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივები არ შეიძინოს“ და ისინი სწორედ ამ მოტივით ეწინააღმდეგებიან მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. ამის შესახებ... Read More

საგანგებოს შენარჩუნება ხომ არ უნდა ოპოზიციას, არჩევნები რომ არ ჩატარდეს? — ვოსლკი

Comments Off on საგანგებოს შენარჩუნება ხომ არ უნდა ოპოზიციას, არჩევნები რომ არ ჩატარდეს? — ვოსლკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, არსებობს ისეთი ეჭვის საფუძველი, რომ ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება და ამ გზით არჩევნების არჩატარება სურს. „საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ... Read More

ბოკერია არის პირველი ამ გოიმების სპექტრში – კობახიძე ოპოზიციაზე

Comments Off on ბოკერია არის პირველი ამ გოიმების სპექტრში – კობახიძე ოპოზიციაზე

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე საუბრისას ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, გიგა ბოკერია „პირველია ამ გოიმების სპექტრში“. „ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ... Read More

ბესელია: “საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე” კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

Comments Off on ბესელია: “საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე” კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში” შესატან ცვლილებებზე პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას: “ვირუსის თუ ეპიდემიის ფაქტორი ეს არის გარემოება, მაგრამ ის, რასაც... Read More

ვალდებულება გვექნება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს – ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე

Comments Off on ვალდებულება გვექნება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს – ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ პარლამენტი დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რომლითაც მთავრობას უფლება ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული ზოგიერთი უფლება, პარტია მიღებულ... Read More

იმედი მაქვს, საკონსტიტუციო გააუქმებს — ჩუგოშვილი კარანტინის შესახებ კანონპროექტზე

Comments Off on იმედი მაქვს, საკონსტიტუციო გააუქმებს — ჩუგოშვილი კარანტინის შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ცვლილებებს  კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, თუკი პარლამენტმა დაამტკიცა. ჩუგოშვილმა ეს განცხადება... Read More