ნეტგაზეთი | 2020 | March | 19 19.03.2020 – Netgazeti

კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო

Comments Off on კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო და მიმდინარე წლის 12-23 მაისს აღარ გაიმართება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ფესტივალის გამართვა ივნისის ბოლოს ან... Read More

დამუშავებულია მოქალაქეების დახმარების სცენარები – თალაკვაძე

Comments Off on დამუშავებულია მოქალაქეების დახმარების სცენარები – თალაკვაძე

“პანიკა საჭირო არ არის, საჭიროა სიფრთხილე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ეკონომიკისთვის კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად არსებობს კონკრეტული გეგმები, მიღებული და დამუშავებულია შემდგომი სცენარები და ის... Read More

სავაჭრო ობიექტები იხურება

Comments Off on სავაჭრო ობიექტები იხურება

კორონავირუსთან დაკავშირებით იხურება სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს... Read More

„ბინადრობის ნებართვა გვქონდა, მაგრამ საზღვრიდან უკან გაგვაბრუნეს“ – დედა-შვილი

Comments Off on „ბინადრობის ნებართვა გვქონდა, მაგრამ საზღვრიდან უკან გაგვაბრუნეს“ – დედა-შვილი

რუსეთის მოქალაქე ელენა ვარვანინა, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვს, არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. ელენა ვარვნინინა 18 მარტს... Read More

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები გამკაცრდა

Comments Off on საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები გამკაცრდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია) ბოლო 14 დღის... Read More

თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

Comments Off on თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ.    20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება... Read More

მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

Comments Off on მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

მონაკოს პრინც ალბერტს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ალბერტის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. “პრინცი ალბერტი აგრძელებს მუშაობას საკუთარი საცხოვრებლიდან”, – ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში, რომელსაც “როიტერსი” ციტირებს.  ... Read More

ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

Comments Off on ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის... Read More

ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მოსახლეობას შეღავათები შესთავაზონ

Comments Off on ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მოსახლეობას შეღავათები შესთავაზონ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა მოსახლეობას გარკვეული შეღავათები უნდა შესთავაზონ.  ამასთან, ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, რესურსების სრული მობილიზება მოახდინონ, რათა ამ ვითარებაში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურამ... Read More

პარლამენტი ICC-ში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევს

Comments Off on პარლამენტი ICC-ში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევს

საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით, მესამე მოსმენით, დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის პროცედურას განსაზღვრავს. საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარსადგენ ერთ... Read More

„ფული თანამშრომლებს მიეცით“ – აშშ-ში კომპანია ქირის ფულის მიღებაზე უარს ამბობს

Comments Off on „ფული თანამშრომლებს მიეცით“ – აშშ-ში კომპანია ქირის ფულის მიღებაზე უარს ამბობს

აშშ-ში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, რესტორნების და სხვა მსგავსი დაწესებულებები იკეტება, მშრომელთა ნაწილი ხელფასის ან სულაც სამსახურის გარეშე რჩება. ადგილობრივი რესტორნებისა და მცირე ბიზნესის დასახმარებლად ერთ-ერთმა საინვესტიციო ჯგუფმა, რომელიც ფართს... Read More

მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

Comments Off on მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინის გაგზავნაზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სასახურმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო. სუს-ის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ  მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა,... Read More

რუსეთის უშიშროება ახალ კიბერიარაღს უკვეთავს — ჰაკერები

Comments Off on რუსეთის უშიშროება ახალ კიბერიარაღს უკვეთავს — ჰაკერები

ჰაკერების ჯგუფმა Digital Revolution (ქართ. ციფრული რევოლუცია) გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განყოფილებამ თავის პარტნიორ კომპანიას მისცა შეკვეთა პროგრამა „ფრონტონის“ შემუშავებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს კიბერშეტევები... Read More

ახალი კლასტერის შესახებ ხდება ცნობილი | Covid-19

Comments Off on ახალი კლასტერის შესახებ ხდება ცნობილი | Covid-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი (NCDC) ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ერთ-ერთ სასტუმროსთან დაკავშირებული კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე ცნობებს ვერ გასცემს პერსონალური ინფორმაციის გამო. ამის შესახებ... Read More

$40 მლნ გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა

Comments Off on $40 მლნ გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.15 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა 8.8 თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ევროს ოფიციალურმა კურსმა 3.41... Read More

მინისტრის მოადგილის განმარტება კერძო ლაბორატორიებში COVID-19-ის ტესტების შემოტანაზე

Comments Off on მინისტრის მოადგილის განმარტება კერძო ლაბორატორიებში COVID-19-ის ტესტების შემოტანაზე

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი Facebook-ზე წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციისა და კერძო ლაბორატორიების მიერ ამ ტესტების შემოტანის პროცესს. კანდელაკის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით მსგავსი ტესტები უკიდურესად... Read More

ევროპაში ლუდსახარშებმა სანიტაიზერის წარმოება დაიწყეს

Comments Off on ევროპაში ლუდსახარშებმა სანიტაიზერის წარმოება დაიწყეს

ევროპაში მდებარე ლუდსახარშებმა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა თავიანთი ქარხნების გამოყენება ხელის სანიტაიზერების წარმოებისთვის დაიწყეს. ეს ნაბიჯი კორონავირუსთან — COVID-19-სთან საბრძოლველად გადაიდგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. კომპანიებმა, BrewDog-მა, Leith Gin-მა,... Read More

პრესკონფერენციები დისტანციურად ჟურნალისტებისთვის

Comments Off on პრესკონფერენციები დისტანციურად ჟურნალისტებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია მედიისთვის პრესკონფერენციებს დისტანციურად ატარებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგები და პრესკონფერენციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა Facebook-ში, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, ტელევიზიებისთვის სიგნალის მიწოდებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი... Read More

თანამშრომლებისა და მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის ბილაინის მაღაზიები დროებით იხურება

Comments Off on თანამშრომლებისა და მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის ბილაინის მაღაზიები დროებით იხურება

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს 18:00-დან კეტავს ყველა  მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან... Read More

მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მორწმუნეებს | COVID-19-ზე

Comments Off on მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მორწმუნეებს | COVID-19-ზე

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი Covid-19-თან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მიმართვა, რომელსაც ნეტგაზეთი გთავაზობთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის დიაკონმა, ირაკლი ჯინჯოლავამ თარგმნა. ძმანო მღვდელმთავარნო და უფლისმიერსაყვარელო შვილებო,... Read More

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო კონსულტაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ

Comments Off on უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო კონსულტაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის მიღებას შეძლებენ. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმყოფება მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის... Read More

რეზერვშია 2900-დან 3500 საწოლამდე – ტიკარაძე

Comments Off on რეზერვშია 2900-დან 3500 საწოლამდე – ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე კლინიკებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 2900-დან 3500-მდე საწოლის მომზადება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: “დღესდღეობით 500-ზე მეტი საწოლი უკვე არის მობილიზებული, ჩვენ გავქვს ეს რამდენიმე... Read More

წლისთავზე მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან | Covid-19

Comments Off on წლისთავზე მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან | Covid-19

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულის გამოვლენა ერთ-ერთ წლისთავზე მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა შეკითხვა დისტანციურად დაუსვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დღეს გამართულ ბრიფინგზე. ჟურნალისტი დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა ღონისძიებაზე მყოფი სხვა... Read More

რუსეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მღვდლები მსვლელობას გამართავენ

Comments Off on რუსეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მღვდლები მსვლელობას გამართავენ

მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, ყოველ საღამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყონ. როგორც ისინი ამბობენ, კორონავირუსის — COVID-19-ის თავიდან მოცილებისთვის ილოცებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მსვლელობების მოწყობა ამა თუ... Read More