ნეტგაზეთი | 2020 | March | 16 16.03.2020 – Netgazeti

გაუპატიურებისთვის პირს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

Comments Off on გაუპატიურებისთვის პირს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედებოდა. უწყება ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად,  2016 წლის 9 სექტემბერს  ქ. თბილისში, სოფელ აქთალადან ნავთლუღის დასახლებისაკენ მიმავალ... Read More

გამოთვალეთ: გიღირთ თუ არა სესხის გადავადება

Comments Off on გამოთვალეთ: გიღირთ თუ არა სესხის გადავადება

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან... Read More

იდრის ელბა ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა

Comments Off on იდრის ელბა ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობი იდრის ელბა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოშუ ამბობს, რომ მას კორონავირუსის ინფექცია (COVID 19) დაუდასტურდა. ელბა ყვება, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს. მსახიობის თქმითვე, ტესტის ჩატარება მან იმიტომ... Read More

H1N1, SARS, MERS – როგორ დასრულდა მათი აფეთქებები?

Comments Off on H1N1, SARS, MERS – როგორ დასრულდა მათი აფეთქებები?

ახალი კორონავირუსი — Covid-19 „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (ჯანმო, WHO) ჯერ საგანგებო სიტუაციად, შემდეგ კი პანდემიად გამოაცხადა. კორონავირუსმა ამჟამად მსოფლიოს 157 ქვეყანა თუ ტერიტორია მოიცვა. „ჯანმოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 15 მარტისთვის... Read More

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Comments Off on გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. “მთავარი არხისვე” ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა მისი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შესახებ. რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროცესზე დაიკითხა პოლიციელი,... Read More

კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება

Comments Off on კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კორონავირუსის გამო კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება, ხოლო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ – 64. მონაცემები ვრცელდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ საინფორმაციო საიტზე – stopcov.ge-ზე. რაც შეეხება ინფიიცრებულებს, 30 იანვრის შემდეგ... Read More

„მადლიერების ტაში“ – მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია ექიმებს

Comments Off on „მადლიერების ტაში“ – მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია ექიმებს

„მადლიერების ტაში“ – ასე ჰქვია აქცია/პერფორმანსს, რომელსაც მოქალაქეები 18 მარტს ექიმების პატივსაცემად გამართავენ. აქციის ორგანიზატორები ამ გზით მადლობას გადაუხდიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო პერიოდია კორონავირუსს ებრძვიან. „შემოგვიერთდით და ერთად... Read More

ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე

Comments Off on ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საავადმყოფო ელოდება, რომ ხვალ კორონავირუსისგან განკურნებულ კიდევ ერთ პაციენტს გაწერს. დღეს, 16 მარტს, პირველი პაციენტი გაწერეს, რომლის ნიმუშები COVID 19-ზე რამდენჯერმე შეამოწმეს, პასუხი კი... Read More

სამკერვალოები მზად არიან, პირბადეების წარმოება დაიწყონ – ეკონომიკის სამინისტრო

Comments Off on სამკერვალოები მზად არიან, პირბადეების წარმოება დაიწყონ – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამკერვალოები საქართველოში მზად არიან, პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში დაიწყონ. უწყება ამბობს, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორს შეხვდა. შეხვედრის დროს კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კორონავირუსის... Read More

გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში წავა – ცერცვაძე

Comments Off on გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში წავა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, რომელიც ინფექციურიდან გაწერეს, 14-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. ჟურნალისტებთან საუბარში ცერცვაძემ თქვა, რომ ინფექციურში ამჯამად 28 ინფიცირებული წევს, ხვალისთვის კი ლუგარიდან კიდევ... Read More

ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

Comments Off on ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, ეს ის პაციენტია, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მათივე თქმით, პირმა თავადვე განაცხადა უარი ჟურნალისტებთან საუბარზე.... Read More

“მეორე არხზე” მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

Comments Off on “მეორე არხზე” მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება და მოსწავლეები მისი მეშვეობით სატელევიზიო გაკვეთილების ყურებას შეძლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც მაუწყებელში ამბობენ, აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ... Read More

კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

Comments Off on კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

Associated Press-ის ინფორმაციით, რომელსაც ამერიკის სამთავრობო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს, აშშ-მა კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება უკვე დაიწო. გამოცემის თანახმად, ჯამში, ვაქცინის ტესტირებაში 45 ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მას ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი... Read More

ბილაინის უფასო ინტერნეტპაკეტი როუმინგში საქართველოს მოქალაქეებს

Comments Off on ბილაინის უფასო ინტერნეტპაკეტი როუმინგში საქართველოს მოქალაქეებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო  ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად... Read More

რუსეთში დღეს კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Comments Off on რუსეთში დღეს კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით — Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ვიცე-პრემიერზე — ტატიანა გოლიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, დღეს,  2020 წლის 16 მარტს,... Read More

საგანგებო მდგომარეობა, როგორც საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

Comments Off on საგანგებო მდგომარეობა, როგორც საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავენ საქართველოს მთავრობაშიც. რა ბედი ელის ამ შემთხვევაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს,... Read More

ყაჩაღობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

Comments Off on ყაჩაღობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ვერსიით, 2018... Read More

ძალადობის მსხვერპლმა ქმარი დაჭრა, სასამართლომ ქალი გაამართლა – საფარი

Comments Off on ძალადობის მსხვერპლმა ქმარი დაჭრა, სასამართლომ ქალი გაამართლა – საფარი

„საფარის“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობის დროს თავს იცავდა და ქმარს ჭრილობა მიაყენა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მანამდე საქმე 2 წლის განმავლობაში განიხილებოდა. ორგანიზაციის თქმით, ქალზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა, ახალი... Read More

ერთი დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

Comments Off on ერთი დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.7 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, ხვალ, 17 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.01 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.6 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს... Read More

კორონავირუსის ფონზე გამოსახლებები დროებით შეაჩერეს

Comments Off on კორონავირუსის ფონზე გამოსახლებები დროებით შეაჩერეს

კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, სახელმწიფომ გამოსახლებები დროებით შეაჩერა. „13 მარტიდან სხვიის მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოებები შეიზღუდა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში. უწყების პრესსამსახურში ასევე... Read More

საპატრიარქო მამალაძის შეწყალების ან სასჯელის გადავადების მომხრეა

Comments Off on საპატრიარქო მამალაძის შეწყალების ან სასჯელის გადავადების მომხრეა

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მომხრეა. დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა 17 მარტს უნდა გაიმართოს. “როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის... Read More

კორონავირუსის ფონზე მიკროსაფინანსოებმა სესხებზე საჩივრები გაზარდეს – სასამართლო

Comments Off on კორონავირუსის ფონზე მიკროსაფინანსოებმა სესხებზე საჩივრები გაზარდეს – სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამრთლო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და საქმეების ელექტრონულად რეგისტრაცია უფასო გახადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი სარჩელი შეიტანეს, ვიდრე ჩვეულებრივ შეჰქონდათ... Read More

შსს-მ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

Comments Off on შსს-მ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ფაქტი გამოავლინა და მოქალაქეები საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანა. უწყების ცნობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა  შიდა ქართლში, ქვემო... Read More

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

Comments Off on დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოში სასკოლო არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამ პერიოდში სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხები გამოიყენონ, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისტანციური... Read More