ნეტგაზეთი | 2020 | March | 15 15.03.2020 – Netgazeti

საქართველო კორონავირუსის პოტენციური წამლის მიღებას ცდილობს

Comments Off on საქართველო კორონავირუსის პოტენციური წამლის მიღებას ცდილობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომპანია “გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატი remdesivir რომელსაც ამჟამად კორონავირუსის წინააღმდეგ ტესტავენ, შესაძლოა, მწარმოებლისგან გამონაკლისის სახით მიიღოს მანამ, სანამ პრეპარატი ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვაში. ამ საკითხზე... Read More

კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Comments Off on კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეს, 15 მარტს კორონავირუსის დადასტურებულ 3 ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ინფიცირებული პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, ორის – არა.... Read More

კორონავირუსი დღეს 3 პაციენტს დაუდგინდა

Comments Off on კორონავირუსი დღეს 3 პაციენტს დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა დღეს 3-ით გაიზარდა და ამჟამად 33-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი Stopcov.ge ავრცელებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ინფიცირებული პაციენტები საშუალო ასაკის... Read More

იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს

Comments Off on იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს

შსს-ს ცნობით, 15 მარტს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამავე ინფორმაციით, თბილისში, მცხეთაში, კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს,... Read More

ირანში ნამყოფი პაციენტის “სრულად გამოჯანმრთელება” მე-2 ტესტმა ვერ დაადასტურა

Comments Off on ირანში ნამყოფი პაციენტის “სრულად გამოჯანმრთელება” მე-2 ტესტმა ვერ დაადასტურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, პაციენტს, რომელზეც პირველმა ტესტმა გუშინ კორონავირუსი აღარ აჩვენა, განმეორებითმა დიაგნოსტიკამ, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი, “სრულად გამოჯანმრთელება” ვერ დაადასტურაა. საუბარიაპაციენტზე, რომელსაც ირანში მოგზაურობის... Read More

რა წამლებს იყენებენ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთის გამოცდილების მაგალითზე

Comments Off on რა წამლებს იყენებენ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთის გამოცდილების მაგალითზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ იმ მედიკამენტებს, რომელიც ამ დაავადების წინააღმდეგ ოფიციალურად რეკომენდებული ჯერ არ არის, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ წარმატებით... Read More

გადაადგილება რუსეთთანაც შეჩერდა

Comments Off on გადაადგილება რუსეთთანაც შეჩერდა

16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. “საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისსაკითხებში... Read More

“ნუ აყვებით აჟიოტაჟს” – კარფური

Comments Off on “ნუ აყვებით აჟიოტაჟს” – კარფური

კომპანია კარფურის აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ამიტომ, კარფურის განცხადებით, მომხმარებლები აჟიოტაჟს არ უნდა აყვნენ. კარფურმა შესაბამისი განცხადება დღეს გაავრცელა.... Read More

საქართველოში გამოკითხულთა 91% აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ რეგულარულად იბანს ხელებს – 2015 წლის კვლევა

Comments Off on საქართველოში გამოკითხულთა 91% აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ რეგულარულად იბანს ხელებს – 2015 წლის კვლევა

2015 წელს WIN/Gallup-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 91-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ტუალეტის შემდეგ ავტომატურად, რეგულარულად იბანს ხელებს საპნით. ეს ამ კვლევის თანახმად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია... Read More

ბაღებში არსებულ არამალფუჭებად საჭმელს მშობლებს დავურიგებთ – კალაძე

Comments Off on ბაღებში არსებულ არამალფუჭებად საჭმელს მშობლებს დავურიგებთ – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებული საჯარო ბაგა-ბაღები მათ ხელთ არსებულ არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებს მშობლებს გადასცემენ. მისი თქმით, ეს პროდუქტები ბავშვების კვებისთვის უნდა ყოფილიყო ბაღებში გამოყენებული და მათ ისვე... Read More

4 ბავშვი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

Comments Off on 4 ბავშვი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მისი თქმით, საჭიროა დამატებით 3-4 დღე მათი მდგომარეობის სრული პროგნოზირებისათვის. “მათი მდგომაროება... Read More

თურქეთთან ფრენები 20 მარტამდე გაგრძელდება

Comments Off on თურქეთთან ფრენები 20 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები 20 მარტის 24:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი... Read More

Wizz Air ქუთაისიდან 4 მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს

Comments Off on Wizz Air ქუთაისიდან 4 მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს

Wizz Air-ი აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისიდან აჩერებს ფრენებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.  როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია... Read More

ტესტირება: კორონავირუსი მე-2 პაციენტსაც აღარ უდგინდება

Comments Off on ტესტირება: კორონავირუსი მე-2 პაციენტსაც აღარ უდგინდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ანუ მკურნალობის მე-15 დღეს ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.... Read More

საფრანგეთში საჯარო დაწესებულებების ნაწილი იკეტება

Comments Off on საფრანგეთში საჯარო დაწესებულებების ნაწილი იკეტება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით, კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საფრაგეთში ყველა არა აუცილებელად საჭირო სახალხო დაწესებულებები უნდა დაიკეტოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება კაფეებს, რესტორნებს, კინოთეატრებს,... Read More