ნეტგაზეთი | 2020 | May | 19 19.05.2020 – Netgazeti

სააკაშვილის საკითხის ჩვენთან არგავლა იყო არადიპლომატიური – ზურაბიშვილი უკრაინაზე

Comments Off on სააკაშვილის საკითხის ჩვენთან არგავლა იყო არადიპლომატიური – ზურაბიშვილი უკრაინაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით,  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოსთვის წინასწარ არმიწოდება იყო უკრაინის მხრიდან არადიპლომატიური ნაბიჯი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის... Read More

ეკლესიის გარკვეული ნაწილის პოზიცია ვაქცინებზე ჩემთვის მიუღებელია – ზურაბიშვილი

Comments Off on ეკლესიის გარკვეული ნაწილის პოზიცია ვაქცინებზე ჩემთვის მიუღებელია – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ეკლესიის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილის მოწოდება კორონავირუსის ვაქცინების არგაკეთებასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფო საქმეებში ჩარევა და მიუღებელია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის”... Read More

არ მქონია არანაირი კომუნიკაცია სენატორებთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე – ზურაბიშვილი

Comments Off on არ მქონია არანაირი კომუნიკაცია სენატორებთან, რადგან ეს არ არის ჩემი დონე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც უცხოელი პარტნიორები გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას შესახებ იყენებენ ტერმინს “პოლიტპატიმარი”, ნიშნავს, რომ ცუდად ინფორმირებული არიან. პრეზიდენტისვე განმარტებით, მას პირადი კომუნიკაცია აღნიშნულ... Read More

რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

Comments Off on რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერში” თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებით მან ქვეყანას ააცილა კრიზისი და არ გაკვირვებია ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ამის შემდეგ მიიღო. რ2-ის ჟურნალისტმა დავით... Read More

“ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”, მითხრა ივანიშვილმა, როდესაც შეწყალებაზე ვაცნობე – ზურაბიშვილი

Comments Off on “ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”, მითხრა ივანიშვილმა, როდესაც შეწყალებაზე ვაცნობე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც მან “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აცნობა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. ამის... Read More

თუ ოქრუაშვილი რუსეთზე პოზიციას არ შეიცვლის, ის მიუღებელი იქნება ჩემთვის – უგულავა

Comments Off on თუ ოქრუაშვილი რუსეთზე პოზიციას არ შეიცვლის, ის მიუღებელი იქნება ჩემთვის – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციას არ შეიცვლის, ის პოლიტიკურად მიუღებელი დარჩება მისთვის. ამის შესახებ უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. “ივანიშვილმა... Read More

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Comments Off on კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამთავრობო ონლაინ რესურსი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის მიხედვით, 19 მაისის 20:40 საათის მონაცემებით, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 707 შემთხვევა, მათ შორის,... Read More

საჩხერეში გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

Comments Off on საჩხერეში გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა. ქამუშაძის თქმით, პაციენტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაეწერა კლინიკიდან მას შემდეგ, რაც... Read More

საქართველო და უკრაინა ფრენების აღდგენას განიხილავენ

Comments Off on საქართველო და უკრაინა ფრენების აღდგენას განიხილავენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლისთან საქართველოსა და უკრაინას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი კანიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოაქვეყნა როგორც ქართულმა, ასევე უკრაინულმა მხარემაც.... Read More

შეწყალებაზე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს წინასწარ შევატყობინე – პრეზიდენტი

Comments Off on შეწყალებაზე თალაკვაძეს, გახარიას და ივანიშვილს წინასწარ შევატყობინე – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა. სალომე ზურაბიშვილის თქმით,... Read More

პატრულის თანამშმროლის მონაწილეობით მომხდარ ავტოავარიას ვიძიებთ – პროკურატურა

Comments Off on პატრულის თანამშმროლის მონაწილეობით მომხდარ ავტოავარიას ვიძიებთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე  პატრულის თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე... Read More

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI

Comments Off on საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საკარანტინო ღონისძიებების სახით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა... Read More

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

Comments Off on რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

დღეს, 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტი , რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო... Read More

კორონავირუსის ვაქცინამ ცდების პირველ ეტაპზე იმედისმომცემი შედეგი აჩვენა – Moderna

Comments Off on კორონავირუსის ვაქცინამ ცდების პირველ ეტაპზე იმედისმომცემი შედეგი აჩვენა – Moderna

ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც პირველად გამოსცადეს ადამიანებზე, უსაფრთხოა და ამ ეტაპზე მოახერხა იმუნური სისტემის სტიმულირება ინფექციის წინააღმდეგ, აცხადებს მისი შემქმნელი კომპანია Moderna. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.... Read More

თეირანი. ფოტო: EPA/ ABEDIN TAHERKENAREH

ირანი: მილიარდობით დოლარი ალტერნატიული ინტერნეტისა და ინფორმაციის კონტროლისთვის

Comments Off on ირანი: მილიარდობით დოლარი ალტერნატიული ინტერნეტისა და ინფორმაციის კონტროლისთვის

 ირანმა “ეროვნული საინფორმაციო ქსელის” შესაქმნელად გასულ წელს მილიარდობით დოლარი დახარჯა. “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის(Radio Farda) ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ირანის პარლამენტის კვლევის ცენტრის მონაცემებში. გამოცემის თანახმად, გასული წლის მონაცემებით, საუბარია... Read More

რუსეთში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 შემთხვევა დაფიქსირდა

Comments Off on რუსეთში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 — 299 941 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გამოვლენილი შემთხვევებიდან გარდაიცვალა 2837 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 76... Read More

“წარმოდგენა არ მაქვს, რა ირანულ ნავთობზეა საუბარი” – გახარია ტედ კრუზის და სხვების წერილზე

Comments Off on “წარმოდგენა არ მაქვს, რა ირანულ ნავთობზეა საუბარი” – გახარია ტედ კრუზის და სხვების წერილზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოთხი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინისადმი გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნული სავარაუდო დარღვევებისა და საქართველოს მხრიდან ამერიკული კომპანიების მიმართ “მიზანმიმართული შევიწროვების”... Read More

ჩემთვის მძიმეა, რომ პოლიტიკოსობის გამო შეწყალება დაიმსახურეს – გახარია

Comments Off on ჩემთვის მძიმეა, რომ პოლიტიკოსობის გამო შეწყალება დაიმსახურეს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “მისთვის მძიმეა”, როცა დანაშაულში მხილებული პირები მხოლოდ პოლიტიკოსობის გამო გათავისუფლდნენ. ასე შეაფასა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალება. “ამ... Read More

თუ არასტაბილური ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე – ჯაში

Comments Off on თუ არასტაბილური ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე – ჯაში

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს არ უჭერს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გაატაროს. მარიამ ჯაშის თქმით,  თუკი... Read More

უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტიკური კრიმინალები არიან – კობახიძე

Comments Off on უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტიკური კრიმინალები არიან – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი არა პოლიტპატიმრები, არამედ ე.წ. პოლიტკრიმინალები არიან. კობახიძემ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში მაშინ ისაუბრა, როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრობის... Read More

ბერნის კონვენცია: რეკომენდაციები მთავრობას გარემოსდამცველთა საჩივრის საპასუხოდ

Comments Off on ბერნის კონვენცია: რეკომენდაციები მთავრობას გარემოსდამცველთა საჩივრის საპასუხოდ

“ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ” (ბერნის) კონვენციის მმართველი ორგანო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ეროვნული გეგმის შექმნისკენ, რომელიც მდინარეებზე წყლის ნაკადების დაცვისაკენ იქნება მიმართული. ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ... Read More

საქართველოში “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Comments Off on საქართველოში “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოში ორგანიზაცია “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელს, რევაზ გოგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგიძის საქმეზე 14 მაისს გამოაცხადა. გოგიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე... Read More

აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 965 კილომეტრი გაიარა

Comments Off on აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 965 კილომეტრი გაიარა

აშშ-ში მამაკაცმა 600 მილი— 965 კილომეტრი დაძლია, რათა თმა შეეჭრა, წერს Fox News. მაუწყებლის ცნობით, ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა კაცმა სოციალურ ქსელში მეგობრის პოსტი ნახა, რომელშიც უკანასკნელი წერდა, რომ კალიფორნიის ზოგიერთ... Read More

რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში – კვლევა

Comments Off on რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში – კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის მიმდინარეობისას თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო ჰიპერტენზია (10%), დიაბეტი (4%) და თირკმლის დაავადება (2%). ქალებში, ზოგადად, თანხმლები დაავადება უფრო ხშირი იყო, კაცებთან... Read More